
წლების წინ, რომელიღაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ორუელის წიგნი ” 1984 ” აჩუქეს ქოცთაბელადს.
აჰა, წაიკითხა, ეტყობა.
აი, ეს კანონიც დაკანონდება და ამასაც გადაყლაპავს ხალხი.
რადგან ამისკენ მიყავდით სისტემას უკვე წლებია.
დიქტატურით და კანონებით ჯერ კიდევ მაშინ დატესტეს მოსახლეობა, კოვიდტერორის დროს ქუჩაში 7 კაცის ერთად დგომის აკრძალვა რომ შემოიღეს.
და ნიღბით რომ გაიძულებდნენ ქუჩაშიც სიარულს, და უჰაერობისგან რომ იღრჩობოდით, მაგრამ ნიღბებს მაინც რომ არ იხსნიდით ჯარიმების შიშით.
ანდა მორჩილად რომ ისხედით სახლებში საღამოს 9 საათის შემდეგ, თითქოს კოვიდი მანამდე დაბმული იყო, და 9 საათის მერე გამოდიოდა ქუჩაში სანადიროდ.
ცოლი რომ ქმრის გვერდით ვერ ჯდებოდა მანქანაში, და თეატრში რომ ვერ მიდიოდი, მაშინ, როცა პარტიული შეკრებები ხალხით გადატენილ დარბაზებში ტარდებოდა, და რესტორნებშიც ხალხმრავალ სუფრებზე კრამიტით სვამდნენ ღვინოს კოვიდისმამები.
და მოსახლეობის აცრილი ნახევარი, მეორე ნახევარს ლამის მოსაკლავად რომ იმეტებდით, – რას ქვია არ იცრებითო.
დაგტესტეს, დიახ, მაშინ, და ასე გაიგეს რა ბიდლოცაა დიდი უმრავლესობა.
დიქტატურაზე მაშინაც დაგტესტეს, რუსეთ-უკრაინის ომი რომ დაიწყო, და ნახევარი საქართველო უცებ პრორუსი რომ გახდა, და მზად იყო, და არის მზად დღესაც, ბოდიში მოუხადოს რუსებს, ოსებს, და აფხაზებს, და დანარჩენი საქართველოც მიართვას ძღვნად.
რადგან შეაშინეს, რო სადაცაა რუსი შემოვა.
რატომ შემოვა? – როცა ტყვიის გასროლის გარეშეც შემოსულია კარგა ხანია უკვე, – რუსი გიზით ხელისუფლებაში.
დაგტესტეს მაშინაც, რუსული კანონი რომ შემოაგდეს ერთხელ, და რომ გაიწვიეს უკან, გოგობიჭების შიშით,
მაგრამ მერე მაინც მიიღეს,
რადგან ის გოგობიჭები აღარ გამოვიდნენ ქუჩაში, ნახევარმა საქართველომ რომ აგინეთ.
და ბოლოს მაშინ დაგტესტეს, 100 000 კაცი რომ იდექით ქუჩაში, და ხან ფრანცუჟანკას რომ უსმენდით პირდაღებული, ხან მსოფლიო ბანს, და ხან ხორუმს რომ ცეკვავდით, და ხან კიდევ კილომეტრიან სუფრებს შლიდით,
100000 კაცი რომ იდგა ქუჩაში, მაშინ ერთი სპეცნაზელიც კი არ გამოიყვანა რეჟიმმა გარეთ, მაშინ როცა, იყო დრო, 2000 კაცს პარლამენტთან არბევდა, და შხამიანი წყლით წამლავდა.
და რატომ? არ გიკვირთ?
დიახ, სწორედ ხორუმზე და გაშლილ სუფრებზე მიხვდა სისტემა, რომ არავინ არაფრის გამკეთებელი არ იყო, და ნებისმიერ კანონს გაუტარებდით,
გაუტარებდით ნახევარი თბილისის არაბებზე მიყიდვასაც, ქუჩის გადაკეტვაზე ჯარიმებსაც, ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმებსაც, უნივერსიტეტების ერთმანეთში აზელვასაც,
ხოდა, ახლა აი, ამ კანონსაც გადაყლაპავთ.
ვინც არა, და 6 წლით გაუშვებენ ციხეში.
გაუშვებენ, რადგან იციან, რომ არც არავინ არ იქნებით გამომქომაგებელი, – რადგან უკვე დაგტესტეს.
მომილოცავს,
დაგიდგათ ორუელის 1984 წელი.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
