You are currently viewing მორჩა?

მორჩა?

ათიათასობით კაცი ქუჩაში გახვიდე და ვერაფერი გააკეთო, ამასაც ნიჭი უნდა ალბათ.
და ასე ერთხელ კი არ მოხდა, – რამდენჯერმე.
ანუ, ძალიან ნიჭიერები გამოვდივართ.
რავი, რა უნდა თქვა კიდევ..
აღარც არაფერს ვიტყოდი, მაგრამ მოვალე ვარ პროცესის ანალიზი გადავიტანო ჩვენი გამოცემის ფურცლებზე, სხვა დროს სხვა გერასიმეებმა რომ გაიგონ, რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ.
მოკლედ, მორჩა, – ქუჩაში ხალხი მასობრივად აღარ გამოვა, თუ ქოცმა რაღაც ძალიან არ მიქარა.
ყველაფერი გააკეთეს პარტიებმა, რომ აქამდე მისულიყო საქმე, რადგან თვითონაც ეშინიათ უკონტროლო, და მართლაც სახალხო პროტესტის.
და რა ვქნათო, პარტიებს რუსთაველზე გამოსვლას ხომ ვერ ავუკრძალავთო, რომ გაიძახით, – არის გამოსავალი.
გამოსავალი კი არა, მეტიც, აუცილებლობაა ამის გაკეთება, და ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო.
და პარტიულები საერთოდ არ გაეკარებიან აქციას, ფეხსაც არ დაადგამენ რუსთაველზე.
და ის ხალხიც გამოვა ქუჩაში, ყელში რომ აქვთ ამოსული ეს რეჟიმი, მაგრამ წინა რომ ახსოვთ, და მისი დაბრუნება რომ არ უნდათ.
მოთხოვნები უნდა შეიცვალოს !
და სწორედ ისე, როგორც ეროვნულმა მოძრაობამ გააკეთა 9 აპრილის წინ, – აფხაზეთის თემა რომ ჩაანაცვლა დამოუკიდებლობის თემით.
სწორედ ისე უნდა მოხდეს “ახალი არჩევნების” მოთხოვნის ჩანაცვლება რეფერენდუმის უფლების მოთხოვნით.
რეფერენდუმის ის უფლება უნდა მოითხოვო, კანონების მიღების და გაუქმების შესაძლებლობას რომ აძლევს ხალხს რეფერენდუმის ძალით.
გვქონდა ჩვენ ეს უფლება და გაგვიუქმეს შევარდნაძის 1995 წლის კონსტიტუციით,
და მის მერე ისღა გრჩებათ, 4 წელიწადში ერთხელ მიხვიდეთ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებზე, და შედეგად, ჩვენს მაგივრად ათასნაირ მავნებლურ კანონებს ღებულობენ იდიოტები და ფულის ტომრები.
ვიმეორებ, პროტესტი რა თქმა უნდა მართებულია,
და ქოცმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დაეძაბა,
მაგრამ მიტომაც ბედავს დაარბიოს მიტინგიც, დააჯარიმოს ხალხიც, ციხეში გააჩეროს პოლიტპატიმრებიც, რადგან იცის, რაც არ უნდა სამართლიანი იყოს პროტესტი, უმეტესობა ხალხისა არ გარისკავს ნაცის წისქვილზე წყლის დასხმას.
რადგან ხალხი უკვე მიხვდა, ქოცის ნაცით შეცვლით არაფერი შეიცვლება.
და საერთოდ არაფერი შეიცვლება ერთი ხელისუფლების მეორე ხელისუფლების ჩანაცვლებით,
და როგორც მრავალჯერ, კიდევ ერთხელ გადაიღებება სისტემური ქვაბი, რომელშიც მუდამ ერთი და იგივე სალაფავი იხარშება და ერთი და იგივე პოლიტნაგვებით, თუ არ შეიცვალა მთლიანად სახელმწიფოს მართვის სისტემა.
სისტემის შეცვლას კი სულ სხვა რამეები სჭირდება.
ხომ ხედავთ, რომ კანონებით გვეომება რეჟიმი, ამიტომ კანონით უნდა დაუპირისპირდე, და რომ დაუპირისპირდე კანონი უნდა გქონდეს ხელში, – კანონი.
ის კანონი უნდა მოითხოვო, რომლითაც ყველაზე ჩათლახ რეჟიმს დაადგები თავზე მათრახით.
რომ გქონდეს ეს კანონი, ვეღარ წაგათრევს ქოცი რუსეთისკენ, ვეღარ გაგიყიდის მიწებს და წიაღისეულს, ვეღარ გაავსებს ქვეყანას მიგრანტებით, ვეღარ გაგძარცვავენ ბანკებიც,
და ამ კანონითვე გადაჭრი პოლიტპატიმრების პრობლემებსაც, და ახალი არჩევნების დანიშვნის პრობლემასაც.
რეფერენდუმის უფლების დაბრუნება უნდა მოითხოვო,
ამ მოთხოვნით უნდა წავიდეს აქციები, ხალხითაც გადაივსება რუსთაველი ყოველდღე,
დასავლეთიც გაგიგებს, – დემოკრატიას ითხოვ, იმ კანონს ითხოვ, რაც მასაც აქვს.
რიგითი ობივატელი და ტვინგაყინული რიგითი ქოციც დაფიქრდება, – გადატრიალებას კი არ ითხოვ, და ნაცის მოყვანას კი არ აპირებ,
იმას ითხოვ, რაც ევროპასაც აქვს, და რაც რიგით ობივატელსაც სჭირდება, დაცული რომ იყოს.
გაგიგებს დასავლეთი და უფრო დააჩქარებენ სანქციებსაც.
გაგიგებს რიგითი ქოციც და დაიწყებს სისტემის საბოტაჟს, აქციებზეც გამოვა, და აქციაზე დგომის გაპრავების საშუალებაც ექნება.
ქოცელიტაც ვერ დაგიძახებს რადიკალს, და დიფ სტეიტისგან მართულს, და ყველა მხრიდან შეტევის შემდეგ წავა დათმობაზეც.
დაკანონდება კანონიც, ჯერ თუნდაც გაუმართავი და ხარვეზებით, მაგრამ ხალხი მის გამოყენებას ისწავლის, და ნელნელა დაიწყება სისტემური ცვლილებებიც.
აღარ დაგჭირდება მერე აქციებზე სირბილი არასოდეს, აღარავინ დაგლეწავს, აღარავინ დაგაჯარიმებს.
სახლიდან და ინტერნეტით გადაჭრი ყველა პრობლემას.
აი, როცა ამას მიხვდება ხალხი, და ათასობით გამოვა ქუჩაში ხელისუფლებებზე კონტროლის მექანიზმების მოთხოვნებით, დარწმუნებული იყავით, იმ აქციებზე არასოდეს დადგება არც ერთი პარტია, და პოლიტნაგავი, რადგან იმ ტოტის მოჭრას არ დაიწყებენ, რომელზეც სხედან, და არც იმ ხელს დაარტყამენ, რომელიც პურს აჭმევთ.
რადგან რეფერენდუმის უფლება და დეპუტატის გაწვევის მექანიზმიც სწორედ ისაა, პარტიულ სისტემას რომ დაამთავრებს.
სისტემის შეცვლაც ეს არის.
არაფერს ახალს არ ვამბობ, სწერია ესეც ილიასთან.
თვითმართველობა სწერია, – დიახ,
და ილიას მზეს რო იფიცებთ ყველა, ერთხელ მაინც გაიარეთ მის სიტყვაზე.
გაიგე, რამე გერასიმე?
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა