You are currently viewing მხურვალე სალამი ჩემო ოლია

მხურვალე სალამი ჩემო ოლია

” მხურვალე სალამი ჩემო ოლია. შენ მშვენივრად იცნობ ამ თაგვებს, რომლებიც ჩემს გვერდით ცხოვრობენ კრილოვის ქუჩაზე.”
          გალაკტიონის წერილია ეს, და მე რას შევედრები მეტაფორებში, მაგრამ მოვიკითხავ მეც იმ თაგვებს, ჩემს წერილებს რომ მიარბენინებენ მოფარებულში, და უყეფენ.
ამნაირი თაგვებიც არსებობენ, – ყეფა ეხერხებათ. ხო, შეიძლება იდიოტი იყო, ეს ყველას კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ არსებობს ხაზი, რომლის გადაკვეთა იდიოტსაც არ ეპატიება.
და ეს ხაზი რუსეთუმეობაა.
         დასავლეთი, ფსევდოლიბერალიზმი და გლობალიზმი რაც არის, არა მგონია თაგვებმა ჩემზე უკეთ იცოდეთ.
ბევრს გეძინათ, ამ თემებზე რომ ვწერდი, ამ სივრცეშიც, და გაზეთშიც, ხოლო, აქციებს რომ ვატარებდი საელჩოებთან, და სოროსის ოფისთან, საერთოდ ჩაფსმულები იჯექით ეკრანებთან.
ვერ მასწავლით მეთქი, თაგვებო, რა არის დასავლეთი, ფსევდოლიბერალიზმი, და რას გვატენის აქ, ჩვენ გვატენის, ადვილად რომ გვმართონ, თორემ საკუთარ ქვეყნებში ცუდზე მეტი კარგი აქვს დასავლეთს. და რაც მთავარია მას ის დემოკრატიული მექანიზმები აქვს, რომლითაც ყველაზე ჩათლახ პოლიტიკოსსაც გააკეთებინებ საქმეს, და იქ დასავლეთში აკეთებინებენ კიდეც.
დიახ, დასავლეთს აქვს რეფერენდუმი, და დეპუტატის გამოწვევის მექანიზმები, ის მექანიზმები, რომელიც შენ წაგართვა 30 წლის წინ სწორედ რუსულმა, ბოლშევიკურმა სისტემამ.
იმ სისტემამ დღესაც რომაა, და ემსახურება დასავლეთ მამაძაღლებსაც, რუსს მამაძაღლებსაც, და ქართველ მამაძაღლებსაც ერთდროულად. დიახ, რუსული სისტემა გაქვთ თაგვებო დღეს.
მან წაგვართვა ეს მექანიზმები და არც არასდროს დაგიბრუნებს თავისი ნებით. მით უფრო ვერ დავიბრუნებთ მხოლოდ მათზე ქაქანით.
ამ მექანიზმების დასაბრუნებლად ჯერ, დიდი ეროვნული პროექტების განხორციელება და მათი მეშვეობით ადამიანური და ფინანსური რესურსების შექმნაა საჭირო. მაგრამ ესეც არ კმარა, აქ შექმნილი ადამიანური რესურსიც არ კმარა, მექანიზმებს ვერ დავიბრუნებთ ევროპის გარეშე. დიახ, ევროპის გარეშე, თორე რუსი საკუთარ ხალხს უხნავს დედას, და შენ რას გიზამს?
მხოლოდ ევროპის მეშვეობით თუ დავიბრუნებთ ამ მექანიზმებს ადრე თუ გვიან, უფრო სწორედ, ევროპული ქვეყნების პროფკავშირული ორგანიზაციების დახმარებით, ევროპელი ანტიგლობალისტების მხარდაჭერით , მათი ლობით. ადამიანური და ფინანსური რესურსის შექმნის შემდეგ ჩვენ ასეთ ევროპულ ორგანიზაციებზე უნდა გავიდეთ.
იქ იციან თავიანთი უფლებები, აბა, რუსს როდის იყო ხმა ამოუღია ოდესმე მშიაო, ხელფასი მცირე მაქვსო, მძარცვავო და მკლავო.
ჩვენ გვჭირდება ეს მექანიზმები, და როცა ასეთი მექანიზმები გაქვს ხელში, აქციების ჩატარებაც არ დაგჭირდება, არ დაგჭირდება “ჯოს”, “ჯოს” ძახილი, და წინ და უკან სიარული.
გექნება რეფერენდუმი? შეაგდე რეფერენდუმზე ესა თუ ის თემა, და ყოველთვის მოუგებ ომს ყველაფერს იმ ცუდს, რასაც გატენის გინდა დასავლეთი და გინდა რუსეთი.
რა მიწების გაყიდვა, რა მიგრანტების შემოსევა, რა ელგბტ, რა მახინჯი განათლება, რა ჯადაცლა ჯანდაცვა, რა კოვიდტერორი, რა ვაქცინაცია, გაიტანე რეფერენდუმზე თემა, და მორჩა.
გექნება დეპუტატის გამოწვევის მექანიზმი? და აღარ მოგეწონება რომელიმე შენი ამორჩეული და გამოათრევ გარეთ.
ეს მექანიზმები უნდა გვქონდეს, უნდა!
და უნდა ვიცოდეთ , თუ ვინ დაგვეხმარება ამ მექანიზმების დაბრუნებაში და დამკვიდრებაში. სწორედ ამიტომაც არ უნდა არსებობდეს ვინმესთვის აქ არჩევანი – დასავლეთი, თუ რუსეთი.
დასკვნა ერთია.
რუსეთი არასოდეს არ მოგცემს აქ არანაირ უფლებებს!
და არ უნდა აქ ტრაკის ქნევა და არავითარი “მაგრამ” “ვიცი, რუსეთი ცუდია, ოკუპანტია” და იქვე რომ მიაყოლებთ, “მაგრამ დასავლეთი “. რუსეთუმეს რო დაგიძახებენ და რო გიტყდებათ რუსეთუმეებს, კარგია ეს, თაგვებო. ესე იგი, თქვენც კარგად ხვდებით, რა ნაბოზარი თაგვები ხართ, ჯანდაბას ეს დემოკრატიული მექანიზმებიც, როგორ უნდა იდგე რუსის მხარეზე, და მართლა რა ნაბოზარი უნდა იყო, არ გახსოვდეს რამდენი ქართული სისხლი აქვს რუსს აქ დაქცეული, ვინა ხართ, საიდან მოხვედით, რომელ კოლბაში იზრდებოდით, რომ არც აფხაზეთის ომი, და არც სამაჩაბლოს ომი არ შეგხებიათ, არც თქვენ, არც თქვენ ახლობლებს,? რა ჯანდაბა გჭირთ, ასჯერ ნახმარი ქალივით რო ხართ, იმის რომ ეშინია ასმეერთედ არ მიხმარონო, და ამის გამო ახვარს აპრავებს. თუ პირიქით, გინდათ კიდეც რომ გიხმარონ? თუ ვინმე ორ კაპიკს გადმოგიგდებთ, ხო? ფულზე გაყიდულები გასაგებია, მაგრამ ეს მათგან დაბოლილები, უფასოდ რომ ტუპიაკობთ. დადუმდით მაინც, საქმე არაფერი გაქვთ, ოჯახი არ გაქვთ, შვილები არ გყავთ? მიხედეთ, რას აბირჟავებთ სოცქსელებში. თუ სახლშიც კი არავინ გისმენთ, და სოცქსელში ვიღაც თქვენნაირი რამეს მაინც გეტყვით, არა? რაც ეხლა დავწერე, თუ ვინმემ საკუთარი თავი ამოიცანით რომელიმე სტრიქონში მაინც, – გაილალეთ ჩუმად.
თვალში კიდევ ერთხელ რომ არ მომხვდეთ, თუ არ გინდათ უკვე სახელი და გვარებით გამოგრეკოთ სათაგვეთიდან ჯერ აქ, ამ სივრცეში, ჯერ აქ რომ ვერ გამოყოთ თავი, და მერე კი გაზეთშიც რომ გამოგაფინოთ ფოტოებით, ს ბანტომ, ი ბეზ ბანტა. და იმ გაზეთში, რომლის ყველა ნომერი ეროვნულ ბიბლიოთეკაში რო ინახება და არქივდება, და არა მგონია გაგეხარდეთ ვინმეს, წლების მერე თქვენმა შვილიშვილებმა რომ წაიკითხონ თქვენი თაგვობა, გიცნონ, შერცხვეთ და თვალებში გაფურთხონ. მაგრამ თაგვისშვილიც თაგვი გაიზრდება, ვიცი.
ხო, ჩემო იმანო,
შენც კარგად იცნობ, ამ თაგვებს, შენ გვერდით რომ ცხოვრობენ, აქვე, კრილოვიჩების ქუჩაზე.
გაზეთი ” საადგილმამულო” #6
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა