
ეს ამბები კი გავიხსენე ერთხელ, დავდებ კიდევ, მაქვს მიზეზი.
სესერეკას სამშობლოდ ვინც ვერ აღიქვამდა, მისთვის
რუსის ჯარისგან თავის არიდების სამი გზა იყო, – ციხე, ან თეთრი ბილეთი, ან სამხედრო კათედრა, უნივერსიტეტში.
და რადგანაც ამ ამბებს ვყვები, ესე იგი, მაინც მომიწია მაშინ ჩექმებში ჩაჯდომა.
80-იანი წლებია.
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილში ვარ, და ნაწილი სავსეა აზერბაიჯანლებით.
ქართველები, და ჩრდილო კავკასიელები ცოტანი ვართ, და რუსები ხო საერთოდ თითზე ჩამოსათვლელი.
და ჩხუბია სულ,
პატარა მიზეზიც კი გრუპავუხაში გადადიოდა.
ორი და სამი ადამიანის ჩხუბს არ ვგულისხმობ, ოცდაათი და ორმოცდაათკაციან თავპირისმტვრევაშიც ვყოფილვარ.
ჩხუბი იყო ყველაფრით, ჯოხებით, ქვებით, არმატურის ნაჭრებით, ქამრებით, შტიკდანებით.
მკვლელობაც ხდებოდა.
იმ გაზაფხულზე ახალი პრიზივი ჩამოვიდა და ერთი ქართველიც ჩვენთან მოხვდა.
გაგვეხარდა ახლა, ერთით მეტი ხელის მომქნევის გამოჩენა, მაგრამ რომ ვენდოთ, შემოწმებაა მისი საჭირო და გამოჩნდა საშუალებაც.
ერთხელაც ჩვენი რუსი ჩმორი მოვარდა ჩვენთან, და აზერებმა “დამაპახავესო”..
ერთი პარადოქსიც მინდა აქვე დავაფიქსირო- ნახევარი მსოფლიოს დამპყრობელი რუსი ჯარისკაცი, შიგნით ჯარში, ყველა სხვა ეროვნებისგან დამცირებული, დაჩაგრული და უუფლებო იყო,
ნუ, ამ ფენომენზე სხვა დროს ვისაუბრებ, ახლა თემას გავყვები.
მოვარდა, ხო, რუსი და შემოგვჩივლა, და რომ გავატაროთ ახლა ეს ამბავი, წაგვართმევენ ყველა მუშას და გაუკეთებელი საქმისთვის გუბაზე, ანუ, კამერაში ჯდომა გრეხი იყო.
სამავოლკებზე, ლოთობაზე და ჩხუბებზე კი მოსული პონტი.
გავედით ასე ათიოდე კაცი, ის ახალმოსულიც წავიყვანეთ. აზერები ორჯერ მეტნი დაგვხდნენ, უკვე ხელზე ქამრებდახვეულები.
და აქ “გავწირეთ” ახალმოსული.
მოდით, მეთქი, ვამბობ , ერთიერთში, ჩვენგან და თქვენგან ვინმემ იჩხუბოს და გამარჯვებულ მხარეს დარჩეს ის რუსის ვანია, მეთქი.
აი, სად გამახსენდა ილიასეული ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილის ამბავი.
მოკლედ, გავუშვით ეს ჩვენი გლადიატორი და მეორე მხრიდანაც მისი შესაბამისი წონის მოვითხოვეთ და შევაგდეთ ტატამზე..
არ დაუზოგავს თავი საწყალს, იქნევდა ხელს და ფეხს რაც შეეძლო, მაგრამ ვატყობთ, რომ უჭირს უკვე და ძალიან რო გაუჭირდა, გადმოატრიალა თვალები და..
ე, ბიჭო, ოლიმპიადაა, თუ რა დედისხვნაა აქ, მომეშველეთ ცოტაო..
გადავეშვით ჩვენც.
ნუ, საბოლოოდ დაგვრჩა რუსი საპახაოდ, და ის კაი გულიანი ქართველი კიდე ძმად.
და რისი თქმა მინდა,
ჩვენ კაი, იქ იძულებით ვიყავით, სხვა გამოსავალი არ გვქონდა, და მართლა უნდა გამოგვეცადა გვერდით მდგომი.
მაგრამ აქ, ამ რეალობაში, წლებია ვუყურებ, საერო თემებზე პირს რომ იქაფავს ყველა, მხარდაჭერის გამოცხადებით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ერთეულ ადამიანებს რომ შეატოვებს ხელში ყველას გასაკეთებელს, ოლიმპიადაა დედამოხნული?
