You are currently viewing პარტიები პროცესებს უნდა ჩამოშორდნენ

პარტიები პროცესებს უნდა ჩამოშორდნენ

ორიოდე სიტყვა დურაკებზე და შემოგზავნილებზე.
.
უკვე ტროტუარზეც დგომისთვისაც ციხეში უშვებენო,
ისე შეიცხადეს პარტიულმა ტელევიზიებმა და პოლიტროჟებმა, თითქოს 100000-იან აქციებზე კილომეტრიან სუფრას მე ვშლიდი, და ხორუმის ცეკვასაც მე ვუკრავდი ტაშს რუსთაველზე.
ხო, კიდევ, მადამ ზურაბიშვილს რო პირადღებული უსმენდა, და მერე მსოფლიო ბან ბურჭულაძესაც, – ის ასიათასი კაციც თითქოს მე მივიყვანე რუსთაველზე.
ეგაა,
როცა ერთხელ, კი არა, რამდენჯერმე მოგეცა შანსი და არ გამოიყენე, და ახლა ასიოდე კაციც რომ არაა ქუჩაში, და გზაზეც კი ვერ გადადის, და ტროტუარზე დგომისთვისაც კი იჭერენ, და ეს გიკვირს – პოლიტიკოსი კი არა, ან დურაკი ხარ, ანდა შემოგზავნილი.
და საერთოდ, როცა ვერ ხვდები, რომ ქუჩის მრავალრიცხოვანი აქციებიც კი არ არის ამ ეტაპზე საჭირო, ისე შეიძლება სისტემური ცვლილებების დაწყებას მისცე ბიძგი, – მართლაც დურაკი ხარ, ანდა შემოგზავნილი.
დურაკი, ან შემოგზავნილია მაშინაც, როცა პოლიტროჟა ოპოზიციურ არხებზე აქტიურად განიხილავს ქოცის მიერ შემოგდებულ თემებს.
იქნება ეს ფასების კონტროლი, დებატები, თუ სხვა ასეთი რიჟა კატები, რეჟიმი რომ უკიდებს ჭერში მშიერ ცხვარს.
დიახ, დურაკია ან შემოგზავნილი, რადგან ამით ქოცის საქმეს აკეთებს.
რადგან პირველხარისხოვანი თემა – გაერთიანების- იფარება მეასეხარისხოვანი თემებზე ქაქანით.
დარწმუნებული ვარ, მენდელეევ-კლაპეირონის განტოლებაზეც რო დაიწყოს ლაპარაკი ქოცმა, ესენიც დაფასთან გავლენ და ცარცით წერას დაიწყებენ პირდაპირ ეთერში.
და საერთოდ, როგორც ქუჩის გადაკეტვის გამო ჯარიმების გადახდა იყო და არის რეჟიმის ლეგიტიმურობის აღიარება.,
და როგორც არჩევნებში მონაწილეობა იყო და არის რეჟიმის ლეგიტიმურობის აღიარება,
და როგორც ქოცთან ერთად პარლამენტში ყოფნა იყო და არის რეჟიმის ლეგიტიმურობის აღირება,
ასევე, ქოცთან ერთად სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაც რეჟიმის ლეგიტიმურობის აღიარება იქნება.
და პოლიტიკოსი ვინც ამ ყველაფერს ვერ ხვდება, ან ” არ ხვდება” დურაკია სწორედ, ან შემოგზავნილი.
მე პოლიტროჟების დვიჟენიების არ მიკვირს,
მე იმ 100 000 კაცის მიკვირს, ქუჩაში რომ გამოდის ხანდახან,
ხან ვის დაძახებაზე, და ხან ვის, – ხან საიუბილეო თარიღებზე, ხან კიდევ რაღაც სასწაულის იმედით, როცა არანაირი გეგმა, და არანაირი სტრატეგია არ არსებობს, რა უნდა გაკეთდეს და როგორ.
ილია რომ არა აქვთ წაკითხული, გასაგებია,
მაგრამ ნუთუ 30 წლის გამოცდილებამ ვერაფერი ასწავლათ?
და რა უნდა ვქნათ?
პარტიები პროცესებს უნდა ჩამოვაშოროთ.
თუ გვინდა, ოდესმე შედეგი დადგეს პარტიები საერთოდ უნდა ჩავხსნათ პროტესტიდანაც და პოლიტიკური პროცესიდანაც.
და როგორ?
არის ამ კითხვაზეც პასუხი.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა