
და დოი სად არის, დოი, – ეგ ჩვენი არ შემდგარი წეატრალნი რობესპიერი?
ჩამოვიდა ჩინეთიდან?- ეგ მართლა მუსკომედიანტი.
და რა ხდება?
ბანერის ჩამოხსნის გამო თეატრიდან წავიდა 8 მსახიობი.
რა თქმა უნდა , ჩემი სოლიდარობა და პატივისცემა პროტესტანტ მსახიობებს, – თუმცა ვთვლი, რომ ეს ერთი წლის წინ უნდა გაეკეთებინათ, და არა მხოლოდ ეს უნდა გაეკეთებინათ, და არა მხოლოდ რამდენიმე მსახიობს, და არა მხოლოდ ამ თეატრის მსახიობებს,
ასეთ აქტს აზრი ექნებოდა ერთი წლის წინ, როცა პროტესტის ტალღა პიკზე იყო, და ერთი წვეთიც ყოფნიდა წამლეკავ მდინარედ რომ გადაქცეულიყო.
დღეს უკვე სხვა რეალობაა, და თეატრის დატოვება არ არის გამოსავალი.
თორემ რაც ჩემს თაობას ცალ-ცალკე პროტესტით გვივლია ქუჩაში, შედეგი რომ ქონოდა, იქ კი არ იქნებოდა ქვეყანა სადაც ვართ.
და სხვისმა გამოცდილებამ რაიმე ხომ უნდა გვასწავლოს?
დიახ, – თეატრიდან წამოსვლაც კი არ იყო საჭირო, პროტესტის ამ ერთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც რომ გაფიცულიყო უკლებლივ ყველა სახელმწიფო თეატრი,
და მაშინ იქნებოდა სახეზე ქართული თეატრის საყოველთაო სოლიდარობა ანდრო ჭიჭინაძის და საერთოდ პოლიტპატიმრების მიმართ.
წარმოიდგინეთ ქალაქი და ქვეყანა სადაც სპექტაკლები არ ტარდება.- წარმოიდგინეთ?
დიახ, – ამ მიმართულებით უნდა ემუშავათ პროტესტანტებს.
მაგრამ არ მოხდა ასე.
უფრო უარესი მოხდა, – და ეს სიმართლე უნდა ითქვას,- თვითონ დოიაშვილმა, თეატრალური პროტესტის მამობის ამბიცია რომ ჰქონდა, ყველა თეატრის წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის შექმნისკენ კი არ მიმართა თავისი ძალისხმევა,
არამედ ყველაზე იოლი გზა აირჩია, – პერფომანსები,
და როცა ამ გზამ არ გაუმართლა, – რადგან არ ქონდა არც სამიზნე და არც ფორმა სწორად შერჩეული,- თვითონ უღალატა პროტესტს და ნაწყენი გაიქცა ჩინეთში, არ ამყვა ხალხიო.
გაიქცა, და ჩაკლა საერთოდ თეატრალების პროტესტიც.
თეატრალურ ამქარში ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა რომ არ არსებობს, კიდევ ერთხელ დადასტურდა ახლახან, როცა ბათუმის სახელმწიფო თეატრში მთელი სპექტაკლი დაბლოკეს პოლიტიკური მოტივით.
არც ამ შემთხვევაში, არც ერთ ქართულ სახელმწიფო თეატრს აზრადაც არ მოსვლია წინააღმდეგობის ამ ეფექტური გზისთვის – გაფიცვისთვის- მიემართა.
და რატომ?
ერთადერთი ახსნა აქვს ამას, და სიმართლე ჯერ კიდევ 100 წლის წინ ითქვა სანდრო ახმეტელის პირით,
“ქართული თეატრი არ არის ქართული”
და სანდრო ახმეტელმა კი იომა მთელი 10 წელი, რაღაც რომ შეეცვალა, და შეეწირა კიდეც ამ ომს,
მაგრამ შედეგად, ქართული თეატრი დღემდე არ არის ერთიანი, არ არის სისტემურ ძალადობასთან რეალური მებრძოლი, არ არის ეროვნული, –
ანუ, არ არის ქართული.
და დღეს, სხვადასხვა სცენაზე დადგმული შექსპირის და ბრეხტის პიესები არაფერს ნიშნავს, თუ სცენაზე ნანახმა მაყურებელი ქუჩაში ვერ გაიყვანა.
ანუ, არც რეჟისურა, და არც დრამატურგია არ იყო და არც დღეს არ არის ქართული.
ანუ, არც თეატრალური სკოლა და პედაგოგიკა არ არის ქართული.
დიახ, ქართული თეატრი არც იყო, და არც დღეს არ არის – ქართული!
და გამოსავალი სად არის?
არის ამ კითხვაზეც პასუხიც და მოქმედების გეგმაც,
1- სახელმწიფო თეატრებში მძლავრი დამოუკიდებელი პროფკავშირების ჩამოყალიბებაა აუცილებელი, -სოლიდარობაც რომ დაბრუნდეს, და წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტიც რომ შეიქმნას.
2- პარალელურად დამოუკიდებელი თეატრების ერთობლივი ძალისხმევით ახალი, დამოუკიდებელი თეატრალური სასწავლებელის დაარსებაც აუცილებელია..
დიახ, სწორედ დამოუკიდებელი კერძო თეატრების ერთიანი ძალისხმევით, და ერთიანი ჩართულობით, სრულიად ახალი მძლავრი თეატრალური სკოლის დაარსება, და ახალი თაობის რეჟისორების, დრამატურგების და მსახიობების აღზრდა, სწავლების სრულიად ახალი მეთოდიკით.
ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, – მთელი ერთი წელი დაიკარგა,
მაგრამ დღეს მაინც, ამ ორ თემაზე საუბარი, მაინც არის დასაწყები, რომ შემდეგ სიტყვიდან საქმეზე გადავიდეთ.
და იმ კითხვაზეც არის პასუხი, თუ როგორ უნდა მოვიძიოთ ამ ყველაფრისთვის ფინანსებიც, და ვიტყოდი ამასაც,
მაგრამ საქმეც ისაა, კითხვებზე პასუხებიც რომ აღარავის არ აინტერესებს.
.
სტატიიდან ” პროტესტი, სახელად “თეატრი”
გუჯა ბიძია.
.