
დაწყებული კი გვაქვს ეს პროცესიც, მაგრამ ძალიან ნელა მიდის წინ.
პროფკავშირებზეა საუბარი.
დამოუკიდებელ პროფკავშირებზე.
პარტიები, გრანტებს გამოკიდებული არასამთავრობოები, ათასგვარი გაურკვეველი და მხოლოდ ხმაურისთვის შექმნილი დაჯგუფებები მოკავშირედ არ გამოგვადგება.
დამოუკიდებელი პროფკავშირები კი, – ჩვენ მათთან ბევრი შეხების წერტილი გვაქვს.
როგორც ჩვენს, ასევე მათ ინტერესებშიცაა პასუხისმგებლობის და თვითორგანიზაციის უნარის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმების- სრულუფლებიანი რეფერენდუმის და არჩეულის უკან გამოწვევის წესის დაკანონება, ხალხზე მორგებული საარჩევნო და შრომითი კოდექსი და ბევრი რამ კიდევ.
რა თქმა უნდა კარგია მარტყოფის ველზე დასახლება და მისი მსგავსი დასახლებების დაარსება სხვადასხვა რეგიონებში დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსის შესაქმნელად, მაგრამ დამოუკიდებელი, სუფთა პროფკავშირების გარეშე სისტემური ცვლილებების დაწყება წარმოუდგენელია.
სადაც უკვე არის ასეთი პროფკავშირი , უნდა დავუკავშირდეთ, სადაც არაა – შესაქმნელია და ყველა მიმართულებით.
ერთი პროფესიის ადამიანების გაერთიანება ასჯერ უფრო მარტივია, ვიდრე ასი სხვადასხვა პროფესიის ადამიანის სათითაოდ გაერთიანება რაღაც იდეის გარშემო.
რაც არ უნდა ამაღლებული იყოს ეს იდეა, და რაც არ უნდა ქუდზე კაცი დაიძახო, არ იმუშავებს, ხალხს ვერ გააერთიანებ.
აუცილებელია დამოუკიდებელი პროფკავშირები ჯერ ცალკეული პროფესიების მიხედვით, და თავისი განყოფილებებით საქართველოს ყველა ქალაქში, და მერე მათი გაერთიანება ერთ სტრუქტურაში.
რომ იყოს ახლა ასეთი სტრუქტურა სულ ერთ თვეში დამთავრდებოდა ბევრი მავნებლობა და ბევრი მავნებელიც კიდევ.
.
გაზეთი ” საადგილმამულო”#7
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
