
თევზის მახსოვრობა აქვს ხალხს., – სამწამიანი.
ნუ, იმათ, ვინც ხელფასს იღებს ტუპიაკობაში არაფერი ეშველებათ, მაგრამ დანარჩენებს, ვინც უფასოდ იდიოტობს, იქნებ გავაგებინო რაიმე, და მოდი, მათივე ენაზე ვისაუბრებ.
გაიგებენ კარგია, თუ არა და როცა მათაც მიადგებიან მერე გაიგებენ.
თევზის მახსოვრობა აქვს ხო ხალხს, როგორ შეიძლება ენდო ნაცდამნაშავეების შემფარებელს, მომსულიერებელს, და ფარად ამფარებელს, როგორ უნდა ენდო საყდრისის ამფეთქებელს, კანაფის პლანტაციების გაშენების მსურველს, როგორ უნდა დაუჯერო ანტიდისკრიმინაციულის მიმღებს, კოვიდტერორისტს, რომ ახლა აკეთებენ შენთვის კარგს?
რაღაც გაიხსენეთ, რაღაც წაიკითხეთ, დასკვნები გააკეთეთ.
ხო, ქურდს რო კარგად მოუსმინო დღეში ასჯერ გატყდებაო, ნათქვამია
უსმენთ? კითხულობთ,? მერე?
აგე, რა გამოდის,
ამ ჩარუმჩათლახური კანონის მიხედვით, კანტორის თანამშრომელს ნებისმიერ დროს შეეძლება თქვენს კარებზე დაკაკუნება,
ჯერ დაკაკუნება, მერე წიხლით შემომტვრევა.
და ამისთვის საჭიროა, მხოლოდ ორი რამ.
ა)- ზემოდან უკაზი, ანდა კანტორის თანამშრომლის უბრალო ხოში, დილიხორი, თუ ამოჩემება, და მაყუთზე ჩალიჩის სურვილი ძველი გაიშნიკივით.
ბ)- სამინისტროში ვიღაც შალიკოსგან, სერგიასგან ან ლამარასგან შესული წერილობითი განცხადება, ანუ, ანონიმკა, დანოსი, “რომელიც შეიცავს მინიშნებას”, ანუ, ვინმეს დასმენას, ჩაშვებას, ჩაბოზებას, მიზეზით , თუ უმიზეზოდ.
და ერთ მიზეზიანზე, რომ ათას უმიზეზოს მიუსქელებენ და მიუძაღლებენ დილასაღამოს, ხვდებით, ხო?
ხო, აი, წამოუარა ვთქვათ, და იგივე შალიკოს, სეროჟას, თუ ლამარას, არ მოეწონა შენი მანქანა, ბინა და დაჩა კი არა, უბრალოდ გამოხედვა, ჩახველება, ან ჩაღიმება, ეწყინა, მაგრამ კი ვერაფერი გითხრა, ადგა და..
ადგა და გამოაცხო დანოსი,..და კიდევ, და კიდევ,
რაო? ოფისიც გაქვს?- დანოსი!
გაზეთი? საიტი? რადიო? ტელევიზია?
ტელევიზია, რა, თუნდაც იუტუბზე არხი? სულ ათიოდე გამომწერით?,
შენ გაქვს და შალიკოს არა? საიდან გაქვს? შალიკოზე მაგარი ხარ? წადი, შენი – დანოსი, დანოსი, დანოსი!
მისი რა მიდის, ორი წუთის საქმეა, შენ კი ჩაგიჯდება კანტორა და მოგიხნავენ ნერვს, თუნდაც სუფთა იყო და ბატკან აბრამიჩი.
და თუ არ ხარ ბაიყუში?
და თუ გაქვს თავმოყვარეობა, და არ გინდა გძარცვავდნენ არც შენ, არც შენს შვილს, არც ქვეყანას, და ფეისბუკიდან კი არ ქაქანებ რიჟად და უტრაკოდ, არამედ ქუჩაში ხარ და წვიმაში, და თოვაში და მზეში და ქარში დგახარ, დღეები, კვირეები და თვეები, და აპროტესტებ მიწების უცხოელებზე გადაცემას, წიაღისეულის ერთ ლარში გაჩუქებას, მუზეუმების ძარცვას, გელათის ჩამორეცხვას, გარეჯის და ხუჯაბის გაყიდვას, საოკუპაციო ხაზიდან ხალხის გატაცებას, სვანეთის, რაჭალეჩხუმის, რიონის ხეობის რუსზე, თურქზე, თუ ამერიკელზე გაყიდვას და ჰესებით ჩაძირვას, უსამართლო სასამართლოს, მახინჯ და მკვლელ ჯანდაცვას, უვარგის თავდაცვას, და მავნე კანონებს, რეფერენდუმის წართმევას, ნარკოლიბერალიზაციას, და ანტიდისკრიმინაციულს, კოვიდფაშიზმს, უხელფასო სამსახურს, ყაჩაღ ბანკებს, და ემიგრაციაში იძულებით ხალხის გარეკვას, პოლიტნაგვების მამაძაღლობას, უუფლებობას, და კიდევ ათას მაიმუნობას და საერთოდ, ყველანაირად უჩმახებდი ადრეც, წინა ჩათლახების დროსაც, და უჩმახებ ახლაც ახალი გოთვერნების დროსაც, თესლი შევარდნაძის მიერ დატოვებულ ბოლშევიკურ, ნაცქოცურ სისტემას სიტყვითაც და საქმითაც, აქციებით, და ამბებით, რადგან არ გასვენებს ნამუსი და არ გაჩერებს გამჩენიც, მაშინ?
მაშინ შემოწმებებით რომ ვერაფერს გიპოვნიან, უცხოეთიდან, ვიღაც უცნობი ჯონისგან, ახმედისგან თუ ვანიასგან, შენს ანგარიშზე, ბაც, მოულოდნელად, და იმდენი ჩარიცხვაც არ გაგიკვირდეს, შემოსავალის 20% -ს რო სუულ ცოტათი გადაგიჭარბებს..
არც უნდა უცხოელი, საკმარისია იმ ქართველმა ჩაგირიცხოს, ვისაც ჯონი, ახმედი, ან ვანია ურიცხავს, დავუშვათ, სოროსის ფონდისგან ფულის ამღებმა ენჯეოშნიკმა, ანდა გორჩაკოვის ფონდის მაყუთზე მომჯდარმა მასტმა.
დიახ, დიახ, ამასაც გულისხმობს კანონი, წაიკითხეთ ეს დედამოხნული, ყველაფერს მე ხო არ დაგიხსნით აქ.
ხო, შემოსავალი იქნებ სულაც 500 ლარიც არ გაქვს, ერთჯერად 50 დოლარს, ან მის ექვივალენტ რუბლს კი გაიმეტებენ შენს გასაფუჭებლად, აგენტის სახელსაც აგარტყამენ, და თუ ატკაზნოიზე დადგები, 25000 ლარიან ჯარიმასაც აგაწებებენ ერთხელ, მეორედ, მესამედ, და არ გადაიხდი?
მაშინ ჰაბარდა, სროკი, შკონკა და ბალანდა.
შენ ხო, შენ, ყველა დროის ხელისუფლებისთვის, და ყველა ნაგავისთვის რომ იყავი მაზოლი, შენ, სწორედ, თორე სოროსის , რუსეთის, თუ თურქეთის მიერ დაფინანსებულ სასტავებიდან, და მართლა აგენტებიდან ვინმე მაინც, ერთი მაინც ამ 30 წლის განმავლობაში დაიჭირეს?
არა, რა,
დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთხელაც დროის მანქანას გამოიგონებდნენ,
და აჰა, მომილოცავს, ყველა ხელისბიჭი და შესტიორკისთვის, ჩმორისთვის, და ბოღმის ბუკეტისთვის 1937 წელში დაბრუნება.
დაეწყვეთ სიმაღლისდამიხედვით და პირველიმეორეზე გაითვალეთ.
მოგიკითხავთ დედებს..
დაიცა, ერთი პესენკაც, და ნაბიჯით იარ!
რასცველა ვ ტიფლისი ალიჩა,
ნე დლია ჩესტნავა ფრაერიჩა,
ა, დლია ლავრენტია პალიჩა,
ი დლია სუჩარ ს პიდარიჩემ.
აი, სულ ეგ არი, რაც აგენტების მიერ დაწერილი აგენტების კანონის შესახებ უნდა იცოდეთ.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
