You are currently viewing რას “გვენამიოკებიან” ?

რას “გვენამიოკებიან” ?

ხალხს კი აღარ ახსოვს, სამაგიეროდ ბანკებს გაახსენდათ 8 ნოემბერი, და ეს ფოტო გამოაფინეს,
მაგრამ არა ილიას დაბადების დღის აღსანიშნავად,-
სხვა ჩანაფიქრი ქონდა ბანკკლასტერს.
დიახ, ეს სწორედ ის დაწესებულებაა, საადგილმამულო ბანკი, რომლის წყალობით ხორციელდებოდა ეროვნული პროექტები 150 წლის წინ,
მაგრამ მაშინ ილია იყო, და სხვანაირი ქართველობა.
და დღევანდელი სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილები და მათი ბანკები რას გვენამიოკებიან ?
ილიას საქმის მემკვიდრეები ვართო?
აბა, კითხეთ იმათ, ვინც კი სესხით დაახრჩვეთ და დააყაჩაღეთ, რა ქუნემბერანეს გიტრიალებენ დილასაღამოს.
და იმ კითხვის არ იყოს, ოპოზიციებს რო არიგებდნენ ჩვენ ვის პრახოდში ვიყავითო,
აქაც, ერთი ნორმალური სახალხო ბანკი რომ არ არსებობს, მიტომაც მოგვიმრავლდით წურბელები.
გვჭირდება, მართლაც რომ ჰაერივით გვჭირდება სწორედ აი, ასეთი დაწესებულება, სადაც ფულისტრიალის წესი და რიგი ხალხისკენ იქნება მიმართული.
არაფერია შეუძლებელი,
არის კიდეც სქემა, თუ როგორ უნდა დაარსდეს, და ამუშავდეს პრაქტიკულადაც, მართლაც სახალხო, საადგილმამულო ბანკი,
ისეთი სახალხო ბანკი, საერთოდ რომ ამოატრიალებს დღევანდელ საბანკო მაფიას და უსაქმოდ დატოვებს.
მაგრამ ჯერ არ ღირს ამ სქემაზე საუბარი,
რადგან იმ ხალხს ვერ ვხედავ ჯერ, ხეზე ცოცვა რომ უნდა ასწავლო.
მივალთ ერთხელაც, მაქამდეც.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა