You are currently viewing რატომ?

რატომ?

2017 წელს, სექტემბერში, პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებებს ამტკიცებდა.
თითქმის არ დარჩენილა თბილისში ორგანიზაცია, თუ მოძრაობა, რომ არ მიმემართა მათთვის, მეთქი, ხალხო, გასაპროტესტებელია თემა, ტუალეტის ქაღალდად გადააქციეს მეთქი, კონსტიტუცია.
რეაქცია? – ნული.
დროც არ იყო მეტი, ქუთაისში გადავრეკე მერე,
Ioseb Shatirishvili და ბიჭებთან, ნაცნობთან, თუ უცნობთან, ასეა საქმე, მეთქი.
ჩავედი, იმდენი შესახელებული ხალხიდან, მხოლოდ ხუთიოდე ადამიანი დამხვდა იქაც.
ჯანდაბას, მეთქი, სოსოია, რაღაცას მოვიფიქრებთ, მეთქი.
ხანდახან ხუთკაციან პოლიტიკურ პერფომანს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ათიათასიან აქციას.
ნასესხები ფულით ვიყიდეთ სასახლე, ეს ხო, რასაც ხედავთ, ცარცი კი გვათხოვეს იქვე, ცეხში, და წარწერაც გავუკეთეთ და გავედით.
არც ვიცოდით, მაშინ, ნაცებს ჰქონიათ თურმე იმ დღეს აქცია, სულ სხვა თემაზე, და ხუთასამდე კაცი იდგა პარლამენტის წინ.
სოსოიამ, ახლა, ამ წარწერის გამო რამე იმნაირი რომ გვითხრან ბიჯო, ხო შემომაკვდა ვიღაც ხელშიო.
მეთქი, რაც იქნება – იქნება, მართლები ვართ, წავედით.
არც გაუღია არავის ხმა, გაგვატარეს მდუმარედ, იდგნენ და გვიყურებდნენ.
6 წელი გავიდა მის მერე,
და რატომ გამახსენდა ეგ ამბავი ახლა?
იცით, რატომ გაგვიყიდეს რიონის ხეობა?,
რატომ გიძირავენ სვანეთს და რაჭასაც წყალში? რატომ წაგართვეს დავითგარეჯი? საერთოდ რატომ არ ახსენებენ აფხაზეთს და სამაჩაბლოს?
რატომ გაქვთ ასეთი სასამართლო, ჯანდაცვა და განათლება? რატომ გძარცვავენ ბანკები, და რატომ ხართ მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველის სტატუსით, ანუ ოფიციალური მათხოვარი, და 2 მილიონამდე ადამიანი კი ემიგრაციაში?
რატომ გამოგვატარეს კოვიდფაშიზმი?
რატომ ამუშავებენ მონებივით მაღაროელებს?
რატომ გააჯეჯილეს ლგბტე, რატომ ჩამოდის წყალი გელათში და რეცხავს ფრესკებს, და რატომ გამოგისახეს პრეზერვატივზე თამარ მეფე..
იმიტომ, რომ პარლამენტში მყოფ 150 მედროვეს და იდიოტს აქვს უფლება კანონების მიღების და გაუქმების, და 3,5 მილიონ ამომრჩეველს – არა.
არა გაქვს რეფერენდუმის უფლება, და არა გაქვს, იმ დედააფეთქებული პარლამენტარის უკან გამოწვევის უფლება, ვინც ღებულობს ნაგავ კანონებს, და გიძაღლებს ცხოვრებას.
დიახ, აი, შენ, ვინც ახლა ამას კითხულობ, ეს ყველაფერი მიტომ გჭირს, რომ, ჯერ 1995 წელს შევარდნაძის კონსტიტუციით წაგართვეს , და მერე კი 2017 წლის 26 სექტემბერს პარლამენტმა კონსტიტუციის ახალი რედაქციით საბოლოოდ დაგისამარა დემოკრატია, და ეს ამბავი ჩუმად გაატარა ცაფირუზხმელეთზურმუხტოვანმა.
არ ვითხოვთ მთავარ მოსათხოვს,
რადგან ყველა ჩვენთაგანი საკუთარ “მიცვალებულს”, ანუ, საკუთარ პრობლემას დავტირით ცალცალკე და ის არ გვახსოვს, 30 წელია, ეს გაუსვენებელი მკვდარი – სისტემა, რომ გვიწევს ზალაში..
და რა არის გამოსავალი,?
არის ამ კითხვაზეც პასუხი, ვწერთ, ვამბობთ, ვაქვეყნებთ,
მაგრამ ცოტა თუ კითხულობს, და უფრო ცოტა აკეთებს გასაკეთებელს,
დანარჩენები კი, მიუხედავად იმისა, რომ იციან, ყველას ერთიანად დარხეული რომ აქვს, ელოდებიან, როდის დაერხევათ ყველას სათითაოდ, და თითოეულ მათგანს იმედი აქვს, რომ ის, სწორედ ისაა, ის ბედნიერი, ყველაზე ბოლოს რო მოაკითხავენ.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” # 7
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა