
ევროპაში დემოკრატია არ არისო, – გუშინ განაცხადა ქოცმა.
ეს იმ ევროპაზე თქვა, სადაც ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი, რეფერენდუმზე რომ გააქვთ,
იმ ევროპაზე თქვა, სადაც არჩეულის ვადამდე უკან გამოწვევის მექანიზმი 100 წელიწადია კონსტიტუციით რომ არის გაწერილი,
სადაც ლუსტრაციის და ანტიოლიგარქიული კანონი მოქმედებს,
იმ ევროპაზე თქვა, სადაც პოლიციელებიც კი გაფიცვებს აწყობენ ხელფასის მომატების გამო,
იმ ევროპაზე თქვა, სადაც შრომისუნარიანი მოსახლეობის 90% პროფკავშირებში არის გაერთიანებული.
პროფკავშირებში, რომლებმაც შექმნეს სწორედ ევროპული დემოკრატია, და ევროპული კეთილდღეობა.
მაგრამ ესეც არაფერი,
მთავარი სულ სხვა რამეა იქ,
რომლის გამოც არ უნდა ქოცს ევროპა.
და რომლის შიშის გამოც მივყავართ რუსეთისკენ, და სურთ, ქვეყანა ერთი კაცის ბოსტანს დაამსგავსონ.
ევროპაში აი, ამის უფლება გაქვს,
აქ, – არა,
იქ, ეს, შენი მოვალეობაცაა, – აქ, დანაშაული.
დიახ, ისლანდიის პარლამენტის წინ გადაპობილი ქვაა, რომელიც ისლანდიის 2010 წლის მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგ დადგეს, და რომელზეც წარწერაა.
” თუკი ხელისუფლება ადამიანის უფლებებს არღვევს, მაშინ აჯანყება მოქალაქეების წმინდათაწმინდა უფლება და მოვალეობაა”
2017 წლიდან ვდებ პერიოდულად ინფორმაციას ისლანდიის ამ მშვიდობიანი რევოლუციის შესახებ, პროფკავშირებმა რომ განახორციელეს.
დეტალურად გაწერილი გეგმით, და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ სისტემური ცვლილებებამდე,
მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევით, მშვიდობიანი მრავალრიცხოვანი აქციებით, დროებითი ტექნიკური მთავრობით, და სოცქსელებით ხალხის აზრის გამოკითხვით მთლიანად შეცვალეს კონსტიტუციაც, და სისტემაც.
მაგრამ საქართველოში მუდამ სხვისი ხელით რომ სურთ საქმის კეთება, და მუდამ პარტიულ მესიებს და ბელადებს რომ ელოდებიან, და უმრავლესობამაც რომ ფილოსოფოსობა გაიხადა ხელობად, და მეასეხარისხოვან თემებზე პირის აქაფება, მიტომაც ვერასოდეს ვერ დავინახავთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ ასეთივე ქვას, და ასეთივე წარწერით.
ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი,
როცა თეიმურაზ ხევისთავები 30 წლის განმავლობაში ვერ ახერხებენ და არც იციან, როგორ აიღონ მშვიდობიანად, ყოველგვარი არეულობის გარეშე, ხელში ძალაუფლება, რომელსაც ქუჩის პროტესტი აძლევს, მაშინ ამას ჯაყოები აკეთებენ.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)