
რატომ დაიწყო რუსეთმა და ამერიკამ უკრაინაში ომი?
და რატომ ეშინია უკრაინის გამარჯვების ამერიკასაც და რუსეთსაც?
2014 წლის დასაწყისში, როცა სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა რუსმა სპეცნაზელებმა ქალაქის საბჭოს წინ მოედანი დაიკავეს და ბარიკადები ააგეს, დონეცკში ვიყავი.
ჩემს თვალწინ დაიწყო ის ყველაფერი, რაც მერე დიდ ომში გადაიზარდა,
და მის მერეც, მთელი 8 წლის კავშირი უკრაინასთან მაძლევდა საშუალებას თვალი მედევნებინა პროცესებისთვის, და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინაში ომი ამერიკის და რუსეთის ერთობლივი გეგმის ნაწილია,
დავაზუსტებ, არა ევროპის, – არამედ ამერიკა და რუსეთის ერთობლივი გეგმა.
და უკრაინა ჯერ კიდევ 2014 წელს გაინაწილეს, და ის, რაც 2022 წლის შემდეგაც ხდებოდა რუსეთ-ამერიკის სპეცსამსახურების შეთანხმებით ხდებოდა ისიც.
და ის, რასაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია დღეს აკეთებს, ძველის გაგრძელებაა, და იმიტომ, რომ ამერიკასაც და რუსეთსაც ეშინოდათ, და ეშინიათ ახლაც..
და ეშინიათ მით უმეტეს მის მერე, რაც უკრაინამ ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა და კურსკის ოლქის ნაწილი დაიკავა, და ამერიკისთვისაც მოულოდნელად.
მაგრამ გავყვეთ თანმიმდევრულად.
რატომ დაიწყო ომი?
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა,
არანაირი რუსოფობია იმ პერიოდში დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქებში,- არ იყო.
არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო.
80% რუსი ცხოვრობდა ამ რეგიონებში,
ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე რუსი იჯდა, ყველა მსხვილი ბიზნესი რუსის ხელში იყო,
სახელმწიფო ენა უკრაინულთან ერთად რუსული, სწავლება სკოლაში და უნივერსიტეტებში რუსულენოვანი.
რუსეთს არა მხოლოდ ამ ოლქებში, სრულიად უკრაინაში სულ თავისუფლად შეეძლო ნებისმიერი არჩევნები მოეგო და რუსული პოლიტიკა ეტარებინა, ისე, როგორც იანუკოვიჩის დროს.
შეეძლო მოესყიდა პარტიები, პოლიტიკოსები და თავის ჭკუაზე ემართა უკრაინული პარლამენტი.
გაზსადენითაც ათასი წელი შეეძლო ეწველა ევროპა, და ევროპის ეკონომიკაც, და შესაბამისად მსოფლიოც.
ვიმეორებ, რუსეთს შეეძლო ათასჯერ იმაზე ნაკლები დანახარჯებით, რასაც ახლა ის ყოველდღიურად ომში ხარჯავს, შეეძლო უკრაინა ემართა.
მაგრამ 2014 წლიდან 8 წლის შემდეგ რუსეთმა მაინც სრულმასშტაბიანი ომის გზა აირჩია, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინა უკვე მაშინ გაინაწილეს, და ამერიკამ ყირიმის მიტაცებაზე გაჩუმებით დიდი ომისკენ წააქეზა.
და არა მხოლოდ იმიტომ, რომ როცა ქვეყანაში კრიზისია მართველი ძალა ყოველთვის იწყებს ომს, მოსახლეობის ყურადღება რომ სხვა რამეზე გადაიტანოს.
არა, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამიტომ.
სხვა რამ იყო აქ მთავარი.
დიდი ომის დაწყებამდე, 2021 წლის შემოდგომაზე, უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი ოლიგარქების შესახებ.
რომლის მიხედვით, ოლიგარქებს, ანუ, ფულის ტომრებს ეკრძალებოდათ პარტიების და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება.
ეს ნიშნავს, რომ მინიმუმამდე დავიდოდა ამომრჩეველის მოსყიდვის შანსი, და შესაბამისად ოლიგარქების პარლამენტში მოხვედრის შანსიც, და საერთოდ, არჩევნების გაყალბების შანსიც.
ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში პროფესიონალები და ქვეყნის გულშემატკივრები მოხვდებოდნენ, და არა ვიგოდნიკები.
არ იცის ბევრმა და უკრაინაში ომამდე ანტიმონოპოლიური კანონიც მუშაობდა, მსხვილ ბიზნესს რომ აკონტროლებს,
არ იცის ბევრმა ისიც, რომ ლუსტრაციის კანონიც მზადდებოდა პარლამენტში გასატანად.
მზადდებოდა კანონიც, რომელიც კანდიდატის და ამომრჩევლის შორის ხელშეკრულების დადებას ითვალისწინებს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში დეპუტატის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
ხოლო კანონი, რომლის მიხედვით დეპუტატებს საპარლამენტო იმუნიტეტი გაუუქმდათ, უკვე 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა.
მზადდებოდა კანონი პროფკავშირებზეც, რომლის შემდეგ საერთოდ შესუსტდებოდა პარტიების როლი პოლიტიკაში.
ეს ყველაფერი ზელენსკის მოსვლით დაიწყო, მისი მოსვლით დაიწყო ეს გარდაქმნები.
და გესმით, ეს ყველაფერი რას ნიშნავს?
ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის გარეთ ძალებს ამ ქვეყანაში დასაყრდენი პოლიტნაგვობა აღარ ეყოლებოდათ.
და გამოდის, რომ რუსეთს დასაყრდენი ეცლებოდა, რადგან მთელი ძველი საბჭოური სისტემა ინგრეოდა, ხო?
და არა მხოლოდ საბჭოური,
მსოფლიო მამების გეგმებიც იშლებოდა ხუხულასავით, რადგან გლობალიზმის მედროშე ამერიკა ვერ გუობს ეროვნულობას, არც იცის მულტიკულტურიზმით ათქვეფილმა ამერიკამ რა არის ეროვნულობა,
ამერიკა და რუსეთი, ორივე მტერია ეროვნულობის, რადგან ეროვნულობა დამოუკიდებლობაა.
უკრაინა კი სუფთა ეროვნული გზით მიდიოდა.
სწორედ ამიტომ დაიწყო ომი.
სწორედ ამიტომაც ეომება უკრაინას რუსეთიც, და სწორედ ამიტომაც გაწირა ამერიკამაც უკრაინა, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის დასუსტება სურს, და მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება.
უკრაინა იმიტომ გაწირა ორივე მხარემ, რომ ამ ქვეყანას სისტემური გარდაქმნებისთვის არ ეცალოს.
ამერიკასაც და რუსეთსაც ამ შემთხვევაშიც ერთი ინტერესი ქონდათ და აქვთ.
პოლიტიკურ გავლენას კარგავდნენ ამ ქვეყანაში.
ამიტომაც დაიწყო ომის ახალი ფაზა 2022 წელს და რა თქმა უნდა დღეს დემოკრატიისთვის უკრაინაში აღარავის სცალია.
უკრაინას ომი არ დაუწყია.
უკრაინა იძულებული გახადეს ეომა და უკრაინა ომობს,
და ომობს ღირსეულად!
და უკრაინამ ამ განმავლობაში დაამტკიცა, რომ როცა ერთსულოვნება არის პატარა ქვეყანასაც კი შეუძლია მასზე 30 -ჯერ დიდ ქვეყანას გაუმკლავდეს.
ამის ეშინია ამერიკასაც და რუსეთსაც, უკრაინის გამარჯვების ეშინიათ,
ამიტომაც არ აძლევდა ბაიდენის ადმინისტრაცია სრულმასშტაბიან დახმარებას უკრაინას, ხოლო უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლამ, და კურსკის ოლქის დიდი ნაწილის დაკავებამ საერთოდ შოკში ჩააგდო ამერიკა და მსოფლიო მამები.
ამაზე რეაქციაა, დღეს, ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებები, რომ უკრაინა ტერიტორიების დაკარგვას უნდა შეურიგდეს,
რა სისულელეა,
გასაბჭოებამდე ჯერ გერმანელებს ეომებოდნენ უკრაინელები, გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებს, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებსაც და რუსებსაც , ომის დამთავრების შემდეგ კიდევ 7 წელი ისევ რუსებს, და ისევ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის.
ომობდნენ მერეც, 2014 წლიდან, მთელი 8 წელი, დიდი ომის დაწყებამდე, როცა დონბასის და ლუგანსკის ოლქები უკვე ოკუპირებული ქონდა რუსეთს, მაგრამ უკრაინა ომობდა,
ომობდა და იომებს ახლაც, რაც არ უნდა ახალი “მოლოტოვ- რიბენტროპის პაქტი” შეადგინოს ამერიკამ და რუსეთმა.
თუნდაც ზელენსკი მოკლან, ან შეცვალონ, უკრაინა მაინც იომებს.
უკრაინა თავისუფლებისთვის ომს შეჩვეულია, და მას ვერ გააჩერებ, და ბოლომდე იომებს სრულ დამოუკიდებლობამდე.
ამის ეშინიათ, და ამიტომ სურთ უკრაინა მოთოკონ,
ამის ეშინია ყველა დიქტატორს, და ყველა ავტოკრატიულ რეჟიმს.
რადგან უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ცენტრში ახალი, დიდი, მძლავრი, და მართლაც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ეროვნული სახელმწიფო დაიბადება.
ახალი ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშე გაჩნდება, და ეს თავისტკივილი იქნება ამერიკისთვისაც, რუსეთისთვისაც, და მსოფლიო გლობალიზმისთვისაც.
ამის ეშინიათ, და უნდა ეშინოდეთ სწორედ, რადგანაც საბოლოოდ მაინც ასე მოხდება.
უკრაინა ომობს და უკვე დაამტკიცა, რომ ღირსია იყოს ნამდვილად თავისუფალი და იქნება კიდეც თავისუფალი!
მიდი, ბებერო!
შენი გამარჯვება, ჩემი გამარჯვებაცაა.
ვსე ბუძე დობრე, უკრაინა!
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
