You are currently viewing რატომ?

რატომ?

მე აღარც ვიცი ადამიანის გვარსახელით როგორ უნდა მოიხსენიო ეს არსება, იმის შემდეგ რაც ანწუხელიძეზე თქვა, – უაზროდ მოკვდაო..
ანუ, არ უნდა ეომაო, – ამას ნიშნავს ეს სიტყვები.
რატომ ომობდნენ იუნკრებიც, ვერ დარჩნენ სახლში?
მარო მაყაშვილიც რას შეაკვდა რუსებს,
ქაქუცა ჩოლოყაშვილსაც რა ჯანდაბა უნდოდა, რისთვის აჯანყდა,
მიხა ხელაშვილსაც რა ეომებოდა?
აფხაზეთის ომშიც რატომ წავიდნენ ბიჭები?
გამსახურდიას პიარს შეეწირნენ, შევარდნაძის, თუ ჯაბა იოსელიანის?
შარტავამ რატომ უპასუხა რუსებს, დანებებაზე – არასოდესო,?
სამშვიდობოს გამოსული გენო ადამია რატომ შებრუნდა გადამწვარ სოხუმში?
ზურა იარაჯულიც რა უაზროდ დაიღუპა სადღაც ტყეში, არა,?
და საერთოდ, 9 აპრილსაც რა უაზროდ შეაკლეს რუსებს თავი, ხო?
ანდა გამსახურდიამ და კოსტავამ რა წამოიწყეს ეს ეროვნული მოძრაობა, რა უნდოდათ, რა აწრიალებდათ, – ხომ იქნებოდნენ ახლაც ცოცხლები, ისინიც და სხვებიც, ვინც დამოუკიდებლობას შეეწირნენ?
საქართველოს მთელი ისტორია, ომების ისტორიაა, და რა უაზრობა ყოფილა ეს ჩვენი ისტორია, არა?
ამის თქმა უნდა, ამის, ხო..
არ ვიცი მართლა, რა უნდა უპასუხო ამ არსების სიტყვებს.
ეს არსებაც არ არის, ამას სქესიც არა აქვს.
ხომ კარგად იცის თვითონაც, რომ ჩვენ არ დაგვიწყია არც ერთი ომი,
რუსი იწყებდა ყოველთვის,
300 წელია ომში ვართ,
და, რა, ? თავი არ უნდა დავიცვათ?
მართლაც რა უნდა, რისთვის და ვისთვის აკეთებს ამას,
ვერ გაჩუმდება საერთოდ?
თუ უბრალოდ ბუნებით არის ასეთი, და ვეღარ მალავს უკვე?
ხო, რა, ნათქვამიცაა,
დადექი და დაელოდე, როცა მდინარე მტრის გვამს ჩამოატარებსო,
ეს აქამდეც გვამი იყო, მაგრამ ამ სიტყვების მერე საერთოდ დალპა.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა