You are currently viewing რატომ?

რატომ?

ვიღაც იტყვის ახლა, რას პაკაზუხობსო.
ვერ გაიგებენ, და ვერც აუხსნი, თუ რატომ კითხულობს სტუდენტი წიგნს, რუსთაველზე.
როგორც იმას ვერ გაიგებენ, რატომ ადის პატრულის მანქანაზე ქალი, და რატომ ზის მწერალი შუა ქუჩაში მარტო.
და დარწმუნებული ვარ, ერთხელაც აი, ესეც, წიგნით ხელში, მარტოდმარტო დადგება გზის გადასაკეტად.
და რა თქმა უნდა, ამაღელვებელია ასეთი რამეები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი.
არ შეიძლება ასეთი გამორჩეული ადამიანების გაწირვა, მხოლოდ გზისთვის,
არ შეიძლება, მხოლოდ რუსთაველის გადაკეტვა გავიხადოთ თვითმიზნად.
ყველაზე მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს ვკარგავთ ამით, და უშედეგოდ.
ანუ, რა გამოდის,
პარლამენტთან ხშირად დგას საკმარისი ხალხი გზა რომ გადაიკეტოს,
მაგრამ გზაზე გადადიან ერთეულები მაგალითის მისაცემად, – დანარჩენი მასა არ გადადის გასაგები მიზეზის გამო, სანამ ხალხის რაოდენობა ძალიან არ გაიზრდება.
იმ ერთეულებს, რა თქმა უნდა, აპატიმრებენ.
გზის გადაკეტვაზე 15 დღეა, განმეორებითზე – ერთი წელი.
და კი შეიძლება 15 დღით ჩაჯდე ციხეში, მაგრამ 1 წლით ციხეზე წასვლას არავის გარისკავს.
შესაბამისად, ყველაზე აქტიური ნაწილი ადამიანებისა აკლდება პროტესტს, და ძალიან დიდი ხნით.
და მხოლოდ გზის გადაკეტვის გამო?
გასაგებია მათი ქმედება, სხვანაირად არ შეუძლიათ, და მაღალი ზნეობრიობა უბიძგებს დაუმორჩილებლობის მაგალითი მისცენ სხვებს, მაგრამ მხოლოდ გზის გამო ასეთი გამორჩეული ხალხის განეიტრალება დიდ შეცდომად მიმაჩნია.
რადგან ასეთი ადამიანების ერთობას, უფრო დიდი ამოცანების გადაჭრა შეუძლიათ, ვიდრე უბრალოდ გზის გადაკეტვაა, და რესურსი იკარგება.
სწორედ ამიტომ,
პოლიტიკოსები და პარტიები უნდა ჩამოვაშოროთ პროტესტს, და უნდა შეიქმნას პროტესტის მართვის ახალი პოლიტიკური ცენტრი,
თორემ 100 000 კაციც გვინახავს რუსთაველზე, და რამდენჯერმე, და ისევ უშედეგოდ.
და საქამდე უნდა გაგრძელდეს ასე?
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რეჟიმმა უკან რომ დაიხიოს, სრულიად ახალი პოლიტიკური ცენტრი უნდა შეიქმნას,
1-უპარტიო მარშების ორგანიზატორების,
2- დამოუკიდებელი პროფკავშირების ხელმძღვანელების,
3- პოლიტპატიმრების ოჯახების წევრების,
4- და იმ სამღვდელოების წარმომადგენლების მონაწილეობით, ვინც სიმართლის მხარეზე დგას.
ძნელია ამ ხალხის ერთმანეთთან დაკავშირება და თავმოყრა?
რომ მერე ერთიანი სამოქმედო გეგმა დაიდოს?
და თუნდაც მხოლოდ გზის გადაკეტვა იყოს მიზანი,
ვინც ახლა ჩამოვთვალე, ამათ მინიმუმ, 2000 კაცის გამოყვანა შეეძლებათ ყოველდღე.
და მეტი არ უნდა რუსთაველის გადაკეტვასაც.
და აღარ დააპატიმრებენ ხალხს მხოლოდ გზის გამო, და არ დავკარგავთ პროტესტის ყველაზე აქტიურ ადამიანებს, რადგან ვიმეორებ.
ამ ხალხს ერთად უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ, გაცილებით მეტის , და ასეთი ადამიანების გაწირვა მხოლოდ გზის გამო დაუშვებელია.
ძნელი გასაგებია, რასაც ვამბობ?
რატომ უნდა წავიდეს აი, ეს, ციხეში ჯერ 15 დღით, და მერე ერთი წლით იმის გამო, რომ ვიღაცეებს პროტესტიდან ერთად დაჯდომა და ერთმანეთის მოსმენა არ სურთ?
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)

 

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა