You are currently viewing რაც დღეს ხდება

რაც დღეს ხდება

თუთაშხიასი არ იყოს, რაც ახლა ხდება, ერთი სასტავის მოფიქრებული მგონია მეც.
არა, საქოცეთის არა, მაგის მომხოდავები ესენი არ არიან, არც სანაცეთი, და არც სხვა ვინმე აქაური.
ამის მომფიქრებლები აშკარად ქვეყნის გარეთ სხედან,
აი, ის სასტავი, ვინც ალაგებს სიტუაციებს ამ რეგიონში.
მსოფლიო მიდის ავტორიტარიზმისკენ.
და მსოფლიო მამებს აწყობს, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა იყოს ერთი კაცი, ვისაც მოთხოვენ პასუხს.
იყოს ერთი და არა 150 თავისტკივილი, და მით უმეტეს, 3 მილიონი.
პრინციპში 30 წელი ისედაც ასე ვცხოვრობთ, ერთ კაცზე მორგებული სისტემით, მაგრამ გლობალიზმს ეს აშკარად არ კმარა.
ნაბიჯნაბიჯ მივყავართ გლობალიზმისთვის აუცილებელი მოცემულობისკენ- ფაშიზმისკენ, ადამიანზე და საზოგადოებაზე ზრუნვის საბაბით.
ფაშიზმი ფაშიზმია, გინდა ლიბერასტული ჩარჩოთი, გინდა ეროვნული, გინდა ეთნიკური, გინდა რელიგიური.
ერთადერთი მისაღები ჩარჩო ის მორალური და ზნეობრივი პრინციპებია, ადამიანს ადამიანად რომ აქცევს.
ამიტომაც,
რუსულ კანონსაც გავკარი და ევროკავშირის 12 რეკომენდაციასაც, მის 9 დათქმასთან ერთად.
ადამიანზე და მის უფლებებზე რომ ფიქრობდნენ რეფერენდუმს დაგვიბრუნებდნენ.
სულ სხვა რამ სურთ.
კანონის ისევ შემობრუნებაც მამაძაღლური გეგმის ნაწილია.
იცოდნენ რო ხალხი ისევ გამოვიდოდა ქუჩაში,
იციან ისიც, რომ ქუჩაში გამოსულებს პოლიციას ვეღარ დაუპირისპირებენ,
და მაშინ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვის მიუსევენ დასარბევად მომიტინგეებს.
ყველაზე ცუდი აქ ისაა, რომ ყველა აქაურ პოლიტნაგავს, აწყობს მოვლენების ასე განვითარება.
რადგან უმართავ პროცესებში იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე უპასუხისმგებლოა, და ჰკიდია ქვეყანა, და საკუთარი კომფორტისთვის ქვეყანას კი არა, საკუთარ დედასაც გაყიდის.
ასეთები კი კონა ორ შაურადაა.
ობივატელიც, როგორ ყოველთვის, შორიდან დაიწყებს სეირის ყურებას, და გამარჯვებულს დაუკრავს ტაშს.
აშკარად ცუდად ამოიქოქა სიტუაცია, და ამ დღეებში უფრო გართულდება.
და გამოსავალი ამ ყველაფრიდან?
რავი, 150 წელი ილიას სწავლება გქონდეს კაცს და გამოსავალს კიდევ ეძებდეს, ამაზე მეტი იდიოტიზმი არ ვიცი მე.
კაი, ილია დიდი თემაა, და ახლა რა ვქნათ?
ახლა ისევ ის, რასაც ფოტოზე ხედავთ.
არა – ფაშიზმს!

.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა