
და რაღა დარჩა ?-
კითხვა კითხვას სვამს, პასუხს არ უცდის და აღარც უსმენს,
ჯვარცმულობა დღეს მოდა ყოფილა, უკანასკნელი პირველს არ უთმენს,
გუშინდელიდან ვინც ქვა მესროლა , ყველა დიდ ცოდვას აკვანს ის ურწევს –
ჩემი წარსული ძველი ბიჭია და ჩემს მომავალს დღეს, საქმეს ურჩევს.
და რაღა დარჩა ? –
არჩევანი დუმს, და გულგრილობას ლოგინში უწევს,
და მოთმინებაც ზანტად ამთქნარებს, ამ ფილმის ნახვა კიდევ რომ უწევს,
და გულისცემაც ნაბიჯს ანელებს, ძარღვებს მოთოკავს, აქამდე ურჩებს –
აბა, ნალოთარ წარსულს რომ აჰყვეს , ის მომავალსაც დაუჭამს ტუჩებს.
და რაღა დარჩა?
..და ამ კითხვაზე რა ვუპასუხო კი ვიცი უკვე,
დაღმართს აღმართი ვხედავ, გაექცა , ცაში ადის და სულ უხვევს, უხვევს,
უკან მოხედვა მე არ მჭირდება, რას დავინახავ უცხოს და უჩვევს –
ვიცი, წარსული ნაგიჟარია და მომავალსაც გაგიჟდეს, ურჩევს.
და რაღა დარჩა?
..და რაც გადარჩა, დაე, ის გაჰყვეს სიტყვად საუნჯეს,
რაც იყო, ვთქვი მე, – ვამბობ, რაც არის, – და მომავალიც ვერ დამამუნჯებს.
.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.