You are currently viewing რაც უნდა ვიცოდეთ

რაც უნდა ვიცოდეთ

ქურდული სამყაროს შესახებ კანონი, ნაცებმა რომ შემოიღეს, მხოლოდ “რამკიანი” ქურდების წინააღმდეგ არ არის მიმართული.
საჭიროების შემთხვევაში 223 -ე პრიმა მუხლის გამოყენება შეიძლება ყველა იმ პირის ციხეში გამოსამწყვდევად, ვისაც ლიდერის მონაცემები აქვს, და ვისი არსებობაც არ აწყობს სისტემას.
სახალხო ლიდერი მაქვს მხედველობაში, სუფთა ავტორიტეტის მქონე, რომელსაც მართლაც შეუძლია მასების აყოლიება.
ასეთი ავტორიტეტების წინააღმდეგაც იყო და არის ახლაც მიმართული ის კანონი,
თორემ ფსევდოელიტა,- წითელი პროფესურა, მწერლობა, და ხელოვანები,- დიდი ხანია გადაბირებული ყავდა იმ ბოლშევიკურ სისტემას, რომლის სახე იყო მაშინ სააკაშვილის ხელისუფლება, მანამდე შევარდნაძის ხელისუფლება, ახლა კი ქოცური ხელისუფლებაა.
ნაცებს იმ კანონის სახალხო ლიდერების წინააღმდეგ გამოყენება აღარ დაჭირდათ, რადგან ფსევდოელიტის წარმომადგენლების პოლიტსცენაზე პერიოდულად შემოგდებებით, შესაძლო სახალხო ლიდერებს გამოჩენის ელემენტარული შანსიც დაუკარგეს მაშინ.
აი, „რამკიანებს“ კი შეუქმნეს ნაცებმა პრობლემები, მაგრამ არა იმისთვის, ქურდებისგან დარეკეტებულ მსხვილ ბიზნესს რომ შეღავათი მისცემოდა.
არა, ავტოკრატიული სისტემის დროს ყველაზე დიდი ქურდი და რეკეტირი თვითონ სისტემა ხდება, და ასეც მოხდა – არც დარჩენილა მსხვილი საწარმო თუ კომპანია, თუ კერძო ბანკი, მაყუთი რომ არ აეხია ნაცს მისთვის.
უზარმაზარი თანხები შედიოდა სპეცფონდებშიც, და ქეშადაც დიდი ფული მოძრაობდა ქვემოდან ზემოთ.
ანუ, რასაც უშლიდა სისტემა ქურდებს, იგივეს აკეთებდა თვითონ.
იგივე გრძელდება ახლაც, როცა ბოლშევიკური სისტემის სახე ქოცი გახდა.
ბიზნესმა ვერც ახლა ამოისუნთქა, სპეცფონდებში ფულის გადარიცხვა, თუ არჩევნების დაფინანსება კომპანიებისთვის ლამის სავალდებულოა, მაგრამ ქოცი კიდევ წინ წავიდა და აგენტების კანონის შემოღებით ახლანდელი სისტემა აგენტებს შორის ყველაზე დიდი აგენტი ხდებოდა.
რადგან არ არის დარჩენილი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლისგან ფული არ აუღია ქოცს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რუსეთისგან ორჯერ მეტი ფული რომ აქვს მიღებული ამ მთავრობას, ვიდრე ამერიკისგან.
ჯამში სხვადასხვა ქვეყნის და ორგანიზაციისგან აღებული თანხა 31. 6 მილარდ ლარს შეადგენს, და მოდი და გაიგე ახლა ამათგან რომელი უცხოძალის აგენტია ხელისუფლება.
ანუ, აგენტების შესახებ კანონითაც გამოდის, რომ რასაც აუკრძალავდა კერძო ორგანიზაციებს სახელმწიფო სისტემა, თვითონ დიდი მონდომებით გააგრძელებდა.
ქურდების შესახებ კანონის არ იყოს, აგენტების კანონითაც ორ კურდღელს იჭერდა სისტემა.
ერთი, რომ შეეძლო დაებლოკა კერძო ორგანიზაციების დაფინანსება, რომ უცხოური ფინანსური ნაკადი მხოლოდ სისტემური სტრუქტურებისკენ წამოსულიყო,
და მეორე, აგენტების იარლიყების მიწებებით, სუფთა ძალების ჩამოშორება შეეძლო პოლიტსივრციდან, მიუხედავად იმისა, აფინანსებდა თუ არა ამ სუფთა ძალებს, ვინმე უცხოეთიდან.
დაურიცხავდა სუსი ასეთ ძალას ანგარიშზე რომელიმე უცხო ფირმის მეშვეობით თანხას და იმართლოს მერე თავი, რომ აგენტი არ არის.
გასაგებად ვამბობ, ხო?
შეიძლება ვინმემ თქვას, ეგ კარგი, მაგრამ თვითონ სახელმწიფო სისტემა, როგორ გამოდისო აგენტი, ეგ 31 მილიარდი საგარეო ვალია, და გასასტუმრებელიო, და აგენტი კი არ აბრუნებსო ფულს უკან.
რომ მივხვდეთ, თუ ვინ იძლევა სესხს და რა პირობებით, მსოფლიო ბანკისგან სესხად აღებული 2 მილიარდი გავიხსენოთ, კოვიდტერორისთვის რომ გამოუყვეს ამ მთავრობას, და გავიხსენოთ, რა დავალებები შეუსრულეს სახელმწიფო სტრუქტურებმა მსოფლიო კოვიდმამებს.
ხოლო, ის რომ გავიგოთ, როგორ ხდება კერძო უცხოურ კომპანიებთან გარიგება, საკმარისია გავიხსენოთ, თუ როგორ შედგა ხელშეკრულება და რა პირობებით ნამოხვანჰესის მშენებელ თურქულ კომპანია “ენკას” და მთავრობას შორის.
ბევრმა არც იცის, რომ კომპანია “ენკას“ სახელი აქვს თურქული, თორემ თავისი საქმიანობა სწორედ რუსეთში დაიწყო წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან, იმ წლებში, კგბ -ს გარეშე ვერც ერთი უცხოქვეყნის კომპანია რომ ვერ შედგამდა ფეხს საბჭოეთში.
„ ენკას“ დღემდე ბიზნესინტერესები აქვს რუსეთში და ყველა მიმართულებით.
და გამოდის, ხელისუფლება თვითონ აყენებდა ზიანს ენერგოდამოუკიდებლობას, როცა “ენკასთან” ხელშეკრულებას დებდა.
ორი მაგალითი მოვიყვანე ახლა, თორემ ზოგადად ეს სქემა მუშაობს.
ანუ, დანაშაულებრივ ხელშეკრულებებს უცხოკომპანიებთან დებს სისტემა, და საგარეო სესხებსაც, წამგებიან პირობებით და ქვეყნის საზიანოდ, იღებს სისტემა, მაგრამ სისტემის მიერ შეჭმული ფული ქვეყნის, ანუ, ჩვენი, და ჩვენ შვილების გასასტუმრებელია.
და მათ შორის ისიც, რაც ზემოთ ხსენებული 31 მილიარდიდან ჩაიდეს ჯიბეში მოსყიდულმა და მექრთამე სახელმწიფო ჩინოვნიკებმა უცხოქვეყნის სპეცსამსახურების, თუ უცხოური კერძო კომპანიების ინტერესების გასატარებლად.
ეგ არის.
სახელმწიფო ჩინოვნიკები, ანუ 30-წლოვანი “კანონიერი აგენტის”, სისტემის მსახურები ფულს იღებენ, ჩვენ კი ვისტუმრებთ,
ჩინოვნიკები იღებენ, – ჩვენ ვიხდით,
ვიხდით, ამ სიტყვის გინდა პირდაპირი, გინდა გადატანითი მნიშვნელობით.
აი, ეს არის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ყველაზე დიდი აგენტის, ბოლშევიკური, ავტოკრატიული, ანუ ერთ კაცზე მორგებული სახელმწიფო სისტემის შესახებ და იმის შესახებაც, თუ რატომ ომობენ ყველა დროის ნაგვები ერთმანეთში ხელისუფლებისთვის 30 წელი.
ხო, “ესწ ტაკაია პროფესსია, როძინუ პრადავაც.”
აი, ეს ბოლო ფრაზა, ქვეყნის ყველა ძველი , თუ ახალი გამყიდველის მშობლიურ ენაზედ ვთქვი.
და გამოსავალი რა არის?
არის ამ კითხვაზეც პასუხი.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა