You are currently viewing როგორ ვთარგმნოთ?

როგორ ვთარგმნოთ?

ისევ ტკივილგამაყუჩებელზე ორიოდე სიტყვა.
ესეც უნდა მეთარგმნა, – ცვეტაევა უნდა გამექართველებინა.
ხო, რა თქმა უნდა, თარგმნისას მომენტის, და განწყობის შესაბამისად ვარჩევ ავტორს,
და თუ მისი სიტყვები ისაა, რისი თქმაც ამ მომენტში მინდა, – ესე იგი, არამარტო მიშველის, და დამავიწყებს დღევანდელობას, არამედ მეც ამომადგმევინებს ენას, და ავტორიც ალაპარაკდება ქართულად.
“გაქართველებას” ვეძახი მე ამას, რადგან არასოდეს არ ვთარგმნი სიტყვასიტყვით, და არც არის ასეთი თარგმნა პოეზია,
სტენოგრაფისტობაა, პოეზია კი არა.
ემოცია უნდა თარგმნო, სხვის განცდებში, სხვის ტყავში უნდა შეძვრე, და ამის დროს, რა თქმა უნდა შეიძლება ორიგინალიდან ზოგი სიტყვის გამოყენებაც,
მაგრამ მნიშვნელოვანია თარგმნისას მიუხვდე ავტორს, და იპოვო, და გამოყო განსაკუთრებით ის, მთავარი, რის გამოც დაწერა მან მთლიანად ლექსი,
და მერე კი მის ემოციებს საკუთარი ემოციაც უნდა მოარგო ახალი სამოსელივით.
ანუ, ისე უნდა თქვა ის, რაც თქვა ავტორმა, როგორადაც ის იტყოდა, ქართველი რომ ყოფილიყო.
და ძალიან ბევრი გერმანელი, ინგლისელი, ფრანგი და უფრო მეტი რუსულენოვანი ავტორი ” გამიქართველებია”
მაგრამ აი, მაგალითად, ლერმონტოვს არასოდეს გადავთარგმნი,
და არა მხოლოდ იმიტომ, „ბეჟალი რობკიე გრუზინიო“, რომ თქვა, ნწ..
სულით ღარიბია ლერმონტოვი, – ღარიბია მეტაფორებითაც,
და მასში ვერასდროს ვერ ნახავ იმას, რაც აქვს პასტერნაკს, ბროდსკის, ვისოცკის, ესენინს, ცვეტაევას, ახმატოვას,..
უფრო მეტიც, საერთოდ არ აძლევს მთარგმნელს, ავტორის აზრის კიდევ უფრო გამეტაფორების საშუალებას.
აი, თუნდაც ისე, როგორც ცვეტაევამ ფრაზით
Голод голодных — и сытость сытых!
მომცა უფლება, მეთქვა ის, რაც ვთქვი.
თორემ ამ სიტყვების პირდაპირ გადმოტანას რა უნდოდა, ხო?
ავდგებოდი და ჩავახეთქებდი „ მშიერთ შიმშილს, და მაძღართა მაძღრობას“
მაგრამ არა, -კი ვთქვი უკვე, არაა ასეთი თარგმნა პოეზია, და არც ვიკადრე, მით უმეტეს, როცა „ სატოპკე“ ამიწია ცვეტაევამ,
და კიდევ ბევრი სხვა რამის უფლება მომცა ამ პატარა ლექსით, მაგრამ ამაზე, სხვა დროს, სხვა დროს..
.
Если душа родилась крылатой”- Марина Цветаева
.
Если душа родилась крылатой —
Что ей хоромы и что ей хаты!
Что Чингисхан ей — и что — Орда!
Два на миру у меня врага,
Два близнеца, неразрывно-слитых:
Голод голодных — и сытость сытых!
.
სულს, ახალშობილს, ზეცად ფრენისთვის, თუ დაჰყვა ფრთები,
რად უნდა მაშინ, მას, ან ქოხი, ან სასახლეები.
მტვერია ჩემთვის, – ჩინგისხანიც და ურდოც, ძლიერი!
მხოლოდ ორი მყავს, დედამიწაზე, პირადი მტერი.
ტყუპად, ორი, და გზაც არ სჩანს, მათი ჩამოცილების.-
სულის შიმშილის და უსულოთა კმაყოფილების!
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა