
როგორ?
არჩევნები ყალბდება არა ვიღაცის მკვდარი ბაბუის გაცოცხლებით, და თბილისის არარსებულ კვარტლებში ხალხის რეგისტრაციით, არამედ იმით, რომ მოსახლეობის 2014 წლის აღწერით, მოსახლეობის რიცხვი ლამის მილიონით რომ შეამცირეს, და ამომრჩევლების რიცხვი მოსახლეობის რაოდენობის ტოლი გამოიყვანეს.
დიახ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობა 4 497 600 იყო,
ხოლო 2014 წლის აღწერით, 3 729 500 ადამიანი გახდა.
ჰოოდა , ეხლა დავსვათ კითხვა.
როგორ შეიძლებოდა საქართველოს მოსახლეობა ორ წელიწადში შემცირებულიყო 700 000 -ზე მეტი ადამიანით?..
რაო, მასობრივი რეპრესიები იყო, თუ ეპიდემია და გამოგვეპარა ვინმეს?
რა თქმა უნდა, არა,
ეს ნიშნავს იმას , რომ საარჩევნო სიები ჯერკიდევ ნაცების დროს იყო გაბერილი და გაყალბებული.
ქოცმაც თავისი ნოუხაუ დაამატა, – მოსახლეობა და ამომრჩევლის რაოდენობა თითქმის გაატოლა.
და ის ცალკე პრიკოლია, ამ ტოლობით 18 წლამდე ასაკის მაცხოვრებელი რომ არ გვყოლია თურმე ამ ქვეყანაში.
საერთო ჯამში ამ სქემით მინიმუმ 500 000 ხმა ჩაიდეს ჯიბეში.
დიახ, ნაცმოძრაობამ ყველაზე კარგად იცის, როგორ ყალბდება არჩევნები, მაგრამ ამ თემაზე არ იღებს ხმას.
გასაგებია, ხო რატომაც.?
არავინ მოჭრის იმ სისტემურ ხეს, რომელზეც სხედან პარტიები.
არჩევნები ყალბდება იმითაც, ემიგრანტების უმრავლესობა რომ ვერ ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში და მათ ხმებსაც მართველი ძალა იყენებს.
აღარ ვსაუბრობ ადმინისტრაციულ რესურზე, 300 000 ბიუჯეტნიკზე.
და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მილიონამდე ადამიანზე, მუდამ მართველ პარტიას რო აძლევს ხმას ნებისმიერი ხელისუფლების დროს.
დიახ, არჩევნები ყალბდება არა საარჩევნო ყუთებთან, არამედ მაღლა , “ცესკო”-ში, რადგან “ცესკო”, დანიშვნითია, და ესე იგი მართვადი.
დიახ, ვინც არჩევნების შედეგებს ითვლის, იგებს ის, და ეს ჭეშმარიტება ჯერ კიდევ ასი წლის წინ იცოდნენ, და არ ვიცით ახლა?
გაიხსენეთ, 2016 წელს რამდენი ხნის განმავლობაში ყოყმანებდა “ცესკოს” სერვერი, სანამ “პატრიოტების ალიანს” საჭირო პროცენტს დაუწერდა.
ახლა ვეტყვი იმას, რაც შეიძლება მართლა არ იცის ბევრმა.
2017 წელს ამერიკულმა პრესამ ჰილარი კლინტონის თანაშემწეებს შორის 2012 წლის დასაწყისის მომოწერა გასაჯაროვა.
რომელშიც ივანიშვილზეც არის საუბარი, და გამოთქმულია აზრი, რომ მისი მოსვლით ხელისუფლებაში უფრო შესაძლებელი იქნებოდა რუსეთ -ამერიკის ურთიერთობის დალაგება, ვიდრე სააკაშვილის შემთხვევაში.
და მოიყვანეს კიდეც ქოცი 2012 წელს, და ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ ეს ხალხის ძალისხმევით მოხდა.
ამ ქვეყანაში ხელისუფლებების ცვლილება მხოლოდ რუსეთ -ამერიკის გარიგებით ხდება.
დაივიწყეთ, ეს სპექტაკლი – არჩევნები.
ისეთი სისტემის დროს, როგორიც დღესაა, ამომრჩეველის ხმა არ არის გადამწყვეტი.
და ხელისუფლებებს არჩევნებში მისული ამომრჩევლების სიმრავლე , მხოლოდ არჩევნების ” შედეგების ” მაღალი ლეგიტიმაციისთვის სჭირდებათ,
იმისთვის, ქვეყნის გარეთ მყოფ ძალებს, – ვის ხელშიც მართლაა ხელისუფლებების ბედი,- დაანახონ , რომ რეიტინგი აქვთ, და რომ ამ ქვეყანაში ობივატელს კიდევ სჯერა არჩევნების,
ვერ შეძლებენ ამას და ასეთი ხელისუფლების დღეები დათვლილია.
ასეთი არც რუსეთს აინტერესებს და არც დასავლეთს, და აუცილებლად ჩაანაცვლებენ სხვისით.
ამიტომ მოგიწოდებდათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გათეთრებული სახით ივანიშვილი, როცა ამომრჩევლის ნახევარიც კი არ მივიდა არჩევნებზე, რომ ყუთებთან მისულიყავით პირველი ტურის შემდეგ.
ამიტომ დარბის ახლაც ქალაქიდან ქალაქში.
დიახ, არჩევნებში მონაწილეების სიმრავლე მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, წინასწარ გაყალბებული არჩევნები რომ გააპრავონ, თორე ხელისუფლებას რომ გაყალბების საშუალება არ ჰქონდეს განა სულელია მოსახლეობას ხმის მიცემისკენ მოუწოდებდეს, როცა იცის, რომ ამომრჩევლების უმრავლესობა მისით უკმაყოფილოა?
არა, ხელისუფლება არ არის სულელი, და აბა, ვინ არის სულელი?
არა, არც პარტიები არ არიან სულელები, რადგან მათ ყველაფერი იციან,
ნუ, ას სარზე გადამხტარმა პარტლიდერებმა მაინც, და მათ თამაშის ასეთი წესები აწყობთ, რადგან ნებისმიერ ვარიანტში,- წააგებენ თუ მოიგებენ,- სახელმწიფოსგანაც ფინანსდებიან და ქვეყნის გარედანაც.
ხო, ისინი ნაღდად არ არიან სულელები,
და აბა, ვინ არის მეთქი, სულელი ?
პუშკინი?
.
გაზეთი ” საადგილმამულო” # 7
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
