You are currently viewing “რომ კომუნისტის სახელი გერქვას..”

“რომ კომუნისტის სახელი გერქვას..”

“კუდიანებზე” ნადირობის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
ბრიფინგს მოვუსმინე ამ დილით,
ბრიფინგი კი არა, გაზეთი “კომუნისტის” მოწინავე სტატია იყო.
გამეცინა, არაფერი რო არ ეცვლებათ ნორჩ ლენინელებს არც ხელწერაში, არც ქმედებაში, არც პოზაში და არც პახოდკაში.
ეს პლაკატი მე და ცოტნე გამსახურდიას გვიჭირავს.
2017 წლის 15 მაისია.
ფილარმონიაში საკონსტიტუციო განხილვაა, და სცენაზე კობახიძე, თალაკვაძე, ბოკერია, და კიდევ ვიღაცეები სხედან, ერთად სხედან ხო,
დარბაზიც გადატენილია ნაცქოცობით, და სადღაც მხოლოდ ასიოდე ადამიანი, რომლებიც აქამდე ერთმანეთს არც ვიცნობდით ვაპროტესტებთ ხმამაღლა, ყვირილით, სტვენით მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე მორატორიუმის გაუქმებას.
ჩავშალეთ მაშინ ის განხილვა,
მეორე დღიდან ხმაშეწყობილად და ერთად, კობახიძეც, ბოკერიაც, და მთელი ნაცქოცობა ეს ჩვენ გვეძახდნენ კომუნისტებს, ჩვენ, ყველას, ვინც კი მაშინ მიწის გაყიდვას ვაპროტესტებდით.
და არა მხოლოდ ისინი,
ის ხალხიც, ვითომ რომ ეროვნულობდნენ, რომ არც კი მოსულან პროტესტზე, მეორე დღეს სოცქსელებიდან გვასწავლიდნენ, რას ქვიაო ყვირილი და სტვენაო, აკადემიურად უნდა გესაუბრათო, არგუმენტაციითო, დოკუმენტაციითო.
და ვისთან? ქოცნაცთან?
2017 წელი იყო, 2017 წელი,
9 წელი ერთი იყო ხელისუფლებაში და მეორე უკვე 5 წელი, და ესე იგი საკმარისად ილაპარაკეს, და აღარ ქონდათ უკვე მათ ლაპარაკის უფლება, ამიტომაც არ ვაცლიდით საუბარს,
მათ არ ვალაპარაკებდით, თორე დარბაზში მიკროფონთან ნებისმიერს შეეძლო მისვლა.
ეგ, იყო..
აქციები, პროტესტები და ხმაური შემდეგაც გაგრძელდა, ქუჩაშიც, ტელევიზიასთან, სხვაგანაც, და საბოლოოდ ზუსტად ერთ თვეში მიწის გაყიდვა უცხოელებზე კონსტიტუციით აიკრძალა, მაგრამ ვინც მაშინ ვაპროტესტებდით, ნაცქოცობისთვის მაინც ჩვენ დავრჩით კომუნისტებად და მთელი სისტემა წამოვიდა შეტევაზე.
რატომ და პირველი გალაწუნება იყო ეს მისთვის.
რატომ გამახსენდა?
მრავალჯერ განმეორდა შემდეგ ასე,
და ახლაც, 7-8 მარტის აქციების შემდეგ მთელი საქოცეთი საკუთარ თავს და სოროსისგან, რუსეთისგან, და თურქეთისგან ოფიციალურად დაფინანსებულ მართლა აგენტურულ ორგანიზაციებს კი არა, სტუდენტობას და 14-15 წლის გოგობიჭებს ეძახის აგენტებს.
მააშ,
“რომ კომუნისტის სახელი გერქვას, ყველა როდია ღირსი”😉
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა