You are currently viewing სად ხართ?

სად ხართ?

კი ბატონო, ორჯერ იყო სოროსი ქოცის დროს საქართველოში,
უფრო მეტიც, სოროსის და ბიძინას ურთიერთობა ჯერ კიდევ რუსეთიდან იწყება, იქ გადაიკვეთა პირველად მათი ბიზნესინტერესები.
და მერე რა?
ტყუილად ფიქრობს ვინმე, რადგანაც ტრამპმა და ილონ მასკმა სოროსის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს, შესაბამისად სოროსის პარტნიორ ბიძინასაც დაარტყამენ.
ვაჭარია ტრამპი, ვაჭარი, და ისეთივე ხიხო ვაჭარი, როგორიც ბიძინა, და ვაჭრები მუდამ მონახავენ ერთმანეთთან საერთოს.
და ეს ყველაფერიც, რაც ახლა ხდება საქართველოში, რა თქმა უნდა სავაჭროდ აგორებულია,
ისევ ქოცისგან აგორებულია, და რა თქმა უნდა კობახიძის განცხადებიდან დაიწყო,
და იმისთვის, რომ ბიძინამ ცალკე დასავლეთთან, და ცალკე რუსეთთან ივაჭროს, თავისი მილიარდების გადასარჩენად.
ორივესთან ვაჭრობს ბიძინა, ორივესთან.
ამერიკა და რუსეთი და ჩინეთი კიდევ ერთმანეთთში ვაჭრობენ მსოფლიოს ხელახლა გადასანაწილებლად.
და არავინ იცის ჯერ რა და როგორ დალაგდება.
მაგრამ ჩვენთვის, უბრალო ხალხისთვის არაფერი იცვლება ამით.
რადგან ის სისტემა, რომელიც ჯერ შევარდნაძეს, მერე სააკაშვილს, და ახლა ბიძინას უწყობს ხელს გვძარცვოს, არ შეიცვლება,
და რატომ?
რატომ და იქედან გამომდინარე, რაც ხდება რუსთაველზე, ამ ორი თვის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ არანაირი საერთო ორგანიზება ამ პროტესტს არა აქვს,
შესაბამისად არც ის ახალი, ქვემოდან წამოსული ძალა არ არსებობს, ვინც სისტემის შეცვლაში იქნება დაინტერესებული, და ვფიქრობ, არც არავის ესმის, როგორ უნდა შეიცვალოს ის ბოლშევიკური სისტემა, ჯერ კიდევ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რომ შეიქმნა და დღემდე არის ამ ქვეყანაში.
ამიტომაც, ბიძინამ გარანტიებიც რო მიიღოს, და უკან დაიხიოს, და ახალ არჩევნებზეც რომ წამოვიდეს, მაინც, ვინც არ უნდა მოვიდეს ხვალ ხელისუფლებაში, ის, ასეთი სისტემის პირობებში ნამოხვანჰესის აშენებას ისევ შეეცდება , სვანეთსაც ისევ ჩაგვიძირავს, წიაღისეულის და სტრატეგიული ობიექტების კაპიკებში გასხვისებას ისევ გააგრძელებს, არც რეფერენდუმს მოგვცემს, და არც შრომით ახალ კანონმდებლობას, და ისევ ისე ვიქნებით ჭიათურის და ტყიბულის შახტებში მონებად.
და ჩვენ ისევ ისე გვექნება საომარი, როგორც ადრე.
ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთ წრეზე წავალთ, თუკი ვერ ვისარგებლებთ მომენტით, და პარტიებს საერთოდ არ ჩავხსნით პოლიტიკური პროცესებიდან.
და ამიტომაც, კიდევ ერთხელ დავსვამ კითხვას,
სად ხართ დამოუკიდებელი პროფკავშირები?
იცით თქვენ, ვისაც მოგმართავთ,
პეტრიაშვილის კანტორა კი არა, დამოუკიდებელი პროფკავშირები სად ხართ?
ისეთი ჯოკერი გაქვთ ხელში, რომლის გამოყენება თქვენს ავტორიტეტს, და შესაბამისად, გავლენას პროცესებზე ერთბაშად გაზრდის,
და რატომ არ იყენებთ ამ შანსს?
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა