რაც მე ამ შენობის წინ აქციები მაქვს ჩატარებული.
სულ ბოლოს ეს იყო, 2019 წლის 3 ნოემბერი.
ახლა გავიგე, გაუყიდიათ ტელევიზიის შენობა.
და აბა, მაღლაფერიძეს რომ ამდენი მილიონები გამოუყვეს თავის დროზე შენობის გასარემონტებლად, შერჩა ვასიკოს ის მილიონები?
აიწყვეს საქმე.
მილიონებიც შერჩათ, შენობაც გაყიდეს და ქალაქის ცენტრში საუკეთესო ტერიტორიაც კაპიკებში ჩაუგდეს ხელში ფულის ტომრებს.
შენობის ისტორიულ ღირებულებას რომ თავი დავანებოთ, წესით ამ შენობის ბედიღბალს ხალხს უნდა ეკითხებოდნენ, ჩვენი ჯიბიდან ვაფინანსებთ ამ ტელევიზიას, ხომ არ დაგავიწყდათ?
ის ცალკე პრიკოლია, ჩვენ რომ ვიხდით ფულს, და რამდენიმე პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს რომ ირჩევენ ამ ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში.
მოსახლეობის უმრავლესობა, 98% რომ უპარტიო ვართ, ესეც ხო არ დაგავიწყდათ მოსახლეობავ?
და აბა, ლოგიკა სადაა?
ის ცალკე პრიკოლია, ფულს რომ უხდი ტელევიზიას, და რომ არ უყურებ,
და ის ცალკე ცირკია, სხვა ტელევიზიებს რო თხოვ სიმართლის თქმას, და შენი ბოლო კაპიკებით დაფინანსებულ ტელევიზიას პასუხს არ თხოვ.
აი, სწორედ ამ მოთხოვნებით მივადექით 2019 წლის 3 ნოემბერს საზმაუს შენობას, რომ შეცვლილიყო სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის არჩევის წესი.
ხალხს რომ უშუალოდ მიეღო მონაწილეობა ტელევიზიის მართველობაში ამ ტელევიზიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნასაც ვითხოვდით მაშინ, და სახელობითი აქციების მოსახლეობაზე განაწილებას.
რაც მოგვცემდა საშუალებას მართლაც დაგვებრუნებინა ტელევიზია.
ძალიან ცოტანი ვიყავით.
რომ ვყოფილიყავით ათასობით, ჩვენი ხუთი მოთხოვნიდან მინიმუმ ორი მაინც, იმ დღესვე შესრულდებოდა.
და რომ გვქონოდა კოვიდტერორის დროს სატელევიზიო ეთერი ხალხს, რამდენი ადამიანი გადარჩებოდა ძალადობას, დამცირებას, და რამდენი კიდევ სიკვდილს საავადმყოფოებში.
არ მესმის, რატომ ვერ ვხვდებით, თუ რა არის მთავარი პრობლემები ამ ქვეყანაში.
ცოტანი ვიყავით, ხო, მაგრამ აქციას ჰქონდა დადებითი მომენტიც.
აქციის რამდენიმე ტელევიზიის ეთერით გაშუქების შედეგად ათიათასობით ადამიანმა გაიგო, რა გზით შეიძლება საზოგადოებრივი ტელევიზია მის მესაკუთრეს, საზოგადოებას რომ დაუბრუნდეს.
და კიდევ ის საათნახევრიანი ვიდეოჩანაწერიც არსებობს საზმაუს არქივში და სადაც დაწვრილებით და დეტალურად არის აღწერილი ტელევიზიის ხალხისთვის გადაცემის პროცესი, საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე რომ გავაჟღერეთ მაშინ,
აქვე მოკლედ გაგაცნობთ ამ მოთხოვნებს,
1 – საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭომ დაავალოს ტელევიზიის მენეჯმენტს და ტელევიზიის საეთერო დროში გამოიყოს კვირაში მინიმუმ სამი საათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე გადაცემათა ციკლისთვის. გადაცემები უნდა გავიდეს პირდაპირი ეთერით. ახალი გადაცემის სარედაქციო კოლეგია უნდა შეირჩეს ღია კონკურსის მეშვეობით.
2- მომზადდეს საკანონმდებლო წინადადებები , რათა შეიცვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი, და სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდეს არა პარტიების წარდგინებით და პარლამენტის დამტკიცებით, არამედ ღია და საყოველთაო კონკურსის წესით და ფართო საზოგადოების მონაწილეობით.
3- მოვითხოვთ, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივები საზოგადოებრივი მაუწყებლის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებელის აქციები უნდა გადაეცეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უსასყიდლოდ და ამ აქციების მომავალში გაყიდვის უფლების აკრძალვით.
ტელევიზიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ მენეჯმენტის და სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა მოხდეს აქციონერების მონაწილეობით და ელექტრონულად.
დიახ, ეს არის გზა საზმაუს ხალხისთვის დაბრუნებისა, და იმედი მაქვს ერთხელაც გამოვიყენებთ ამ გზას.,
წარმოიდგინეთ რამდენი სიმართლის მიტანა შეიძლება ხალხამდე , საზმაუს საეთერო დროს მუდმივად გამოყენება რო იყოს შესაძლებელი.
საინფორმაციო ომის მოგება აუცილებელია, და ამ ომს ფეისბუკით რომ ვერ მოიგებ, უკვე ვხედავთ, ხო?
აქციას კიდევ ჰქონდა ერთი დადებითი მომენტი, რადგან რამდენიმე ორგანიზაციის ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა, რაც ძალიან იშვიათია, მაგრამ ძალიან საჭირო და აუცილებელი, თუ გვინდა რაიმე სასიკეთოდ შევცვალოთ.
დიახ, აქციაზე მოსული სხვადასხვა მიმართულების და გაგების ხალხი , თუკი მივხვდით, რა არის მთავარი, და რითი უნდა დავიწყოთ ,და ამ მთავარის გარშემო გაერთიანება მოვახერხეთ, ესე იგი შესაძლებელი ყოფილა დიდი გაერთიანებაც, ხო?
ხო, ასეა და ეს მაგალითიც იყო 2019 წლის ნოემბრის აქციის მთავარი შედეგი.
ერთად დგომას თუ ვისწავლით, დანარჩენიც გამოგვივა , მჯერა..
არაფერია შეუძლებელი, შეუძლებელი იმ სირცხვილის ატანაა, როცა იცი, რა ნაგვების ხელში ხარ ეს 30 წელიწადი,
როცა იცი ქვეყანა რომ მოგპარეს, და არაფერს არ აკეთებ.
.