You are currently viewing საკონსტიტუციო პუტჩი?

საკონსტიტუციო პუტჩი?

ამ 25 დღიანი პროტესტიდან შინაარსობრივად ყველაზე მართებულ მსვლელობად ჩავთვლიდი აი, ამას,-

რომ არა ერთი სამართლებრივი შეცდომა.

როცა ახსენებ 1991-92 წლების სამხედრო პუტჩს, იგულისხმება, რომ მის მერე ყველა ხელისუფლება , ყველა არჩევნები, ყველა მთავრობა, ყველა პრეზიდენტი, იყო არალეგიტიმური, და შესაბამისად, ამ არალეგიტიმური ინსტიტუციების მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტები იყო და არის უკანონო.

შესაბამისად საკონსტიტუციო პუტჩი არ დაწყებულა 2024 წლის არჩევნების შემდეგ.

არამედ დაიწყო 1995 წლის, შევარდნაძის დროს მიღებული კონსტიტუციით,

იმ კონსტიტუციით გაამართლეს სამხედრო გადატრიალება,

და არა მხოლოდ,

ხალხს კანონის მიღების და გაუქმების უფლებაც ჩამოგვართვეს, და თავისდაცვის მთელი რიგი საშუალებებიც გაგვიუქმეს.

დიახ, საკონსტიტუციო პუტჩი დაიწყო მაშინ, და გრძელდება დღემდე!

და თუ სამართლიანობს აღდგენა გვინდა, სწორედ რომ 1995 წლამდე არსებულ კონსტიტუციას უნდა დავუბრუნდეთ!

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა