You are currently viewing სექტემბერიო?

სექტემბერიო?

ბურჭულაძემ, რაო? – სექტემბერშიო?
იდეა კარგია, კი, – ელექტრონული არჩევნები.
აგე, ჯერ კიდევ ამ 5 წლის წინ ვსაუბრობდით ასეთ არჩევნებზე.
და კიდევ სხვა რამეებზეც, მაშინ რომ ფანტასტიკის სფეროდ მიაჩნდა ბევრს.
გამსახურდიასეული უზენაესი საბჭოს ჩართვაც კარგი იდეაა, – ლეგიტიმაციას მისცემს არჩევნებს.
ეგ თემაც ჯერ კიდევ როდის გვქონდა წამოწეული.
ხო, იდეები კარგია, მივესალმებოდი კიდეც, – ცაიტნოტში რომ არ ვიყოთ.
და კიდევ, გუშინ ვაკეში თავშეყრილ საზოგადოებისთვის პარტიების სხოდკის შეტენვაც , ნაღდად ზედმეტი იყო.
ესე იგი, არა და ვერა, რა..
ვერ წარმოუდგენიათ დღესაც საქართველოში პარტიების გარეშე არსებობა და რა გინდა, რო ქნა.
მართლა არ მესმის, დარჩეული და ინტელექტით დაძეძგილი ხალხი წამოწია წინ ამ 170 დღის პროტესტმა, – რას ჩაიციკლეთ ამ ჩახავსებულ გვარამიახაზარაძეხაბეიშვილზეჯაფარიძეზე, და ჩარკვიანის ქალზეც – ვერ გავიგე მართლა.
ვეღარ უნდა მიხვდეთ, რომ ბალასტია პარტიები უკვე?
ნუ აფარჩაკებთ ამ კარგ იდეას, – ელექტრონულ არჩევნებს, – ამ პარტიებით.
იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ მათი უმრავლესობა ჯიბეში ყავს მამამზეს.
არ ვიცი, ასე ბნელა მსოფლიო ბანის ახლომახლო, ამას რომ ვერ ხედავს?
და კიდევ, წესით რომანტიკოსი მე უნდა ვიყო, და ესენი რატომ გადიან ასტრალში არ ვიცი,
სექტემბერში რომ გინდათ არჩევნები, ვინ მიგიშვებთ სექტემბრამდე,?
ანდა პოლიტპატიმრები სექტემბრამდე უნდა იყვნენ ციხეებში?
და ვისაც ათიათასობით ჯარიმები აქვთ იმათ რა ქნან?
სექტემბრამდე გაწეწავენ ყველას.
რა სექტემბერი, რა შემოდგომა, და რა პარტიები.
26 მაისი ბოლო შანსია.
პროტესტის წარმართველი რაღაც ორგანო ვერ დაგიკომპლექტებიათ, 170 დღეა უკვე პროტესტის.
რად უნდა არჩევნები 20 კაცის დასახელებას,
და არა პარტიებიდან, არამედ იმ ასზე მეტი მარშიდან რუსთაველზე რომ ჩაიარა,
პლიუს, დამოუკიდებელი პროფკავშირებიდან ხალხი, და პლიუს, ყველა იმ დიდი სახალხო პროტესტის ორგანიზატორებიდან, რაც ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო ამ ქვეყანაში.
ძალა ამათ აქვთ, და რესურსიც, თუკი ათასობით კაცის ქუჩაში გამოყვანა შეუძლიათ.
ეს ხალხი საკმარისია, პროტესტის ხელმძღვანელი ორგანოც და გარდამავალი, ტექნიკური მთავრობაც რომ დაკომპლექტდეს,
და უზენაესი საბჭოც მისცემს ლეგიტიმაციას.
და პროტესტსაც სახე ექნება.
ეს აუცილებელია.
საზოგადოებამაც და დასავლეთმაც უნდა დაინახოს, რომ პროტესტს გვარსახელები აქვს,
უნდა დაინახონ, რომ იცოდნენ, ვის დაელაპარაკონ.
რა სექტემბერი, რა პარტიები.
26 მაისი ბოლო შანსია, ბოლო!
მეტი შანსი აღარ იქნება, – გამორიცხეთ!
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა