
გიორგობის მერე დღეებმა აჩვენეს, რომ მარტყოფის ომი ჯერ არ დამთავრებულა ამ ველის პირველმოსახლეებისთვის.
მაგრამ, დავიცავ თანმიმდევრობას, და ჯერ კარგი ამბებით დავიწყებ.
გიორგობის დღის ამბებით,
სოფლის შენებას რა უნდაო, ხო?
არა, რა პირველი ხმა, და რა მეორე, – სიმღერის თქმამდე გაგებაა საჭირო, და გაგებისთვის ურთიერთობა.
აი, ასეთი სწორედ.
და ეს გაგებაც გუშინ არ დაწყებულა ჩვენთვის, მის მერე მოდის, რაც მარტყოფის ველზე დასახლების დაარსება გადაწყდა.
და ბევრი ომიც გავიარეთ მართლაც, მეპატრონესთან, მაკლერებთან, მიწის მაფიოზებთან, პოლიტიკანებთანაც, სახელმწიფო სტრუქტურებთანაც, და ყოველდღიურობასთან, მაგრამ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ არ გაგვეგოს ერთმანეთისთვის,
და ისე, რო ბევრი ცუდის და კარგის გადატანის შემდეგ, ერთმანეთის ნათელმირონებიც კი გავხდით.
ხო, პატარა მარტყოფელი, ნიკოლოზიც მოვნათლეთ.
დიდი დასაწყისია ეს.
დიახ, ასე იწყება ურთიერთობა, და ასე ლაგდება მერე სხვა დანარჩენი.
და რაც ზემოთ ვთქვი, მით უფრო ხაზგასასმელია, რადგან ეს ყველაფერი, უმეტესწილად, ახალთაობას ეხება.
და არ თქვას ვინმემ არ გვივარგაო, ესაო, ისაო,
ამის მთქმელი ალბათ, მხოლოდ ტელევიზიების და სოცქსელის ფანჯრიდან უყურებს რეალობას, და ალბათ, არცა ჰყავს ვინმე ახლომახლო ნორმალური,
და ამ მხრივ დაჩაგრა განგებამ, და აბა, საიდან უნდა იცოდეს სიკარგე ახალთაობისა.
ხო, თუ თვალი გაქვს და გულისყური, დაინახავ, და იმ დღესაც , გიორგობა დღესაც ეტყობოდათ ეს,
სიტყვაშიც, პასუხშიც, ქმედებაშიც,
ხელიდან რომ ართმევდნენ საქმეს ერთმანეთს, და ყველა არ იყო იმ დღეს , მაგრამ ვინც ვიყავით, ყველას გასაკეთებელს აკეთებდნენ დაუზარებლად.
დიახ, ჩემო ბატონო,
უმეტესობა მარტყოფისველის პირველმოსახლეებისა ახალგაზრდები არიან, 22-32 წლისანები.,
ვისზე ნაკლები ქალაქელები არიან, რო..
მაგრამ არც მიწაზე ბარის დარტყმა ეშლებათ, და არც უროს მოქნევა,
და სულ ორიოდე საათში გაკვალეს ნაკვეთები, გაყვეს, მონიშნეს, ჩაასვეს, ჩაამაგრეს, და გაამზადეს შემოსაღობად.
და მერე იქვე ტბასთან და ხესთან, სუფრასთან პურიც მადლით გატყდა, და ჭიქაც გემოთი აიწია, და ახლა უკვე იქ გამეხარდა.
სად ისწავლეს ასეთი თქმა და საუბარი, დიდისა და პატარას პატივისცემის ასე გამოხატვა და ასე ჩასმა სიტყვაში.
ამათმა გამზრდელმა იხაროს.
და გეკითხებით, კიდევ, დავიჯერო, ახლა, რომ მე ასე ვუყვარვარ ღმერთს, რომ მხოლოდ მე მხვდება ასეთი ახალთაობა?
თქვენ არ იცნობთ?
ხოდა, ვთქვათ, და ასე თქმით მრავლდება სწორედ კარგიც.
მოკლედ,
ამ თვეში უნდა შემოვღობოთ აქაურობა, ნარგავებიც გაჩნდება აქ, და დადგება დრო და პირველი სახლის საძირკველსაც გავჭრით ასე ერთად.
და ეგ არისო ქართული საქმეო?
საკარმიდოს რომ იწყობთ, თქვენი თავისთვისო, – იკითხავს ვიღაც ჩასაფრებული, ვინც არ იცის რატომ და რისთვის დავიწყეთ ეს ყველაფერი.
საკარმიდამოც რომ იყოს მხოლოდ, ქართველი კაცი რომ მოუვლელ და უპატრონო მიწას დაეპატრონება, და უცხოტომელს არ ჩაუგდებს ხელში, ესეც დიდი საქმეა.
მაგრამ აქ, განუზომლად მეტი მიზანი გვაქვს, და სწორედ მიტომ ვსაუბრობ ურთიერთობაზე და გაგებაზე, რომ ამის გარეშე არ გამოვა ბევრი რამ, რაც ამ ველზე უნდა მოხდეს.
საერო სკოლა იქნება ეს, თუ სტამბა – გამომცემლობა, ტელე და რადიოცენტრი, , და საბოლოოდ უნივერსიტეტიც, რომელმაც ახალი, და ჭეშმარიტი ელიტა უნდა გამოზარდოს, და სისტემისგან შემოგდებული ფსევდოელიტა უნდა გაუშვას ჯანდაბისკენ,
და კიდევ ერთიც, დიდების მემორიალიც უნდა აიგოს ამ ისტორიულ ველზე , და ეს უკვე ახლომახლო სოფლების მოსახლეობის ჩართულობით.
უნდა აიგოს, მტერს და მოყვარეს რომ შევახსენოთ, თუ რა მოხდა ამ ველზე 400 წლის წინ, და თუ როგორ ვიცით ქართველებმა ომიც და მშვიდობაც.
ცოტა ჩამოვთვალე, ?
ალბათ ცოტაა, თორე ამ მარტყოფისველიდან და სხვა რეგიონებშიც, ასეთნაირი დასახლებებიდან კიდევ რაც უნდა დაიწყოს, და რასაც უნდა მიეცეს ბიძგი, ყველაფერი რომ ვთქვა, ” საადგილმამულოს” სამი წლის საქმიანობის მასალები უნდა დაგიდოთ წინ.
ჰა? სოფლის შენებას რა უნდაო, არა?
აგე, რაც უნდა,
აგე, ვინც უნდა..
აგე, როგორიც უნდა..
და აბა, ახლა თქვენ იფიქრეთ, კიდე რა უნდა, შენებას,
თორე ჩვენ, მარტყოფისველზე ვიყავით დღესაც.
ეგაა,.
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
