You are currently viewing სოციალური თემიდან ეროვნულ იდეამდე

სოციალური თემიდან ეროვნულ იდეამდე

ჭიათურელი მაღაროელების გუშინ, თბილისში გამართულ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნა სამართლიანია, მოთხოვნა დროულია!
სრულუფლებიანი რეფერენდუმის და დეპუტატის გამოწვევის მექანიზმის დაკანონებასთან ერთად ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაციაც მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იქნება სისტემური ცვლილებების დასაწყებად, და შესაბამისად, ნებისმიერი სახალხო პროტესტი, და მათ შორის ჭიათურელი მაღაროელების პროტესტიც ამ მიმართულებით უნდა წავიდეს!
პოლიტიკოსები და პარტიები ამ თემაზე არ იხმაურებენ, მსხვილი ბიზნესი ამ თემის ჩაგდებას ეცდება, ნეოლიბერალები ამ საკითხის წინააღმდეგი იქნებიან, ამიტომაც ეს თემა რიგითმა, და ეროვნულ პოზიციაზე მდგარმა მოქალაქეებმა უნდა წამოვწიოთ წინ, 30-წლიანი ნაცქოცური სისტემის დაშლა რომ დაიწყოს ამ ქვეყანაში.
ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული ხალხისთვის არაფერია შეუძლებელი!
ამის ფაქტები არსებობს,-
ასე შევატანინეთ კონსტიტუციაში უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა,
ასე არ დავუშვით კანაფის პლანტაციების გაშენება,
ასე არ დავუშვით ნამოხვანჰესის აშენება,
არ დავუშვით კოვიდპასპორტები და კოვიდფაშიზმი,
და ასე ერთად დგომით შეიძლება ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა!
სოციალურ საკითხზე პროტესტი აუცილებლად უნდა გადაიზარდოს ზოგადეროვნულ იდეაში!
თუ გვსურს, რომ ქვეყანა მართლაც ქვეყანას დაემსგავსოს და ხალხი ხალხს!
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა