You are currently viewing სურვილისა სურვილითა დამთრგუნველი

სურვილისა სურვილითა დამთრგუნველი

რა ძნელი ყოფილა რაღაცის გაპრავება, როგორ ახერხებენ სხვები არ ვიცი.
3 დღის წინ მოლთან აქციის მერე რომ ვთქვი, სისტემას ეშინია მეთქი, – იხტიბარი არ გავიტეხე, ორთვიანი ომით გაწამებული ხალხის გასაგონად, ბოლო ძალებით კიდე რაღაცას რო აკეთებენ, იქნებ დასავლეთმა დაინახოს, და ახლა მაინც მოგვხედოსო – თორე, არც ის აქცია არ ჰგავდა აქციას, და არც სისტემას არაფერი ეტყობა, რომ ეშინია და უკან იხევს,
პირიქით, ისეთ კანონებს იღებს, უბრალო ჩახველების გამოც შეუძლიათ დაგაპატიმრონ,
და ეს ნიშნავს, უკვე დალეწილთა და დაპატიმრებულთა რიცხვს კიდევ ასობით მიემატება.
ის გამახსენდა,
მასტი, რო ოქროს თევზს დაიჭერს, და თევზი რომ თხოვს, გამიშვი და რაც გინდა აგისრულებო,
რა უნდა გთხოვო, დაჩებიც მაქვს, მანქანებიც, ოქროვერცხლიც, და საერთოდ, ვინაა შენი მათხოვარიო,
ე, ბიჯო, რაღაც ნატვრა გექნება, დაფიქრდიო, ემუდარება თევზი, და კაიო, იმანაც,
იფიქრა, იფიქრა, და საბჭოთა კავშირის გმირის ზვანია მინდაო, უთხრა..
და უცებ, გაქრა ყველაფერი, და გერმანელების ტანკი გამოჩნდა, და მოდის ამისკენ, და ეს მარტოდმარტოა, და ხელში მხოლოდ ორი გრანატაღა აქვს,
სხვა გზა არაა, მოისვრის ერთს, აწვება მისკენ მაინც ტანკი, მოისვრის მეორეს, და მოდის, მაინც ტანკი,
და ამოიძახებს განწირული- ოქროს თევზის დედაც, მგონი, პასმერტნა მაძლევს გეროისო,
რამ გამახსენა და ამერიკაევროპის დედაც გახნა ვირმა,..
მაგათი, ხო, მაგათი,
თორე, აბა, იმ 200 000 ადამიანზე, როგორ დამცდება ცუდი, რუსთაველზე ხორუმს რო ცეკვავდა და კილომეტრიან სუფრას რო შლიდა,
ოქროს თევზი რომ გვყავდა მაშინ ხელში, და რომ ვერ გამოვიყენეთ..
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა