
პარტიები გადამტერებული გვყავს, რადგან კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობას უკანონობად და უზნეობად მივიჩნევთ.
პარლამენტარებიც გადაგვეკიდნენ, ყოფილი, თუ ახლანდელიც, დეპუტატის გამოწვევის მექანიზმის დაკანონებას, ანუ, ნებისმიერ დროს დეპუტატის გამოპანღურების საშუალებას რომ ვითხოვთ.
ფსევდოლიბერალებიც მტრები არიან ჩვენი, თავისუფლება ყველაფრის უფლება რომ ჰგონიათ. ფსევდოეროვნულებისთვისაც უცხონი ვართ, საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილის ინტერესების დაცვა რომ ჰგონიათ ეროვნულობა.
რუსეთუმეებს შავ სიაში ვყავართ, რუსი თუ შემოვიდა, რომ გაგვაციმბირონ, რადგან რუსს მტრად ვთვლით ახლაც, ისევე როგორც ყველას, ვისაც კი ჩვენი ერთი მეტრი მიწა მაინც აქვს მიტაცებული.
პროამერიკელებისთვისაც ზედმეტი ვართ, სტრატეგიული ობიექტების და წიაღისეულის ნაციონალიზაციას რომ ვითხოვთ.
გლობალისტები საერთოდ მეხსიერების წაშლით გვემუქრებიან, მცირე ერების დაცვაზე და ამისთვის მსოფლიო მცირე ერების კავშირის (მეკ) ჩამოყალიბების აუცილებლობაზე რომ ვსაუბრობთ.
თეატრალებს ის უკვირთ, ქართული არაა მეთქი თეატრი რომ გავიძახით,
მწერლებს ის უკვირთ, მწერლობა მოკვდა მეთქი რომ ვაცხადებთ,
და ხელოვანთა უმრავლესობას კიდევ ის, ხელოსნები რომ დავარქვით.
და ობივატელს, ხომ უკვირს და უკვირს, წლები რომ ვულაწუნებთ სიტყვით, თუ საქმით, რომ გულგრილი არ მოკვდეს.
და ესენი ყველანი ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ, რადგან 12 დეკემბერს საადგილმამულო გაზეთის მეექვსე ნომერი გამოვიდა.
დიახ, ბატონებო და ქალბატონებო,
გამოვიდა ერთადერთი ეროვნული გაზეთის, “საადგილმამულო” კიდევ ერთი ნომერი, და თუ რატომ არის ერთადერთი, ამასაც ამ გაზეთიდან გაიგებთ, რომლის ელექტრონული ვერსია რამდენიმე დღის შემდეგ აი, ამ ინტერნეტპორტალზე https://saadgilmamulo.ge დაიდებს ბინას.
კიდევ ერთი ინფორმაცია.
მომავალი წლიდან გაზეთი შეიცვლის ფორმატს და საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ალმანახის სახით ორ თვეში ერთხელ გამოვა და მკითხველი მასაც ფოსტის მეშვეობით მიიღებს, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც,
კიდევ ერთი ინფორმაციაც, გაზეთი “საადგილმამულო” მომავალი წლიდან გამომცემლობად გადაკეთდება, რადგან საზოგადოების უმრავლესობის არც პოლიტგანათლებას, და არც ლიტერატურულ გემოვნებას მართლაც არ ესინჯება დღეს ფსკერი.
რადგან პუბლიცისტიკა პოლიტგანათლებას არ ემსახურება,
რადგან ქართული მწერლობა, დღეს მართლაც მკვდარია.
მწერლობა, რომელმაც უამრავ ქარტეხილებში გამოატარა ერი, მწერლობა, რომელმაც გაზარდა კიდეც ის ეროვნული მოძრაობა, რომლის ძალისხმევითაც მოხდა სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენა- ისეთი ქართული მწერლობა დღეს არ არსებობს.
და ერთი-ორი გამონაკლისი საერთო სურათს ვერ ცვლის.
ამის შესახებაც ვსაუბრობთ საადგილმამულო გაზეთის ახალ ნომერში ვრცლად.
პრობლემაზეც ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, გამოსავალზეც.
ამ და სხვა ბევრ მასალასთან ერთად ახალ ნომერში იქნება აღწერილი მარტყოფის ველზე მიმდინარე პროცესებიც, და დეტალურად ვისაუბრებთ, თუ რა ძალები ეომებიან ამ ველზე ახალი ქართული დასახლების შექმნას.
ესეც ისტორიაა, და ამ ისტორიას უნდა იცნობდეს მომავალი თაობაც,
უნდა იცოდეს, თუ როგორ უნდა დაიწყოს სოფელი, ქალაქიც, და თუ როგორ უნდა დავიბრუნოთ ქვეყანაც, და როგორ იაროს იმ გზით, რაც ჯერ კიდევ 150 წლის გაკვალეს საქართველოში.
ასეთი ინფორმაციების მიღების საშუალება არის და იქნება მომავალშიც, რადგან საადგილმამულო გაზეთის ყველა ნომერი ეროვნულ ბიბლიოთეკაში არქივდება და გაზეთი აგრეთვე იქნება დაცული პრესის მუზეუმშიც, რომელიც იმავე ბიბლიოთეკაში იხსნება.
შესაბამისად, მკითხველს გაზეთთან, და ალმანახთანაც წვდომა ექნება, სანამ ეს ქვეყანა იარსებებს , და ამ ქვეყანამ რომ იარსებობს მუდამ, მიტომაც ვაკეთებთ ჩვენს საკეთებელს.
გაზეთის კიდევ ერთი ნომრის საშუალებით კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისთვის აუცილებელი ეროვნული პროექტების განხორციელება გრძელდება,
რადგან საადგილმამულოს საქმეებს დასაწყისი შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ,
დასასრული კი არასოდეს!
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
