
მე ვიცი წამალი ყველა ავადობისგან,
უფრო სწორედ, მე ვიცი, როგორ არ უნდა გახდე ავად.
და საკმარისია დღეში თუნდაც ორჯერ მაინც, დილით გათენებულზე, თვალის გახელისას, და საღამოთი ძილის წინ მიიღო ტაბლეტივით, ის, ვინც ბედნიერებას განიჭებს, და მორჩა.
უკვდავი, ხარ..
მიიღო “რაც” კი არა,- მიიღო “ვინც”, ხო..
სულ თავისუფლად შემიძლია ახლა ეს სიტყვები მივაწერო რომანის ” ექიმი ჟივაგო” მთავარ გმირს, მით უმეტეს რომ წიგნის კითხვისას სულ მქონდა იმის განცდა, რომ ახლა, ამ ფურცელზე თუ არა მომდევნო ფურცელზე მაინც იტყოდა პასტერნაკი ამას, მაგრამ ისე ჩავედი ბოლომდე, არ უთქვამს და გამიკვირდა ძალიან,
მეთქი , ეს როგორ?
მაგრამ მერე, მერე, რომ გავიგე, თუ რა იყო რომანის თავდაპირველი სახელწოდება, ბანქოს იმ მოთამაშესავით გადამინათდა, სხვის ჩამორიგებულზე ორი ტუზის მერე რომ გახსნის ფაიკას.
“სიკვდილი არ იქნება”,
ხო, თურმე ასე ერქვა იმ რომანს თავიდან, რომელმაც მომცა მეც საშუალება მიმეღო ტაბლეტის ნატეხი მაინც.
ამჯერად “ვინც” კი არა,- “რაც”.
ამ რომანშია ამ ლექსის შექმნის ისტორიაც.
თავისთავად საინტერესო, და ცალკე საუბრის ღირსი,
მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, პასტერნაკმა იმდენად მიაკუთვნა ის მისივე რომანის გმირს, რომ თითქოს, თავისად ვეღარც აღიქვამდა.
ასეა , თუ ისე, ფაქტია, ლექსმა ცალკე ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება,
და ვფიქრობ, რომ ” ზამთრის ღამე ” მართლაც დიდებულია, და დამოუკიდებლად არსებობის უფლება აქვს,
და წამლად არსებობის უფლებაც, რა თქმა უნდა, აქვს.
ჩემთვის მაინც,
რადგან ამ ლექსის თარგმნისას, და თარგმნის მერეც, კარგა ხანს, არსად არ სჩანდა ტკივილი.
.
Зимняя ночь (свеча горела на столе) – Пастернак
.
თოვს.. თოვს, ბარდნის და ფიფქით, ნაცელით
მიწა ფერს იცვლის,
სადღაც იწვის და დნება სანთელი,
სანთელი იწვის.
და როგორც ქინქლა ასკდება გუნდად
ალის შუქს, სანთლის,
თოვლის ფიფქებსაც სარკმელთან უნდათ,
რაფაზე, ფანჯრის.
მინას მოხატავს ყინვა ფანტელით,
ხატვისთვის იცლის,
სარკმლის იქეთ კი იწვის სანთელი,
სანთელი იწვის..
ვარდება ქოში, ფეხამოცლილი,
და აღარ სცივა,
ძირს გართხმულ კაბას, წვეთები ცვილის
თავზე აცვივა,
და, სანთლის შუქი, ჭერზე აჩრდილებს
ცეკვით ახელებს,
გადაუხლართავს ვნებააშლილებს
ბედს,
ფეხებს,
ხელებს,
და სიმხურვალე უცხო სხეულებს
ერთმანეთს აცნობს,
ერთსულდახორცად გადაქცეულებს,
ცვილივით ადნობს.
და სანთლის ალიც ტყდება, ცახცახებს,
ნაპერწკლებს ისვრის,
და ვნება ხეთქავს წვეთით, არტახებს –
სანთელი იწვის.
.. სხვა დანარჩენი ფერმკრთალდებოდა
თოვლიან ღამით,
ყველა ტკივილი იფარებოდა
ამ ერთი წამით,
და სანთლის ალი ზეირწეოდა
სულით ნაბერი,
და სიმხურვალე არ ნელდებოდა
გარეთ ნამქერით,
.. და მერამდენედ დგება ნათელი,
ფიფქებს რომ ითვლის,
იქვე,
ახლოს კი,
იწვის სანთელი,
სანთელი იწვის.
.
.
Мело, мело по всей земле
Во все пределы.
Свеча горела на столе,
Свеча горела.
Как летом роем мошкара
Летит на пламя,
Слетались хлопья со двора
К оконной раме.
Метель лепила на стекле
Кружки и стрелы.
Свеча горела на столе,
Свеча горела.
На озаренный потолок
Ложились тени,
Скрещенья рук,
скрещенья ног,
Судьбы скрещенья.
И падали два башмачка
Со стуком на пол.
И воск слезами с ночника
На платье капал.
И все терялось в снежной мгле
Седой и белой.
Свеча горела на столе,
Свеча горела.
На свечку дуло из угла,
И жар соблазна
Вздымал, как ангел, два крыла
Крестообразно.
Мело весь месяц в феврале,
И то и дело
Свеча горела на столе,
Свеча горела.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.