
ბრიყვები ხართო?
გამეცინა,
კაცი რო ასე ამჩატდები, გულშემატკივარს გალანძღავ, ეს ნიშნავს, აღიარებ, რომ პროფესიონალი არა ხარ.
პრინციპში, ძნელი მისახვედრი არ იყო, რა იქნებოდა გაგრძელება ამ ჩამომღერების,
“ახლა გახდა ყველა ფეხბურთის ექსპერტი”,
თუ ნერვები გეშლება, ვინ გაძალებს, გათიშე ტელევიზორი და ინტერნეტი, და აკეთე შენი საქმე, რას უყურებ, რას ისმენ და რას კითხულობ, – მაზოხისტი ხარ?
დაბადებიდან ცოდნა არავის გამოჰყოლია, ხოლო, ცოდნა რომ გაჩნდეს ინტერესი უნდა იყოს,
და მადლობა ღმერთს, რომ დაინტერესდნენ დღეს ფეხბურთით,
ასე უნდა დაინტერესდე ყველაფერით, რომ ყველაფერში შეძლო დედალმამალის გარჩევა, და განსაკუთრებით პოლიტიკაში, რომ გაიგო ვინ ვინ არის.
რომ ვერ ერკვევი, მიტომ გაბოლებენ ათასიჯურის ნაგვები.
ფეხბურთის ექსპერტიო, ხო?
ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ბრაზილია,
190 მილიონი კაცი ცხოვრობს იქ, და ესე იგი 190 მილიონი ფეხბურთის ექსპერტი გამოდის,
რომ უსტვენდნენ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს პელეს,
სწორედ იმ პელეს, თავისი კარიერის ზენიტში რო იყო, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე ყველა საგოლე მომენტი რო გააფუჭა..
დიახ, ყველ ბრაზილიელს, მუდამ ქონდა თავისი აზრი რა შემადგენლობა უნდა ყოფილიყო ნაკრებში, ვის სად და რა პოზიციაზე უნდა ეთამაშა,
შემადგენლობა კი არა, ნაკრების ექიმი, ფსიქოლოგი, მასაჟისტი და სტომატოლოგიც კი, ვინ უნდა ყოფილიყო, იმაზეც ეკაჩავებოდა მთელი ბრაზილია ვინსენტე ფეოლას, ყველა დროის და ეპოქის საუკეთესო მწვრთნელს .
მაგრამ არც პელეს, და მით უმეტეს არც ფეოლას ერთი წამითაც კი არ მიუციათ თავისთავისთვის უფლება ეთქვათ, ბრიყვები ხართო ბრაზილიელები.
და სანიოლი ვინ ჩემის ტრულაილაა?
ეგ კაცი კიდე ვერ მიხვდა ქართულ ხასიათს,
ყველაფერი დღეს რო გვინდა და უცებ, ასი წლის მერე კი არა,
და შეგვიძლია კიდეც, გვქონდეს ყველაფერი, რაც გვინდა, თუ რა თქმა უნდა ძალიან, ძალიან მოვინდომებთ.
დიახ, გვაქვს ჩვენ ქართველებს ამის შნო.
და თუ ჯერ არ არის ისე, როგორიც გვინდა, ფეხბურთი, სამართალი, ეკონომიკა, და მთლიანად ქვეყანა, ესე იგი ამისთვის ძალიან არ ვინდომებთ, და ყველაფერს არ ვაკეთებთ.
დიახ, ვერ მიხვდა, ეგ კაცი, რა არის ქართული ფეხბურთიც,
რომ მთავარი კი არ არის შენ კარში რამდენ ბურთს გაგიტანენ, მთავარია შენ შეძლო ორჯერ მეტი გაუტანო.
ვერ მიხვდა, რომ ყველაზე კარგი დაცვა არის თავდასხმა.
ეს არის ქართული ფეხბურთი.
ეს გვინდა ჩვენ, და ვინც ვერ გაგვიგებს, რაც გვინდა, უნდა წავიდეს,
ფეხბურთის მწვრთნელი იქნება ეს, თუ პოლიტიკოსი.
ამ გახსენებაზე,
გითხრათ ფეოლა როგორ წავიდა?
