ამ სივრცეში პოლიტთემებზე საუბარს აზრი აღარ აქვს,
აქაურ ვირტუალურ საზოგადოებას, ილიაც რო გაცოცხლდეს, ზვიად გამსახურდიაც, და მერაბ კოსტავაც, ისინიც კი ვერ შეარყევენ სიტყვით.
სოცქსელები იმიტომ არ შექმნილა მისი საშუალებით ტალღა რო აგორდეს და გარდაქმნები რომ დაიწყოს,
პირიქით, სოცქსელები მუხტის ჩასაკლავად და საზოგადოების სამართავად არის შექმნილი.
სისტემა ამას ახერხებს, რადგან სისტემა უფრო ორგანიზებულია, ვიდრე სისტემასთან დაპირისპირებული საზოგადოება.
სოცქსელებით თავდაცვის უნარის მქონე ადამიანური რესურსის შექმნა გამორიცხულიცაა, და ამაო შრომაც.
ამისთვის ამ სივრციდან გასვლაა საჭირო.
რაც აქ სათქმელი იყო, უკვე ვთქვით,
სისტემური ცვლილებების დაწყებისთვის აუცილებელ ეტაპებზე ჩვენი ძირითადი მოსაზრებები და ინფორმაციები დევს გაზეთებშიც და ალმანახგამოცემებშიც, ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ ინახება.
ინფორმაციებია ჩვენს ინტერნეტპორტალზეც, და, ეს ყველაფერი , იმ ბოთლში ჩადებული წერილივითაა, ზღვა რო გარიყავს ერთხელაც ნაპირზე და იმისთვის, ვისაც სჭირდება.
რათა გაგრძელდეს ის, რაც დავიწყეთ.
ამიტომაც, ერთიც დასკვნაც აქ, შეჯამებისთვის, და მორჩა:
სტერეოტიპი, რომ პოლიტიკა მხოლოდ თბილისში კეთდება, – უნდა შეიცვალოს.
სისტემას აწყობს, რომ ასე ვიფიქროთ.
რაც თბილისში ხდება ეს პოლიტიკა არაა,
თბილისში მხოლოდ პოლიტგარიგება და პოლიტვაჭრობაა.
მოსახლეობის უმრავლესობა კი მუდამ მომლოდინე რეჟიმშია, და მუდამ გამარჯვებულის მხარეზე.
უფრო სწორედ იმის მხარეზე, ვისზეც აკეთებენ ფსონს დასავლეთში ან ჩრდილოეთში.
და სწორედ იმიტომ ხმაურობენ პოლიტაფერისტები, რომ დასავლეთის ან ჩრდილოეთის ყურადღება მიიქციონ.
და ხელისუფლებაში მოდიან არ იმიტომ, რომ სისტემა შეცვალონ, არამედ სისტემაში ჩაჯდომის სურვილით.
არც არავინ მისცემთ მათ სისტემის შეცვლის უფლებას.
ბოლო 30 წელია ამის დასტური.
ეს არ არის პოლიტიკა,
ეს არ უნდა იყოს პოლიტიკა.
საზოგადოებას არაფრად არ სჭირდება ასეთი პოლიტიკა,
პოლიტიკა ხელისუფლებებისთვის ომი კი არ უნდა იყოს, არამედ ხელისუფლებებზე ზემოქმედების და კონტროლის მექანიზმების დამკვიდრება და გამოყენება ამომრჩევლის მიერ.
ამომრჩევლებს ერთმანეთში არაფერი აქვთ გასაყოფი.
ომი უნდა იყოს ამომრჩეველსა და მის მიერ არჩეულს შორის,
ყველა თავის მიერ არჩეულს უნდა თხოვდეს პასუხს, და კონტროლის მექანიზმებით, და მაშინ მამაძაღლებსაც კი გააკეთებინებ საქმეს.
ეს უნდა იყოს პოლიტიკა.
რაც ახლა ხდება, ამ საქმეში ამომრჩეველი მხოლოდ სახმარი ერთეულია, და პოლიტნაგვების ფონი, დეკორაცია პოლიტვაჭრობის დროს,
და უკვე ხვდება ამას ობივატელი,
და სწორედ ამის შედეგია, რომ პოლიტაფერისტებისგან და ტელევიზიებისგან დეზორიენტირებულ, მრავალჯერ მოტყუებულ ნიჰილიზმში ჩაგდებულ, და თავის ყოველდღიურობაში ჩაძირულ მოსახლეობას მოქადაგე მესიაც რომ გამოეცხადოს ქუჩაში ვეღარ გამოიყვან.
რაც არ უნდა სიმართლე უთხრა, და რაც არ უნდა თავგანწირვა დაანახო,
თავიც რომ დაიწვა შუა ქალაქში, გულგრილად ჩაგივლიან.
თუ მოხდა სასწაული და გარეთ გამოვიდნენ, იმ სიძესავით იქცევიან მუდამ, ხის ამოთხრა რომ შეუძლია, მაგრამ არ თხრის,
რადგან სად წაიღოს, არ იცის მერე.
ამის დასტური იყო გაზაფხულის აქციები, ათასობით ადამიანი წინ და უკან რომ დადიოდა უშინაარსოდ, და უშედეგოდ.
რეალობაა ასეთი,
შესაბამისად, თუ სისტემური ცვლილებებისთვის აუცილებელი ადამიანური და ფინანსური რესურსის შექმნა გვსურს, რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ.
სუფთა ძალის შექმნა რეგიონების და ქვეყნის გარეთ გახიზნული ემიგრაციის კავშირით უნდა დავიწყოთ!
ვთქვი ზემოთაც, რაღაც ნაბიჯები ამისკენ გადადგმულია, და მართალია, პროცესი დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ეს ასე უნდა გაკეთდეს.
ახალს არაფერს ვამბობ, რასაც მივყავართ უპარტიო საზოგადოებამდე, წერია ყველაფერი ილიასთან, წაკითხვა და გაგება უნდა მხოლოდ.
დიახ,
უნდა დავიწყოთ რეგიონებიდან და დავამთავროთ დედაქალაქით!
.