You are currently viewing უპატარძლო ქორწილია?

უპატარძლო ქორწილია?

20 იანვარიც გავიდა, და ახლა ამერიკელი და რუსის შეხვედრას ელოდება რუსთაველზე მარშებით მოსეირნე საზოგადოება.
ელოდება, როდის დააქორწინებენ დემოკრატიაზე.
ხო, ეს წერილიც იმ სერიიდანაა, სიძეს რომ ხის ამოთხრა შეუძლია, მაგრამ სად წაიღოს მერე ის ხე, რომ არ იცის, და ამიტომაც დადის წინ და უკან.
აი, ეს ფილმიც სასიძოზეა,
გენიალური ფილმი, და გენიალური ამბავი, თუ როგორ შეუყვარდა ბიჭს გოგო, და როგორ დასდევს მუდამ უკან, როგორ ოცნებობს მასზე, როგორ ალაგებს გეგმას, რომ ერთხელაც გამოეწყობა ყველაზე საუკეთესო ტანსაცმელში რომელიც კი აქვს, მივა მასთან სახლში რომანტიული მარშით, და სასიდედროს ყვავილებს მიართმევს,
და მორჩა,-
შეყვარებულსაც “პოდნოსით” გამოუტანენ ,
ეს მისი ფანტაზიებია ხო აქ, ამ კადრში, რომელსაც ხედავთ.
და როგორ მთავრდება ფილმი, გახსოვთ, არა.?
ხო, მეც, ამ ფილმის ერთი პერსონაჟივით, ხან ბინოკლით, და ხან უბინოკლოდ რო ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება რუსთაველზე, ეს ფილმიც მახსენდება, – ამბავი რიგით , ჩვეულებრივ ობივატელზე, სიყვარული რომ ეწვია, მაგრამ რომ ვერ უპატრონა,
რადგან, სანამ რკინა ცხელია, მანამდე უნდა გამოჭედო.
და როგორ ?
პასუხისთვის, სხვა ამბავსაც გაგახსენებთ, რეალურს უკვე,-
2019 წელს, ტრამპი რომ იყო მაშინაც ამერიკის პრეზიდენტი, ვენესუელაში რევოლუცია მოხდა,
უსისხლო, მაგრამ რევოლუცია.
გამოვიდა ვიღაც, შეკრიბა ათიათასი კაცი მოედანზე, და თავი ეგრევე პრეზიდენტად გამოაცხადა.
მეტი არაფერი არ მომხდარა, საერთოდ არაფერი.
და ამერიკამ აღიარა ახალი ხელისუფლება,
ამერიკის შემდეგ კი ბრიტანეთმაც და ევროკავშირმაც აღიარეს.
და ამით მორჩა საქმე, –
არ ვიცი, მერამდენედ ვთქვა უკვე, რომ დასავლეთი და მით უმეტეს ამერიკა პრაგმატული აზროვნებისაა, პრაგმატული,
და ჰკიდიათ ჩვენი რომანტიული დვიჟენიები, მარშები, ხორუმები, და წარმოდგენები, და ალბათ მართლაც გაოგნებულები გვიყურებენ, თუ როგორ გამოდის ქუჩაში 100 000 მოტყუებული და გაბრაზებული ადამიანი, და ცეკვავს ხორუმს, და კილომეტრიან სუფრებს შლის.
ეს ჩვენ არ შეგვიძლია არტისტიზმის გარეშე რაიმე ვაკეთოთ, თორე ებრაელების აშენებულ ქვეყანას, ამერიკას, უკვირს, უკვირს, ხო.
რაღაც წაიკითხეთ, რაღაც გაიხსენეთ, ეს ფილმი მაინც ნახეთ ხელახლა.
და ის მომენტი კი ორჯერ გადაახვიეთ,
აი, იაღლიში რომ მოუვიდა ჩვენს რომეოს შეყვარებულის დედასთან, ფანჯრიდან რო უთვალთვალებდა, და ეს რო ქვემოდან წაეკაიფა,
და რომ მოდის მერე თავდაღმართში დარცხვენილი.
და უცებ, ხედავს, ქვემოდან ხალხი ამორბის,
ეს წამით შეყოყმანდება, მაგრამ ცნობისმოყვარეობასთან ერთად, საქვეყნო თემებში მონაწილეობის მიღების სურვილმაც გადასძალა და გაეკიდა ხალხს უკან.
სხვათაშორის, ის ეპიზოდი სწორედ პარლამენტის გვერდით ქუჩაზეა გადაღებული, ჭიჭინაძის აღმართში, სწორედ იქ, სადაც დეკემბრის მთავარი მოვლენები ხდებოდა, პოლიცია რომ ასისხლიანებდა იმ ხალხს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა მერე, არსად არ აპირებდა შევარდნას.
მართლაც სიმბოლურია, ის, რაც ხდება ამ ფილმში.
ხო, მისდევს, სასიდედროსთან შერცხვენილი, და საკუთარ თავზე გაბრაზებული ჩვენი რომეო იმ აღმართში ხალხს, რო იქნებ რაღაც გააკეთოს, ვიღაცას უშველოს,
რომ ამით საკუთარ თავშიც თვითშეფასება აიწიოს, საკუთარი თავის რო ირწმუნოს,
სჭირდებათ ხო, ეს, ასეთს მასტებს,
მისდევს და ხედავს, რომ ახლა, პირიქით თავდაღმარში მორბის ხალხი,
ეს ამათაც გაეკიდება,
და შემდეგ, ახალი კადრია და ჩანს, ეს ჩვენი გმირი თავგატეხილი, და ხელშეხვეული, როგორ გამოდის საკუთარი სადარბაზოდან.
და აშკარად ეტყობა სახეზე, რომ ასეთ რამეში აღარასოდეს ჩაერევა.,
და თუ რატომ, ვფიქრობ არ უნდა ამას ახსნა, როგორც იმას, თუ რატომ იყო ლოგიკური ფილმის ფინალი.
ხოდა, ნიჰილიზმი გვინდა ახლა ჩვენ კიდევ?
და თუ ეს ორთვიანი დგომა, გოგობიჭების დალეწვები და ციხეებში გამომწყდევა, თუ ახლა უშედეგოდ დასრულდა, კიდევ 30 წელი ცხვირს აღარავინ გამოჰყოფს გარეთ.
და დიქტატურა მერე ნახეთ თქვენ.
რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რაღაც უნდა ვქნათ.
არა, ? ვერა?
აბა, უპატარძლო ქორწილი თუ გინდათ, დაუკარით, ისევ.
,
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა