
ურმული.
——
წერილი ისევ საგაზეთოა, ანალიტიკა, ანუ ყველასთვის არ არის განკუთვნილი.
მხოლოდ იმათვის, ვისაც თეთრი და შავის გარჩევა შეუძლიათ.
ხო, ჩემო ბატონო.
“გადაბრუნებული ურმების თვლა” რომ ჩვენი ეროვნული მონაპოვარია და დროა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი რომ მივანიჭოთ, – ეს მრავალჯერ მაქვს ნათქვამი.
და ახლა რაღა ხდება?- ხდება!
სულ ახალი პროცესები იწყება, და ახალი პოლიტიკური აქტიორებით.
რატომღაც არავინ არ მიაქცია ყურადღება, ეუთოს რეზოლუციას, რუსეთში გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაუყონებლივ განთავისუფლების შესახებ, საქართველოს დელეგაციამაც რომ მისცა ხმა.
მაშინ, როცა რუსეთი ამ რეზოლუციის კატეგორიული წინააღმდეგია.
ქართული მხარის ეს ნაბიჯი, და სწორედ იმის შემდეგ, რაც BBC -ს ჟურნალისტური გამოძიებით შეიტყო მსოფლიომ, – ბევრ რამეზე მიუთითებს და მათ შორის იმაზეც, ახალი სანქციების შიშით ივანიშვილი ისევ ორი ბატონის სამსახურში ყოფნას რომ ცდილობს.
და ამჯერად ჩათვალა, რომ საკუთარი ხალხისთვის გენოციდის მომწყობის იარლიყის მიწებებით უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე რუსეთის გაღიზიანებით, და ამიტომაც დაუჭირა ქოცმა ამჯერად ევროპას მხარი.
და რა თქმა უნდა, ამისთვის, და კიდევ სხვა მიზეზთა გამო, პირველ რიგში რუსისგან უნდა დაისაჯოს,
რუსეთი აუცილებლად გადადგამს საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლებისკენ ნაბიჯებს, და აუცილებლად გამოიყენებს ქოცის მიერ დაშვებულ შეცდომებს.-
საქოცეთის შიგა დაპირისპირებას, არაბიზაციის თემასაც, ემიგრანტებისთვის ხმების ჩამორთმევით ემიგრაციის გაღიზიანებასაც, შხამქიმიკატებით აგორებულ ხმაურსაც, და აიძულებს ივანიშვილს მასზე უფრო რადიკალ პრორუსებს გადააბაროს ხელისუფლება.
ჩემი აზრით, ივანიშვილს უკვე აწყობს კიდეც, ასეც რომ მოხდეს, რადგან ამით პასუხისმგებლობასაც მოიხსნის თავიდან, ციხესაც გადაურჩება, და ქონებასაც გადაარჩენს.
სწორედ ისე, როგორც შევარდნაძემ გადააბარა სააკაშვილს ხელისუფლება და ისევ რუსეთის ჩარევით, და ამით პირადი უსაფრთხოების გარანტიებიც მიიღო.
სწორედ ისე, როგორც სააკაშვილს ჩაენაცვლა ივანიშვილი და ისევ რუსეთ-ამერიკის გარიგებით, და ასევე გარანტიებით, და გაუშვეს კიდეც სააკაშვილი მაშინ მშვიდობიანად უკრაინაში.
დიახ, სწორედ ასე, – ქოცს მასზე მეტი რადიკალური რუსეთუმეები ჩაანაცვლებენ, რომლებსაც არასდროს არ ქონიათ შეხება დასავლეთთან, შესაბამისად ვერც ვერავინ დააბამს სანქციებით, და აშკარა პრორუსულ ნაბიჯების გადადგმასაც არ მოერიდებიან.
და რა თქმა უნდა, ეროვნული და სოციალური თემების ნიღბის ქვეშ აგორებულ ტალღით დაიწყება პროცესი, – რადიკალებისთვის პოლიტიკური წონის ნელნელა გაზრდით, და ობივატელების უმრავლესობის მხარდაჭერით.
ამ პროცესის ბოლო ეტაპი, გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნებია, პარლამენტში რადიკალური რუსეთუმე ძალების შეყვანით, და მათი მეშვეობით აშკარა პრორუსული მთავრობის დაკომპლექტება.
შესაბამისად, ევროინტეგრაციის მუხლის ამოღებაც კონსტიტუციიდან, და რუსეთთან სტრატეგიული ხელშეკრულების დადებაც.
და სისტემური ქვაბი კიდევ ერთხელ გადაიღებება, და შკარად რუსული დროშის ფერებში.
და იგივე დროშის ქვეშ გარეკავენ ქართველ ჯარისკაცებსაც რუსეთ – უკრაინის ფრონტზეც.
სულაც არ მინდა ეს პროგნოზი გამართლდეს, მაგრამ როცა ძალაუფლებას, რომელიც ქუჩაში აგდია, ხალხი არ ეპატრონება, აუცილებლად დაეპატრონებიან ახალი ცრუმესიები, ხალხის სახელით.
და არავინ თქვას, რომ ლიბერალი თეიმურაზ ხევისთავები აღუდგებიან წინ ამ პროცესებს.
იმპოტენტებს რაიმეს გაკეთება რომ შეძლებოდათ, აქამდეც გააკეთებდნენ.
ახლა ჯაყოების და შარიკოვების სცენაზე გამოსვლის დროა, რომლებსაც სხვათაშორის, ძალიან შებერტყილი და ინტელექტუალი დირიჟორებიც ჰყავთ, კარგად რომ იციან, რაც სურს საბჭოეთში გამოჩეკილ ობივატელს, – რკინის ხელი რო ენატრება, და 37 მანეთიანი ბილეთი თბილისი- მოსკოვის რეისზე.
ეტყობა, ეს სახადიც უნდა მოიხადოს ამ ქვეყანამ,
და კარგა ხნით დავემშვიდობებით ევროპასაც, დემოკრატიასაც, რეფერენდუმის უფლების დაბრუნებაზე, და გაწვევის მექანიზმზე საერთოდ ლაპარაკს, პროფკავშირულ მოძრაობასაც, ძლივს რომ აიდგა ფეხი, და უპარტიო სისტემაზე ხო, საერთოდ, ფიქრსაც.
დემოკრატია კი არა, ფეისბუკიც არ გვექნება, მახათი რომ გავიყაროთ.
“რუსკი მირი”, და კადიროველების მათრახი, ამ ყველაფერს დაგავიწყებთ.
შეეჩვევით, – კოვიდტერორს ვინც შეეჩვიეთ, რუსულ ჩექმასაც შეეგუებით, და ჩეჩმასაც.
და კი ვიტყოდი ახლაც, და ამასაც მერამდენედ, თუ რაც არის გამოსავალი,
მაგრამ რად უნდა გამოსავალი იმ ხალხს, გადაბრუნებული ურმების თვლა რომ ურჩევნია, ვიდრე გზიდან იმ ქვის გადაგდება, ურემს ურემზე რომ ალეწავს ზედ.
აბა, რატომ ვწერ, რასაც ვწერ?
რავი, წავა ეგ წერილიც საიტზეც, გაზეთშიც, და ალმანახშიც, მერე ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც, და იქნებ, ვიღაცამ ასი წლის მერე ამოქექოს, და იმ ხალხს მაინც არ შემოგვიკურთხოს, ვინც ჯერ კიდევ არჩევს თეთრსა და შავს ერთმანეთისგან.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
