You are currently viewing უსახელო უფლისციხელი

უსახელო უფლისციხელი

დავდებ კიდევ ერთხელ, ამ უსახელო უფლისციხელზე წერილს, და იმათ გასაგონად, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება ვინ ვინ არის..
ჩვენ ის საზოგადოება ვართ, გმირებს რომ ვნატრობთ და რომ გამოჩნდება თვალს ვარიდებთ.
უმეტესობა კი სულელს რომ ეძახის და დასცინის.
როცა პირველად გავიგე მისი ამბავი, დაუცველობის შეგრძნება გამიჩნდა, და თან სირცხვილის.
რადგან, თუ გმირობის აღქმა, გმირის დაფასება მისსავე სიცოცხლეში საზოგადოებას არ შეგვიძლია, მაშინ კაპიკად არ ღირს განცხადებები, რომ ქვეყანა გიყვარს და თავი კაცად მიგაჩნია.
ასე გამოდის, ხო, რადგან მართლაც არაფერი არ არის შენი გაკეთებული იმასთან, რაც ირაკლი ბებუამ გააკეთა.
ომში გადარჩენის შანსი კიდევ არის, მაგრამ ამ კაცს თავის დაცვის არანაირი შანსი არ ჰქონდა.
რადგან 2020 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალში, აფხაზური დროშა დაწვა.
ხომ ვიცით ეს რას ნიშნავს?
და რომელი ჩვენგანი გააკეთებდა იგივეს იქ?
ოკუპირებულ აფხაზეთში კი არა, აქეთ, დარჩენილ საქართველოში, წლების განმავლობაში, რომელიმე წლის 27 სექტემბერს ვინმემ ამის მსგავსი რამე გააკეთა?
რა აზრი ჰქონდაო, იტყვის ვიღაც.
ჰქონია თურმე აზრი, ირაკლისთვის ჰქონდა აზრი!
და ეს კაცი დღეს სოხუმის ციხეშია, 9 წელი მიუსაჯეს, 9 წელი!
და უკვე მესამე წელია იქ, ციხეშია და ხომ იცით ესეც რას ნიშნავს?
ყოველი დღე როგორ უღამდება და უთენდება, ხვდებით ამას?
წინაასარჩევნო პერიოდი იყო მაშინ, დავიწყე სირბილი იმათთან, ვინც კენჭს იყრიდა არჩევნებში, ვისაც მივწვდი ყველა დამპირდა, რომ მის თაობაზე განცხადებას გააკეთებენ და იაქტიურებენ საქმითაც.
ჯანდაბას, მეთქი, ვიფიქრე, გამოიყენონ თუნდაც ეგ თემა, ოღონდ იმ ბიჭს ეშველოს მეთქი, რამე..
და მერე, რა? არაფერი, ერთი სიტყვაც კი არავის დაუძრავს მის შესახებ.
3 წელი გავიდა მის მერე, ან მერე ვინმეს გაახსენდა?
აგინე ახლა დედისსული, შერცხვება ვინმეს თუ რა?
მანამდეც ხო ვერ ვიტანდი ამ ნაგვებს, და მის მერე მით უმეტეს.
იმათზე ვამბობ, ხო, პოლიტსახეებს რო ეძახიან თავიანთ თავს, ქოცია, თუ ნაცი, თუ ეროვნულობს აქ, და ეკრანებზე რომ ციცინათელობენ, რას აკეთებენ ამ ბიჭის გადასარჩენად?
იმათმა უნდა გააკეთონ, თორემ აბა, ჩვენ ტელევიზიებში არავინ გვიშვებს, ხოლო გარეთ თავიც რომ დავიწვათ საპროტესტოდ, ვინ მოგვაქცევს ყურადღებას?
თუ არ იციან, რა ქნან?
ააწრიალონ საელჩოები, გააკეთონ განცხადებები, ჩაატარონ საოკუპაციო ხაზთან მიტინგები, მოითხოვონ ამ ბიჭის გათავისუფლება, არის სხვა ბერკეტებიც, გამოიყენონ.
როგორ დავიჯერო, ვინმე აფხაზი ან რუსი ვერ ნახეს აქ ისეთი, მისი ციხეში ჩასმა რო შეიძლებოდეს?
მე ვასწავლო უშიშროებას ეს როგორ კეთდება?
საზღვარს არ კვეთენ უკანონოდ თუ რა, არ შემოდიან ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსი პოლიტიკოსები და ცნობადი სახეები, თუ რა?
ჩასვან ვიღაც და გადაცვალონ ირაკლიზე მერე.
ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ ვერაფერი მოიფიქრეს, გააკეთოს ყველა პოლიტიკოსმა ერთად იგივე, ზუსტად 27 სექტემბერს, რაც ირაკლიმ გააკეთა და მიიქცევენ ყურადღებას.
იქნებ რამე გამოვიდეს და იმ ბიჭს ეშველოს და შემდეგ ვინც არჩევნებში ხმა არ მოგცეთ, იმ კაცს რა ვუთხარ მაშინ.
რას ელოდებით, კიდევ ერთ მიცვალებულ გმირს?
წადით, ამ კაცის გამო გადით ქუჩაში, უაზრო თემებზე რომ ხმაურობთ, მართლა კაცისთვის იხმაურეთ, მოითხოვეთ, რაიმე იღონეთ, ამაზე მეტი პოლიტიკური ქულა როგორ უნდა დაიწეროთ.
სკამის და ფულის გამო მაინც გააკეთეთ რაიმე ადამიანური.
მაგრამ თქვენ, პოლიტნაგვებო, ის ხალხი არა ხართ კაცობა გასწიოთ,
კაცებს ვინც ყიდის, ის ხალხი ხართ თქვენ!
.
სტატიიდან ” უსახელო უფლისციხელი”
გაზეთი “საადგილმამულო” #6
12. 12. 2022
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა