You are currently viewing ფიფქია და შვიდი ჯუჯა

ფიფქია და შვიდი ჯუჯა

შევიკრიბებითო ბარიერგადალახული პარტიები, და გადავწყვეტთ რა მოდელით ჩატარდებაო არჩევნებიო..
მხოლოდ ” ბარიერგადალახულებს” რომ გინდათ წესის დადგენა, სხვა პარტიებს რატო არ უშვებთ თქვენს კუტოკში?
არჩევნები მხოლოდ თქვენ გაგიყალბეს?
სხვა პარტიებისთვისაც ხომ გაყალბდა არჩევნები?
და რა იცით, სამართლიანად რო ჩატარებულიყო არჩევნები, იქნებ იმათ თქვენზე მეტი ხმები აეღოთ, ხო შეიძლება?,
და თუ ასეა, მაშინ სხვებს რატო არ იკარებთ?
ზანგები არიან?
რა მოდელით უნდა ჩატარდეს არჩევნები მათი მონაწილეობითაც არ უნდა გადაწყდეს?
აბა, დემოკრატია გვინდაო? სადაური დემოკრატიაა ეგ?
მერე მეორე,
როცა იყენებ განსაზღვრებას ” ბარიერგადალახული პარტიები”, და თავს იწონებ ამით, სწორედ მაშინ აღიარებ უკვე ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას,
აღიარებ, დიახ!
ბაზარს დოუკვირდით სიმონ, ბაზარს,
იშიფრებით ეგრევე, რო სისტემის შეცვლა კი არ გინდათ, არამედ ერთი ბანდიტი გინდათ, მეორე ბანდიტით რო ჩაანაცვლოთ.
მოკლედ, კიდევ ერთი კარწინკაა ს მასლომ, სერიიდან,
“ფიფქია და შვიდი ჯუჯა “
ჯერ კიდევ ცოცხალი დათვის ტყავს იყოფს კუტოკი.
ამიტომაც, ჩვენც გავაკეთოთ კიდევ ერთხელ, დასკვნა!
პარტიები უნდა ჩაიხსნას პროცესებიდან!
უნდა ჩაიხსნას, თუ გვინდა 30-წლიან მოჯადოებულ წრეს თავი დავაღწიოთ,
და არის ამისთვის გზაც, და საშუალებაც,
მაგრამ იმ ჩემაალას, ბაზალეთის ტბის ფსკერზე, აკვანში, რო წევს, და ” ობივატელი” რომ ქვია სახელად, ჯერ კიდევ სძინავს, და რა გინდა ქნა..
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა