ორი კვირაა უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ომობს, და აბა, თუ იმჩნევენ ქართველი რაშისტები.
გასუსულები არიან, ვითომ არაფერი ხდება.
ხდება, კი არა, გაუგონარი ამბავი ხდება, რუსი საკუთარ მიწებს ბომბავს.
საერთოდ, რუსეთ – უკრაინის ომზე თუ გინდათ სიმართლე გაიგოთ, რუსულ პოლიტგადაცემებს უნდა უსმინოთ.
დიახ, პანაშვიდებია სოლოვიოვის ეთერში.
რუსული შტიკის პანაშვიდები იქედან დაიწყო, კიევის აღებას სამ დღეში რო აპირებდნენ,
კრეისერ “მოსკოვის” ჯერ ნახუიზე და მერე ზღვის ფსკერზე გაშვებამ კი სანთლებიც დაუდგა მკვდარს.
მერე აზოვსტალის დაცვამ წესი აუგო რუსულ შტიკსაც და ჩექმასაც,
ხერსონის შემდეგ გამოსვენება დაიწყეს,
პრიგოჟინის აჯანყება კი, სწორედ რომ მკვდრის გაძარცვას გავდა.
და ახლა კურსკის ამბები მიცვალებულს საერთოდ დაუმარხავს დატოვებს, ვატყობ.
მონღოლთა მათრახის შემდეგ ასე გაპაზორებული რუსეთი ისტორიას არ ახსოვს.
გავარი, გავარი, მასკვა,
ფსკერის ადგილი ფსკერზეა, და იქედან უნდა ილაპარაკო.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.