
მერამდენედ უნდა ვთქვა, რომ სანდრო ახმეტელის სიტყვები, – ” ქართული თეატრი არ არის ქართული” – დღესაც ზედ აკვდება ქართულ თეატრს?
მერამდენედ უნდა ვთქვა, რომ ნაგავმა თავის წარმოჩინების მხოლოდ ერთი გზა იცის,- აგინებს და ყიდის თავის ქვეყანას და საკუთარ ხალხს.
ბერძნებმაც კი ვერ გაბედეს ასეთ ურჩხულად, ასეთ უზნეო და გარყვნილ ქალად გამოეყვანათ კოლხი მედეა, როგორც ეს ვიღაც ციკოლიამ მოახერხა მისი პიესით.
ხო, მედეა ყველაფერზე ხელის მომწერად გამოიყვანეს, ხოლო ბერძენი ქურდები, – არგონავტები,- უცოდველებად და ინსტრუმენტად მედეას ხელში.
და ამ პიესას თურმე “საბას” ლიტერატურულ კონკურსში პრემიაც აუღია, და ამ პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომლის რეჟისორი თვითონ ეს ციკოლიაა, სამეფო უბნის თეატრს ახლა გერმანიაში თეატრალურ ფესტივალზე მიაქვს, რომ ქართველის გინებით ახლა იქ მოიწონონ თავი.
ხო, სულ შემთხვევით გადავაწყდი ამ ინფორმაციას, უფრო სწორედ ქება – დიდებას ამ ფაქტისას, და მეთქი, ამის ნერვი ახლა სადა მაქვს, ამათ ინტელექტუალური ბაასი დავუწყო მეთქი, და ის იყო კახური მრავალსართულიანი ფოლკლორით შემკობას ვაპირებდი , რომ იქვე, ერთ კომენტარს მოვკარი თვალი,
ისეთ სიმართლეს, ისეთ ლოგიკურს და რაც მთავარია ისეთ გულწრფელს, და ისეთი ქალბატონისგან, რომ ჯერ ერთი მის გასაგონად ცუდი სიტყვების თქმაც მომერიდა,
და მერე მეორე, მის ნათქვამ არგუმენტებს ვერც ვერაფერს დავუმატებდი.
და, იქ სულ ერთი წინადადებით კი შემოვიფარგლე, მაგრამ აქ, სახალხოდ მადლობის თქმა მინდა.
წაიკითხეთ, აი, ასე უნდა ვუქომაგოთ სიმართლეს,
მადლობა, ქალბატონო ეკა,
” სამარცხვინო ამბავია, ასეთი ინტერპრეტაცია, თან მედეას სამშობლოში.
აკადემიური, პროფესიული განხილვა ვერ მოხერხდა ვერასდროს ამ ქვეყანაში და ბერძნებისგან ასეთი სტერეოტიპების შექმნას რომ ვებრძოდით, ახლა ქართველები ქმნიან!
ბერძნულ წყაროებში, ცხადია, მკვლელია, როცა რომაულ წყაროებში მსგავსი ცნობა არ მოიპოვება.
ტახტის მემკვიდრეა, დიახ,. მაგრამ ეს არ აქცევს მექანიკურად ყრმათამკვლელ ურჩხულად -ჯერ ძმის და შემდეგ შვილების!
ტახტის ინტერესი აქვს, ცხადია, რადგან ძუ- ხვადის სწორობა უკვე მედეადან დევს კოლხურ კულტურაში.
აქ ქალი, დიდი დედა, ნანა, ჰეკატე საწყისია და ღვთაებაა, ძალაა.
მედეაც მეცნიერი, ექიმი, ბრძენი და ძლიერი ქალია და, ბუნებრივია, იცის საკუთარი ადგილი და ფასი.
მაგრამ ის მკურნალია, მკვლევარია, უდიდესი მიგნებების და ცოდნის სამშობლოს წარმომადგენელია!
და მოგვიანებით რომ ხელოვანთათვის საინტერესო მხატვრული სახე გახდა და აიტაცეს მისი ისტორია, ეს არ ნიშნავს, რომ ბრმად უნდა ვიმეოროთ მისმავე თანამემამულეებმა იგივე!
მისი დისკრედიტაცია კი, ბერძნებს რისთვის სჭირდებოდათ და რატომ ჩააჯღაბნინეს ევრიპიდეს ( მითში არაა ასე) მისი მკვლელობანი, ცხადზე ცხადია!
კოლხეთშია სიბრძნე, ცოდნა, მეტალურგია, აგროკულტურა, ნაოსნობა, სიმდიდრე, ფაეტონი, მედიცინა!
კოლხი ქალია cura mediana – ს საწამლავთაგან წამლის დამზადების საიდუმლოს ავტორი, იგია contraria contrariis curantur მიდგომის აღმომჩენი, ჰიპოკრატესა და გალენს რომ მიაწერეს მერე ბერძნებმა!
ამიტომ, როცა ასეთ სენსიტიურ თემებს ვეხებით, როცა შუმერულ- კავკასიურ მითოსშია ფესვები და არა ბერძნების მიერ მიტაცებულ და სათავისოდ გადაკეთებულ პიესებში (სხვათაშორის მაშინაც ქალაქ- ქალაქ დაატარებდნენ ბერძნები დასს მედეასადმი პატივისცემა- სიყვარულის ამოსაძირკვად), სასურველია ვიზრუნოთ მედეას ნამდვილი სახისა და ნამდვილი ტრაგედიის შესწავლა- წარმოჩენაზე და არა მისგან მონსტრის შექმნაზე!
ის ცოდნა, იდეები, გაბედული ექსპერიმენტები და აღმოჩენები, რაც მედეას ჰქონდა, XVI-XVII საუკუნემდე არ დასიზმრებია ევროპას,! “
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
