You are currently viewing ქართული ფეხბურთი უნდა იყოს ქართული

ქართული ფეხბურთი უნდა იყოს ქართული

თუ პოლიტთემები იყო, ქოჩორაშვილიც და სხვებიც უნდა დაესაჯათო, – ხშირად ნახავთ ამ აზრს სოცქსელში.

რავი, ელემენტარული მგონია ამ კითხვაზე პასუხი,

და უნდა იყოს კიდეც ელემენტარული მისთვის, ვინც იცის როგორ კეთდება პოლიტიკა საქართველოში, და იცის, ნებისმიერი ხელისუფლება როგორ იყენებს ადმინისტრაციულ რესურს.

ფეხბურთის ფედერაციაც სისტემის ნაწილია, და ვერც იქნებოდა გამონაკლისი, თუ გავიხსენებთ რა ომები მიდიოდა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დროს.

ქართული პოლიტიკა მხოლოდ პოლიტიკა არაა, პოლიტიკა არის გზა დიდ ფულამდე, უზარმაზარ ფულამდე, და ძალაუფლებამდე, და ამ გზაზე ვინც შეგნებულად დგას, მისთვის არ არსებობს არავითარი პრინციპი, ზნეობა და მორალი.

ასე იყო ყოველთვის.

პოლიტიკას საქართველოში სუფთა ხელებით მხოლოდ სამი კაცი აკეთებდა,- ილია, კოსტავა და გამსახურდია, – და სამივე მოკლეს,

მის მერე ყველამ ისწავლა ჭკუა.

ნუ, კარგი დავუბრუნდები თემას, რატომ ზივზივაძე, და არა სხვა დანარჩენები.

დიახ, სპორტიც პოლიტიკის ნაწილია.

იმ ქვეყანაში, სადაც საბავშვო ბაღის გამგეებს და სკოლის დირექტორებს რთავენ პოლიტიკაში, მართლაც მიამიტი უნდა იყო, საზოგადოებასთან ურთიერთობის ასეთი მასობრივი საშუალება – სპორტი პოლიტიკისგან ცალკე დააყენო.

ნუ, ფეხბურთი რომ მუდამ იყო ფულის საჭრელი სტანოკიც, ეს ცალკე თემაა.

მართალი გითხრათ, ჩეხეთთან თამაშამდე კიდე არ მინდოდა დამეჯერებინა ბოლომდე, რომ სანიოლიც ჩართეს პოლიტნაგვებმა სქემებში,

მაგრამ განცხადებაც რომ გააკეთა, ” ბუდუმ კიდევ უნდა იშრომოსო”, და ჩეხეთთან რომ საერთოდ არ გამოიყვანა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

და სხვები რატომ არ დასაჯეს?

უბრალო ლოგიკაა,

ყველას, ვინც ფედერაციის აზრით დასასჯელი იყო, ვერ დასჯიდნენ, ნახევარი გუნდი უნდა დაესაჯათ მაშინ, კვარაცხელიას ჩათვლით,

ასეთ რამეზე ტექნიკურად ვერ წავიდოდნენ,

ამიტომაც, სწორედ ბუდუზე გადატყდა ჯოხი,

რადგან სხვა ფეხბურთელები, მხოლოდ ევროკავშირში შესვლაზე აკეთებდნენ განცხადებებს,

ზივზივაძე კი სისტემას შეეხო და სისტემურ დანაშაულებებზე ალაპარაკდა.

ეს სულ სხვა რამეა.

“ერთ კაცს ათი სპეცრაზმელი არ უნდა ურტყამდესო, და წაქცეულზე წიხლებით არ უნდა შეჯდეო” რო ამბობ, ეს სისტემური დანაშაულის მხილებაა სწორედ, და ამას სისტემა რა თქმა უნდა არ გაპატიებს.

რომ გაგიტაროს, სხვაც იგივეს გააკეთებს.

ზივზივაძის დასჯა სხვების დაშინებას ემსახურება.

წინ არჩევნებია, და სისტემას არანაირად არ სჭირდება წინააღმდეგობის მაგალითები.

რა თქმა უნდა სჯიან ზივზივაძეს,

ჯერ ერთი იმით, რომ ფეხბურთზე ფანატიკურად შეყვარებულ ადამიანს არ აძლევენ საშუალებას აკეთოს თავისი საქმე.

და მეორე , როცა ნაკრებში მიწვეულ ფეხბურთელს მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მინდორზე არ გამოიყვან, ამით მის რეიტინგს აგდებ, და აგდებ მის ღირებულებასაც.

სრულებითაც არ ვთვლი, რომ ბუდუ ასე ძალიან შეუცვლელი, და სუპერფეხბურთელია, მაგრამ ქარიზმატული, თავგანწირული, მუდამ პირღიმილიანი და იუმორის მქონე სტუმართმოყვარე ფეხბურთელი, ძალიან ბევრმა შეიყვარა, და სწორედ ასეთი პიროვნებებისგან გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების ეშინია სისტემას,

ეშინია, რადგან ასეთებს ხალხის აყოლიება შეუძლიათ, ახალთაობის აყოლიება შეუძლიათ, და თავის ნათქვამში სხვისი დარწმუნება შეუძლიათ.

ამიტომ ეომება სისტემა სახალხო კერპებს, ამიტომ სჯის, რომ სხვებისთვის ჭკუისასწავლებელი რომ იყოს.

ვიმეორებ, წინ არჩევნებია, და სისტემას არანაირად არ აწყობს ყველაზე სახალხო სპორტის, – ფეხბურთის სამყაროში გამორჩეული ადამიანებისგან წინააღმდეგობა.

ზივზივაძე ტერორისთვის საჭირო ინსტრუმენტი აღმოჩნდა და გამოიყენეს კიდეც ფედერაციაში ჩაბუდებულმა პოლიტფუნქციონერებმა.

ურტყამ ზივზივაძეს, ეს ნიშნავს ურტყამ ქოჩორაშვილსაც, კვარაცხელიასაც, და ყველას, ვისაც სისტემისგან განსხვავებული აზრი აქვს.

იგივე ხდება სხვა სფეროებშიც, უნივერსიტეტებში, სამეცნიერო წრეებში, ხელოვნებაში , კულტურაში, ბიზნესში, – სჯიან ერთეულებს სხვების დასანახად.

ახალი არაფერი ხდება, ასე იყო მუდამ, და ასე იქნება სულ, სანამ პოლიტიკოსებისგან თავის დაცვის მექანიზმები არ ექნება საზოგადოებას, და სანამ ჭეშმარიტად ეროვნული ელიტა არ შეიქმნება, ავტორიტეტული, და მართლაც ეროვნული ელიტა, და არა ის ფსევდოელიტა, მუდამ სისტემის კარმუშკაზე რომ არის.

ელიტა ქმნის საზოგადოებრივ აზრს, ქმნის პრიორიტეტებს, და როცა ასეთი ნაღდი ელიტა სისტემური პოლიტექნოლოგიების საპირწონეა, მაშინ ზივზივაძის მსგავსებს არც ძალიან დასჭირდებათ საკუთარი აზრის დაფიქსირება, რადგან სიმართლე მათ გარეშეც გავრცელდება.

არც მას დასჭირდება და არც მე დამჭირდება აქ კილომეტრიანი წერილების წერა.

რა უნდა გაკეთდეს ამისთვის და როგორ, საკმარისად მაქვს ამ თემაზეც ნასაუბრები, აღარ გავაგრძელებ.

მოკლედ, მე თვითონაც გამეხარდება თუ შევცდები, და სანიოლი მხოლოდ დაბნეული არაპროფესიონალი აღმოჩნდება და არა გოთვერანი.

ვნახოთ, გავიგებთ ამასაც, სულ ორ დღეში,

მანამდე,

ტოტალიზატორი საერთოდ ცხოვრებაში რო არ მითამაშია, წავალ და პორტუგალიასთან ჩვენი ბიჭების მოგებაზე დავდებ, და მოგებული ფულით ერთ საფეხბურთო კლუბს ვიყიდი, 😉

ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი როგორ არის ამ ქვეყანაში,.

დიახ,

ქართული ფეხბურთი უნდა გახდეს ქართული.

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა