
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა,
კაი, ხო, ვიცი, უფრო დიდი წარსული რომ აქვს ქართულ თეატრს ვიდრე ეს 1850 წლის 14 იანვარია, როცა თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გრიგოლ ერისთავის სპექტაკლი “გაყრა” წარმოადგინეს,
მაგრამ რადგანაც ასეა მიღებული, იყოს 14 იანვარი,
თორე, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, კოლხეთის სამეფოში, დღევანდელი ქუთაისის მახლობლად, სპეციალურად ამისთვის აგებულ არენაზე იმართებოდა თეატრალიზებული სანახაობები,
ხო, ჩემო ბატონო,
საუკუნეებია ვთამაშობთ, საუკუნეები.
და არ მეგულება მე ქართველი, ვის გენში არ იყოს ნიჭი არტისტიზმისა, და არ მეგულება მე როლი, ქართველმა რომ არ შეასრულოს,
და აქ მთავარი ის კი არ არის, თუ როგორ შეასრულებს, არამედ მთავარი თამაშია, და დარწმუნებული იყავით იმაშიც, რომ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც როლში შესულს ტაშს დაუკრავს.
ხო, ტაშის დამკვრელიც თამაშობს, ხანდახან,
და ხანდახან ისე, მის დანახვაზე სტანისლავსკიც კი დამუნჯდებოდა.
არა ვარ მართალი?
ვარ, რადგან ცხოვრებაზე უკეთესი დრამატურგი, უკეთესი რეჟისორი, და ცხოვრებაზე უკეთესი მაყურებელიც არ არსებობს, და ჩვენც ყველანი ვთამაშობთ, ხან რას და ხან ვის,
და იშვიათია წუთები, როცა ძალიან გულწრფელები ვართ..
და ერთერთი ასეთი წუთი დგას ახლა,
და აბა, როგორ არ მოგილოცოთ ყველას ეს დღე?
ხოდა, კანუდოსის დრამატული თეატრის სახელით, გილოცავთ კიდეც .-
ქართულ თეატრს გაუმარჯოს!
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
