ყველაზე მოკლე, მაგრამ ალბათ ყველაზე ზუსტი აღწერა ერთი სულიერი განწყობისა..
ბოლო ფრაზაში მაინც სჩანს, როგორ გაჰკრა ავტორმა კბილი გრაფინია ანა ალექსეევნა ალენინას, მე რომ მიყვარდი, ისეთ სიყვარულს ვერც ეღირსებიო, მაგრამ ეს “კბენა” ისეთნაირად არის მოწოდებული, რომ იფარება, და წინ დიდსულოვნება გამოდის , და სწორედ ამ ფრაზით ხდება ეს ლექსადწყობილი დიდებული.
რუსულენოვანი პოეზიის ჩემეული თარგმანებიდან ეს ერთადერთია, რომელიც შევიდა წერილებში ” დრამატული დრამატურგია” და თუ რატომ, ამის შესახებ, სხვა დროს, სხვა დროს..
.
Я вас любил – А.С. Пушкин.
–
მიყვარდით : ვფიქრობ, ეს სიყვარული
ჯერ არც ჩამქრალა, მინათებს კვლავ სულს,
ნუ შეშფოთდებით, და სინანულიც,
რომ გაღონებდეთ, ნამდვილად არ მსურს .
მიყვარდით ნაზად, ჩუმად , უთქმელად,
კრძალვით, ეჭვებსაც ხარკი ვუხადე,
მიყვარდით, მართლაც,.. ასე გულწრფელად,
ღმერთმა ინებოს, სხვასაც უყვარდეთ.
.
გუჯა ბიძია.
.
Я вас любил: любовь ещё, быть может,
В душе моей угасла не совсем;
Но пусть она вас больше не тревожит;
Я не хочу печалить вас ничем.
Я вас любил безмолвно, безнадежно,
То робостью, то ревностью томим;
Я вас любил так искренно, так нежно,
Как дай вам Бог любимой быть другим.
.