You are currently viewing ყოფნა, არ ყოფნა?

ყოფნა, არ ყოფნა?

აუუჰ,
საუკუნის კითხვაა, მართლაც, ლამის შექსპირისეული.
და არ ვიცი, ვინ ვისკენ მოიაზრებს თავს, რომ მერე დააფიქსიროს ვის ტრაქტორში იყო, როცა სადღაც რაღაცას არიგებდნენ, – ჩვენ ჩვენს ბოსტანს მივხედოთ.
და მინდა ვთქვა,
ეროვნული მოძრაობა არ არსებობს საერთოდ.
და არ არსებობს უკვე 30 წელია, მის შემდეგ , რაც სისტემამ მოახერხა, სამხედრო პუტჩით რევანში აიღო, და შემდეგ შეძლო, და ობივატელის თვალში, ყველა უბედურება რაც კი მას დაემართა სსრკ-ს დანგრევის მერე, ეროვნულ მოძრაობას გადაბრალდა.
და ობივატელისთვის დღემდე ასეა.
საზოგადოება კი უმეტესწილად ობივატელურია თავისი ყოველდღიურობით.
და ასეთი საზოგადოება ეროვნულად რომ მომართო სულ სხვა რამ არის საჭირო, ვიდრე ის, რაც კეთდებოდა ამ 30 წლის განმავლობაში.
აღარ გავშლი ამ თემას ამჟამად.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, დღეს ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მიმდინარეობა, კი არა , მისი პატარა ნაკადიც კი არ არსებობს.
სამაგიეროდ არსებობს ფსევდოლიბერალიზმი, რომელიც ევროპასთან არის გაიგივებული,
და არსებობს, ფსევდოკონსერვატიული ფლანგი, რომელიც მხოლოდ რუსეთთან ასოცირდება.
ერთიც და მეორეც მხოლოდ რომ ხმაურობს, და არსებითად რაიმე საზოგადო, სოციალური, ეკონომიკური და მით უმეტეს საგარეო, თუ საშინაო პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა რომ არ შეუძლია, და არც სურთ.
ამიტომაც ვერ მოხერხდება ვერასდროს ვერც სისტემური ცვლილებები, რაზეც პრეტენზიას აცხადებს ფსევდოლიბერალიზმი, რადგან თვითონ არის სისტემის ნაწილი, და არც არასდროს მოჭრის იმ ხეს, რომელზეც ზის.
და ვერც ვერაფერს შეძლებს ფსევდოკონსერვატული ფლანგი, რადგან ისიც სისტემის ნაწილია, და 90-იანი წლებით დაშინებული, არანაირი ცვლილების მომხრე აღარაა, და მისი კონსერვატიზმი უკვე სისტემის ერთგულებაში გამოიხატება,
მტრის ხატადაც მხოლოდ ლიბერალიზმს აცხადებს, და ეროვნული ფასეულობებზე რიჟა ლაპარაკი აქვს იარაღად.
რომელიც უმტკივნეულოდ აახია ისევ სისტემამ, როცა მასაც დასჭირდა ისეთი თემები, როგორიცა, ოჯახი, სარწმუნოება, და ახლა ლამის ელგბტს დაუწყოს ტაბურეტკებით დევნა.
დიახ, ორივე მიმართულება ისევ სისტემურ ნაწილად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან ცვლილებები არც ერთს არ აწყობს, და სისტემის კოსტუმივით მორგება სურთ მხოლოდ.
შესაბამისად, ვერც ერთ სისტემურ ძალადობას რეალურ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.
მაგრამ ფაქტია, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებენ, ფსევდოლიბერალიზმი და ფსევდოკონსერვატიზმი მაინც არსებობს დღეს საქართველოში.
რასაც საერთოდ ვერ ვიტყვით ჭეშმარიტ ეროვნულ მოძრაობაზე.
ხაზგასმით ვიტყვი, ეროვნულობა და კონსერვატიზმი, – თუნდაც ჯანსაღი კონსერვატიზმი, – განსხვავდება ერთმანეთისგან.
ეროვნულობა არ ნიშნავს ნაციონალისტობას, ეროვნულობა სახელმწიფოებრივად აზროვნებაა, და ნიშნავს მთლიანად ქვეყნის და მთლიანად საზოგადოების, მთლიანად მოსახლეობის ინტერესების გამოხატვასა და დაცვას, და არა მისი რომელიმე ცალკეული ნაწილის.
ჩარჩოები მიუღებელია ეროვნულობასთან,
საზოგადოების დაყოფაც ლიბერასტებად, კონსერვატორებად, მემარცხეენებად თუ მემარჯვენეებად, – შეუთავსებელია ეროვნულობასთან, ანუ სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან.
ისევე როგორც მეპურე არ ფიქრობს, თუ ვინ ყიდულობს მის გამომცხვარ პურს, და ისევე, როგორც მეღვინე არ ფიქრობს ვინ დალევს მის დაყენებულ ღვინოს, ისე ეროვნულმა უნდა გააკეთოს თავისი საქმე ყველასთვის, განურჩევლად პოლიტიკური მიმართულებისა, და აკეთებს იმიტომ, რომ ყველასთვის დაცული იქნას მოცემულობა, – ტერიტორია, ენა, აღმსარებლობა, კულტურა, და ისტორია, და აქედან გამომდინარე მომავალიც.
არის ასეთი ძალა დღეს საქართველოში?
არ არის.
ამ 30 წლის განმავლობაში იყო რა თქმა უნდა ცალკეული გამოვლინებები სახალხო მოძრაობისა, ისეთი, როგორც რიონის ხეობის მცველების მოძრაობა, და კოვიდტერორის წინააღმდეგ ფრონტი, მაგრამ რადგანაც ეს მოძრაობები ვერ გასცდნენ კონკრეტულ პრობლემატიკას, და არ გადავიდნენ პოლიტიკურ სივრცეში სისტემური ცვლილებების დაწყების მოთხოვნით, ანუ, ვეღარ გასცდნენ სახალხო მოძრაობის ფორმატს, ამიტომაც, არ შეიძლება ეროვნულ მოძრაობად ჩაითვალონ.
ასე რომ კითხვაზე, სად ვიყავით, როცა ოპოზიციებს არიგებდნენო, პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს.-
საერთოდ არ ვარსებობდით, არ ვარსებობთ, და კარგა ხანს კიდევ არ ვიქნებით, სანამ ილიასკენ არ მივბრუნდებით ისევ.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა