You are currently viewing შანსი არის

შანსი არის

ეს, ელემენტარული ფორმულაა, და ელემენტარული ლოგიკა, დღეს, თავი რომ გადავირჩინოთ.
ზვიად გამსახურდიამაც, თავის დროზე, – როცა ხედავდა როგორი გარიგება ხდებოდა ზესახელმწიფოებს შორის მსოფლიო გეოპოლიტიკური თემების დალაგების დროს,- კავკასიური სახლის იდეა გააჟღერა, და იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა აღდგენილი ქვეყანა მარტო არ დარჩენილიყო ვეშაპების წინაშე.
და კავკასიური სახლის შენება მაშინ რომ დაგვეწყო, დღეს არ დაგვჭირდებოდა არც ამერიკისკენ გახედვა, არც ევროპისკენ, და არც უკრაინის ომის შედეგზე არ ვიქნებოდით დამოკიდებული.
ვიტყვი უფრო მეტს, კავკასიური სახლი რომ ყოფილიყო რუსი ვერც გაბედავდა უკრაინაში შეჭრას.
ამ იდეის გამო ჩამოაშორეს გამსახურდია ხელისუფლებას,
ამისთვის დევნიდნენ, და მერე კი მოკლეს კიდეც, ისიც და მისი თანამოაზრე ამ საქმეში ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევიც.
რადგან ეს იდეა რუსეთის საბოლოოდ დაშლას ნიშნავდა, და ამასთანავე, მაშინდელი მსოფლიოს მამების გეგმების წინააღმდეგაც მიდიოდა, რომლებსაც რუსეთის დაქუცმაცება ნაწილებად არ აწყობდათ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბირთვული სახელმწიფოა, და მეორეც, დასავლური პროდუქციის გასაღებისთვის ცენტრალიზებული ბაზარი ხელსაყრელი იყო მათთვის.
რა თქმა უნდა, გამსახურდიას მკვლელობა რუსეთის და ამერიკის სპეცსამსახურების შეთანხმებით დაიგეგმა.
ახლა კი სჩანს ცხადად, რომ სჯობდა რუსეთი მაშინ დაშლილიყო, უამრავ უბედურებას გადარჩებოდა კაცობრიობა, მაგრამ ისტორია ხომ მხოლოდ იმას გვასწავლის, რომ არაფერს გვასწავლის.
30 წელი დავკარგეთ ჩვენც, უფრო სწორედ დაგვაკარგვინეს.
ახლა მაინც ხომ უნდა მივხვდეთ, რომ დიდმა ერებმა რომ არ ჩაგვყლაპონ პატარა ერები რომ უნდა გავერთიანდეთ?
მაგრამ უკვე არა მხოლოდ კავკასიური ერები.
ახალი იდეა, – მსოფლიო მცირე ერების კავშირი – გამსახურდიასეული კავკასიური სახლის იდეის განვითარებაა, მესამე გზაა,
და ესეც მსოფლიო მამების, ჩრდილოეთის და დასავლეთის ინტერესებს, და საერთოდ გლობალიზმს ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩვენი და ჩვენისთანა მცირე ერების იდენტობის შენარჩუნებისთვის და არსებობისთვის ჰაერივითაა აუცილებელი.
მსოფლიო მცირე ერების სოციალურ, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირი, 220 მილიონიანი მოსახლეობით, და ცენტრით საქართველოში, ჩვენ, ზესახელმწიფოებთან დიალოგის საშუალებას მოგვცემს, ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობასაც გააჩენს და რაც მთავარია მსოფლიო ფუნქციას შეგვძენს.
ფუნქცია უნდა ქონდეს ერს, ფუნქცია აუცილებელია, – კაცობრიობას უნდა სჭირდებოდეს ერი, რომ მისი არსებობით იყოს დაინტერესებული.
და თითქოსდა, ერთი შეხედვით, შეუძლებელია ამ იდეის განხორციელებაც ისევე, როგორც კავკასიური სახლის იდეა ჩაიშალა თავის დროზე, მაგრამ დღეს სხვა გამოწვევებია და ამჟამად ამ იდეის წინ წამოწევისთვის იდეალური მომენტი დგას,
საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო ზესახელმწიფოების ინტერესის სფერო მუდამ იყო, და დღეს განსაკუთრებით და ამის დასტურია ის, თუ როგორ ეომებიან ფარულად, თუ აშკარად ერთმანეთს ევროპა, ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი ამ არეალში თავისი გავლენის გაძლიერებისთვის.
და ამ “კავკასიური ცარცის წრეში” საქართველო ახლაც წრის შუაგულშია და ყველა თავისკენ ექაჩება.
და მართლა ცარცით შემოხაზულ გვამს რომ არ დაგვამსგავსონ და ზრდის ახალი პერსპექტივაც რომ გაჩნდეს, მსოფლიოს ახალი შეთავაზება უნდა გავუკეთოთ.
მსოფლიო მცირე ერების კავშირის შექმნის იდეა უნდა გამოვწიოთ წინ, და ამით, ცარცის წრის გარეთ მდგარ სუბიექტებს კომპრომისსაც შევთავაზებთ, და ვეღარ გაგვლეჯენ ნაწილებად, რადგან მსოფლიო გეოპოლიტიკის ანგარიშგასაწევი მოთამაშე გავხდებით.
ვიქნებით, ასე ვთქვათ “მაყურებელი” ამ რეგიონშიც და მსოფლიოს იმ ნაწილებშიც, სადაც კი ჩვენს კავშირში შემავალი მცირერიცხოვანი ერები ცხოვრობენ, და ამით ვხდებით საჭირონი დანარჩენი კაცობრიობისთვისაც, და მცირერიცხოვანი ერებისთვისაც, რადგან მათი ინტერესების გამხმოვანებელი და დამცველი ვიქნებით.
უნდა ვცადოთ, – მცდელობა უკვე საქმის ნახევარია.
სამყარომ კიდევ ერთხელ, ამ საუკუნეშიც მოგვცა შანსი, რომ მსოფლიო ფუნქცია გვქონდეს, და გადარჩენის ალგორითმი კვლავ ჩაირთოს,
რა თქმა უნდა ახლანდელი სისტემის პირობებში ზემოთქმული გამორიცხულია, ამიტომაც უნდა ვიყოთ დაინტერესებული სისტემის შეცვლით,
და ხელისუფლებების ცვლა რომ სისტემის შეცვლა არ არის ამას კი უნდა ვხვდებოდეთ უკვე.
პარტიებმა თავისი დრო მოჭამეს, და განვითარების დამაბრკოლებელნი გახდნენ.
პარტიები საერთოდ უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკურ პროცესებს, და მათთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა, და პლიუს ხელისუფლებებზე ზემოქმედების საშუალებების – რეფერენდუმის უფლება და გამოწვევის მექანიზმები, – დაკანონება, ამ შედეგს დადებს კიდეც.
სისტემის შეცვლა ეგ არის, ეს უნდა გაკეთდეს.
რადგან მხოლოდ უპარტიო სისტემას შეუძლია გაგვიყვანოს ახალ გზაზე.
შანსი არის,
და ჩვენ, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.!
.
გაზეთი ” საადგილმამულო”
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა