You are currently viewing შანსი, იყო…

შანსი, იყო…

ვისაც გინდათ გეწყინოთ,
2023 წელს რო გაიფიცეთ ხელფასის მომატების გამო, მაღაროელები, საწარმოს მართველობაში გადმოცემა შემოგთავაზეს მაშინ მისმა მესაკუთრებმა, და მაღაროელებმა უარი უთხარით.
ეს იგივეა ბატონმა ყმას რო უთხრას, გათავისუფლებ, აგე, შენ მიწაც, და მიხედეო თავს, და უარი რომ მიიღოს პასუხად.
გაფიცვა გქონდათ მაშინ ზემოქმედების ინსტრუმენტად და შანსი იყო, საკუთარი თავის პატრონები გამხდარიყავით და ეგ შანსი დაკარგეთ,
და არა მხოლოდ ეგ შანსი, 40% -ს ითხოვდით ხელფასის მომატებას, და ბოლოს 5 % -ზე დათანხმდით, და ისიც არ მოგცეს, და ახლა გაჩერებულ საწარმოზე აქციებიც რომ დაიწყოთ, ვინ მოგაქცევთ ყურადღებას?
და საერთოდ, რა მინდა ვთქვა, საკუთარი თავის პატრონად გახდომაზე.
როცა ერთხელ მოხერხდა ამა თუ იმ სოციალურ, და სხვა საკითხზე ათასობით ადამიანის გამოყვანა ქუჩაში, მაგრამ მხოლოდ ერთი კონკრეტული პრობლემის გამო, და რაღაც გარკვეული პერიოდის მერე, არ გადავიდა ყურადღება პირველხარისხოვან საზოგადო თემაზე, სისტემურ ცვლილებებს რო გულისხმობს,
აი, ეს შანსი რო დაიკარგა, და ასეთი მნიშვნელობის სისტემური საკითხები გახარიებს, გვარამიებს, და ხაზარაძეებს რო დარჩათ სახმაუროდ და პოლიტიკური ქულების დასაწერად, მიტომაც უბრუნდება ახლა სისტემა მაშინდელ თემებს, იმ საშუალებების გასანეიტრალებლად, საიდანაც შეიძლება დაიწყოს სახალხო მოძრაობა.
მიტომ კეტავს მსხვილ საწარმოებსაც, სადაც ადამიანთა დიდი მასაა თავმოყრილი.
სისტემას სახალხო ძალის ეშინია მხოლოდ , ეშინია არ დაიწყოს ცვლილებები ქვემოდან, თორე ნაცი სისტემის ნაწილია, და მართული ეყოლება მუდამ.
ამიტომაც მოგიტრიალდებათ ყველას, ვინც მისთვის ერთ დროს სახიფათო იყავით, ახლა, ამოსუნთქვის საშუალება რომ მიეცა, მდგომარეობა რომ გაიმყარა.
მაგრამ ახლა იქნებით მარტონი, დაუცველნი, მხოლოდ ერთეულების იმედით,
და მხოლოდ თქვენ არ იქნებით დაუცველნი, საერთოდ მთელ ქვეყანაში მოამრავლებს ძალადობას.
და ყველაზე უარესს მათ შორის, აკეთებს უკვე,- მიგვათრევს ყველას რუსეთისკენ, და არც არავის არ გვაქვს ძალა, რომ შევეწინააღმდეგოთ.
რადგან ერთხელ, და ერთხელ კი არა, მრავალჯერ, გავუშვით ხელიდან სისტემური ცვლილებების დაწყების შანსი.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა