You are currently viewing შეგვეწიოს!

შეგვეწიოს!

გოგია, ხომ გახსოვთ, ნიკალაევიჩი?
ვყვებოდი მაგის ამბებს.
ერთი დღე რომ სხვისი მოწყალებითაა, და მეორე დღეს რომ იქეთ გასცემს წყალობას,
სად ნახულობს, მაინც, თავისზე მეტ გაჭირვებულს, არ ვიცი.
მაგრამ რომ ვუკვირდები, და როცა არა გაქვს და მაინც გასცემ, მაღლდები რაღაცნაირად საკუთარ თვალში, იმის შეგრძნებით, რომ ადამიანობა მაინც შეგრჩა.
და ეს შენნაირებისთვის ყველაფერია.
ანდა, როცა ლოგინად ჩავარდნილ ახლობელს ფიზიკურად ეხმარები, უვლი, პატრონობ, ძალაც გემატება, რადგან იცი, კარგად უნდა იყო, აუცილებლად კარგად უნდა იყო, – თორე შენს გარეშე მოკვდება ვიღაც.
ჩემს თავზეც გამომიცდია ბევრჯერ, და იქნებ ეს აძლებინებს გოგიასაც,
არ ვიცი, მაგრამ ერთი დღით რომ ცხოვრობს, ვიცი ზუსტად.
ხო, რა, პროფესიითაა ბრადიაგა, თორე სულით ფილოსოფოსია.
და რო გაიგო ჩემი ამბები, და,
90 -იანების ბოლოს, როცა ოჯახში არც ფული შეგვრჩა და არც სამსახური, სულ ბანკის გატანაზე ვფიქრობდიო.
ბანკისო, კაცო, თორე სხვის ბინაში შესვლას, ან ჯიბის ქურდობას როგორ ვიკადრებდიო.
ვაწყობდიო გეგმებს, და მერე პაძელნიკებს რო ვერ ვნახულობდი, კი ვანებებდიო, თავს.
აგერ, 20 წლის წინ კი სხვანაირი ფიქრი დავიწყეო,
ანარქისტი გავხდი, და რევოლუციაზე დავიწყეო ფიქრი, სამსახურიც რომ ქონდეს ყველას, ფულიც, ოჯახიც, მომავალიც, და რომ არ იფიქრონო, ბანკის გაძარცვაზე.
მაგრამ როგორც ბანკისთვის ვერ ვპოულობდი ისეთ პაძელნიკებს, როგორიც მე მჭირდებოდა, ისე, ვერც რევოლუციისთვის მოვნახე ისეთები, ვისაც ეს ქვეყანა, ხალხისთვის უნდათ და არა საკუთარი თავისთვის, და კი შევეშვიო ყველაფერს.
და ახლა რასაც ვაკეთებ, კი ხედავო, შენც.
ხოდა, რა გითხრაო, აბა..
ვუყურე, ვუყურე, და,
ნიკალაევიჩ, ცოტა მადროვე, კიდე ერთი წელი, და თუ არაფერი ეშველა ამ ქვეყანას, შეიძლება მეც ან ბადრი ესებუას მივუჯდე გვერდით, ან შენ, მეთქი.
და ვატყობ, არა მხოლოდ მე.
როგორ თქვა, ოტიამ?
საქართველოში თუ გინდა რაიმეს მიაღწიო, ან ქვეყნიდან უნდა წახვიდეო, ან ხელიდან.
იცოდა ოტიამ, რასაც ამბობდა.
რაღაც უნდა შეიცვალოს,
რაღაც კი არა, ყველაფერი უნდა შეიცვალოს, რომ ან ქუჩაში არ დავრჩეთ ხელგაწვდილი, ანდა ციხეში რომ არ მოვხვდეთ ჩვენისთანები.
ეს სისტემა დედაბუდიანადაა ამოსატრიალებელი.
და მთელი ეს 30 -წლიანი პოლიტნაგავი, აბსოლუტურად ყველა, გამონაკლისის გარეშე, ორივე მხრიდან, ხან ბოზიცია რომ არის და ხან ობოზიცია, – სანაგვეზეა ჩასაბეტონებელი, და კატოკით გადასასწორებელი.
თორე აღარ რჩება ამ ქვეყანაში ადგილი, ჩესტნი ფრაერისთვის.
მოკლედ, გადაწყდა –
4 ოქტომბერს აქციაზე მივდივართ მე და გოგია.
5 ოქტომბერს ხაზარაძის ბანკი უნდა გავიტანოთ, –
ბანკი რატო და ქურდის ქურდი რომ ცხონდა, იმიტომ.
და, თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა,
6 ოქტომბერს ნიკალაევიჩი დუბაიში გაფრინდება დასასვენებლად,
და მე თურქეთში, სტამბულის კლინიკაში, გამოკვლევებზე.
ბანკის გატანაზე, ვხუმრობ, ხო..
ან იქნებ, არ ვხუმრობ.
ჯვართამაღლებას გილოცავთ,
შეგვეწიოს!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა