You are currently viewing შევაღოთ ოვერტონის ფანჯარა

შევაღოთ ოვერტონის ფანჯარა

მამლის ყივილსაც არ დაელოდნენ, ისე გაყიდეს ქოცებმა მადურო.
კაცი, რომელიც ასე გულმხურვალედ მიესალმა 2024 წლის არჩევნების “ვარსკვლავურად ” გაყალბებას.
მაგრამ ვინ დაუფასა.
აბა, რა ეგონაო, მაგას, აფხაზეთის დამოუკიდებლობა რომ აღიარა, ეგონა შერჩებოდაო?
საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ეს განცხადება, და ისე, თითქოს იმ თვითმფრინავში, მადურო რომ ჩასვეს, ამერიკულ დელტასთან ერთად ჩვენი მამუკია მდინარაძე იჯდა, და სულაც მაგის ჩაფიქრებული იყო ეგ ოპერაცია.
ნუ, გასაგებია, ქოცს რომ ჰკიდია აფხაზეთი.
და ისიც გასაგებია, რისი ჟიმჟიმიც აქვს, და ღმერთმაც ქნას, აუხდეს.
მაგრამ რაც მოხდა, მისი ცალმხრივად შეფასება ისევ ჩვენ გვავნებს მომავალში.
ხო, მადუროს დედაც, და მისი გულშემატკივარის, და მამენტ, მის ჰაერში აწევაზე მეც შემოვკარი ტაში, რადგან უფრო მოკლე გზა, სახე რომ აეხეს ასეთ მანიაკებს, ჯერ არაა.
მაგრამ გულის სიღრმეში ხო ვიცით, რომ ეს არ არის სწორი.
თუ რუსს ვაგინებთ, უკრაინაში რომ შეიჭრა, და იმ მიზნით, ვლასტი რომ გამოეცვალა, – იგივე გააკეთა ახლა ამერიკამაც, და მეტი ზნეობრივი იქნება, ამ ფაქტსაც თუ არ გავაპრავებთ.
რადგან, გამოდის, რომ ვისაც მეტი ძალა აქვს, შეუძლია სხვის შინაურ საქმეებში ჩაერიოს, დაბომბოს, დააპატიმროს ვინც უნდა, და გაასამართლოს?
ანუ, ხალხს არაფერი არ ეკითხება?
და ეს უნდა გავამართლოთ?
ამით ხომ ისევ რუსეთს, და ჩინეთს ვუბიძგებთ იგივე გააკეთოს სხვა ქვეყნების მიმართებაში?
და რა უფლებით უნდა იაროს ვიღაცამ ამ ჩვენს გლობუსზე პოლიციელის დუბინკით?
მორევა ძალაზეაო, – ამ უფლებით?
კი მაგრამ ჩვენ დავაშავეთ დედამიწის ამ პატარა ნაჭერზე რო გავჩნდით?
ანდა, რითია დედააფეთქებული რუსი, ამერიკელი, ან ჩინელი უკეთესი, რომ ჩვენი ბედიღბალი გადაწყვიტოს?
კაი, დავუშვათ, ხვალ და ზეგ, რაღაც სასწაულით, ქოცი ჩვენ თვითონ რომ დავაპანღუროთ, და ვინც ჩვენ გვინდა ის რო მოვიყვანოთ, და მერე რუსმა რომ თბილისი დაბომბოს, და ისევ თავისი კაცი დაგვისვას აქ, მაშინ არც ერთ ჩვენთაგანს, ვინც ახლა ვფიქრობთ, იქნებ ამერიკამ ერთხელაც ჩვენს დასახმარებლადაც მოიცალოსო – ხმა არ გვექნება ამოსაღები.
ეგაა, ჯერჯერობით ერთი შეხედვით, დეპოში ვართ.
მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ და სამომავლოდ გამოსავალი ამ ჩიხიდანაც არის,
და ამის შესახებაც ვსაუბრობთ წლებია.
გადადით ამ ლინკზე,
გამსახურდიასეული “კავკასიური სახლის” იდეის ისევ ამოწევა არის აუცილებელი.
მაგრამ მხოლოდ კავკასიური სახლის კი არა, “მსოფლიოს მცირერიცხოვანი ერების კავშირის” შექმნის აუცილებლობაა დამდგარი დღეს.
ხო, როცა უბანში ვიღაც ახვარი პატარა ბიჭებს აჩმორებს, პატარა ბიჭები დიდს კი არ უნდა შეეკრან, იქნებ მე მაინც გადავურჩეო დაგოიმებას, არამედ ერთმანეთს უნდა დაუდგნენ გვერდით, და მერე ვერც ერთი მუტრუკი ვეღარ გაბედავს რომელიმეს წამოთაქებას.
ანუ, თუ ევროკავშირი არსებობს, თუ ევრაზიული კავშირი არსებობს, “მსოფლიო მცირე ერების კავშირიც” რატომ არ შეიძლება არსებობდეს?
90 -ზე მეტია ისეთი ქვეყნების რაოდენობა, რომელთა მოსახლეობა 2- 6 მილიონამდეა.
საშუალოდ ჯამში 300 მილიონამდე მაცხოვრებელი გამოდის.
და ასეთი ქვეყნების სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, და სამხედრო კავშირი მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშის გამოჩენას ნიშნავს.
და ეს კი თავისმხრივ ნიშნავს, რომ ზესახელმწიფოები იძულებულნი გახდებიან, ” მცირე ერების კავშირი ” როგორც თანასწორი, ისე გაითვალისწინონ ნებისმიერი საერთაშორისო პრობლემის გადაჭრის დროს.
და თუ ” მსოფლიო მცირე ერების კავშირის ” შექმნის ინიციატივასაც საქართველო აიღებს თავისთავზე, ამით ერს ის გეოპოლიტიკური ფუნქციაც გაგვიჩნდება, რომელსაც საუკუნეებია ვეძებთ.
ასეთი ფუნქცია აუცილებელია.
კაცობრიობას უნდა სჭირდებოდე, შენი არსებობით რომ იყოს დაინტერესებული.
და როგორ განვახორციელოთ ეს ყველაფერი?
არის ამ კითხვაზეც პასუხი,
და დადგება დრო და ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება.
მაგრამ მანამდე, ვხედავთ, აჭრილია ის რიჟა ამერიკელი, დედამიწაზე მთავარი პოლიციელი რომ ჰგონია თავი, და წადი, ბიძინა, წადი.
სანამ მოგიკითხავდეს, და სანამ მოგაკითხავდეს.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა