
ქოცის წასვლის შემდეგ ამათი თავისუფლად ყოფნა არ შეიძლება, – ამ სიტყვის გინდა პირდაპირი, გინდა გადატანითი მნიშვნელობით.
და საერთოდ არა მხოლოდ ამათი,
ზოგადად პარტიები პოლიტიკურ პროცესებს უნდა ჩამოვაშოროთ.
ჩემი ნება რომ იყოს, ვინც არის დღეს ამათგან ციხეში, გარეთ ფეხს არ გამოვადგმევინებდი პროტესტის გამარჯვების მერეც.
და ერთ ოციოდე პარტროჟას კიდევ მივუმატებდი სხვადასხვა სანაგვედან, რა თქმა უნდა ქოცთა ბელადების თამადობით.
დიახ, პოლიტიკური ველი საერთოდ უნდა გასუფთავდეს პარტიებისგან და ამისთვის ახალი წინააღმდეგობის ცენტრი უნდა შეიქმნას.
რომელიც პროტესტს უხელმძღვანელებს.
უნდა გვესმოდეს, რომ დღეს არ დგას მხოლოდ რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანის საკითხი.
რომლითაც ასე მანიპულირებენ პარტიები.
რა თქმა უნდა, ქვეყნის არჩევანი ცალსახად დასავლეთია, მაგრამ სახელმწიფოს მართველობის მთელი სისტემა თუ არ შეიცვალა, მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა ვერც ერთ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
და არც ევროკავშირში შესვლა გადაჭრის ამ პრობლემებს ავტომატურად, და არც პარტიებისგან შექმნილი ხელისუფლება არ იქნება ამაში დაინტერესებული.
ვნახეთ, ხომ ეს 30 წელი რითიც იყვნენ დაინტერესებულნი?
პარტიები, ბანკირები, და მილიონრები არ მოდიან ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ხალხმა კარგად იცხოვროს.
და არავინ იფიქროს, მიამიტურად, რომ ოღონდ ქოცი წავიდესო და ნაცს, და გახარიაგვარამიახაზარაძეებს, არავინ მოვუშვებთ სათავეშიო.
ხალხს არც არავინ კითხავს, და ვერც ვერავინ შეეწინააღმდეგება მოვლენების ასეთ განვითარებას, რადგან საარჩევნო კოდექსი არ იძლევა ამის საშუალებას.
რომლის მიხედვით არჩევნებში მხოლოდ პარტიები იღებენ მონაწილეობას, და ასეთ სიტუაციაში ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში პარლამენტში მოხვდება ყველა ის ნაგავი, რომელიც კი ტივტივებდა პოლიტჭაობში ამ 30 წლის განმავლობაში.
ქოციც კი მოხვდება პარლამენტში.
სწორედ მიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ახალი წინააღმდეგობის ცენტრის შექმნას, რომ ახალ არჩევნებამდე შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი და ისე, რომ ის რიგით ამომრჩეველის ინტერესებს ემსახურებოდეს და არა პარტიებს.
ამისათვის საარჩევნო კოდექსში უნდა ჩაიდოს ისეთი მექანიზმები, რომ პარტიებმა პროპორციული სისტემით ვერ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
ანუ,
1- არჩევნები სუფთა მაჟორიტარული, ანუ მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიტატების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს,
2- პარტიებს სახელმწიფოსგან დაფინანსება უნდა შეუწყდეს,
3- საარჩევნო კოდექსში უნდა გაიწეროს დეპუტატის ვადამდე უკან გამოწვევის წესი,
და ასეთ მოცემულობაში დახავსებულ პარტიულ სახეებს არანაირი შანსი არ ექნებათ პარლამენტში მოხვედრის.
ბუნებრივია პარტიები ყველანაირად შეეწინააღმდეგებიან უკვე არსებული საარჩევნო კოდექსის ასე შეცვლას.
და სწორედ ამიტომ არის საჭირო რუსთაველზე მიმდინარე პროტესტში მონაწილე უპარტიო მარშებისგან და დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენლებისგან, და იმ სამღვდელოებისგან ვინც ხალხთან დგას, ახალი წინააღმდეგობის ცენტრის შექმნა,
რომელიც პროტესტსაც უხელმძღვანელებს, და პარალელურად იმუშავებს ახალი არჩევნების მომზადებაზეც.
კიდევ ერთხელ გავწერ პუნქტებად იმ აუცილებელ ქმედებებს, რაც არის დღეს გასაკეთებელი, სისტემური ცვლილებები რომ დაიწყოს, და კიდევ ერთ 30-წლიან წრეზე არ წავიდეთ.
–
1- რუსთაველზე მიმდინარე პროტესტში მონაწილე უპარტიო მარშებისგან და დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენლებისგან, და იმ სამღვდელოებისგან ვინც ხალხთან დგას, სამუშაო კომიტეტის შექმნა, და პროტესტის მართვა.
2-იურისტების და კონსტიტუციონალისტების დახმარებით საარჩევნო კოდექსის შემუშავება, და მასში ისეთი მექანიზმების ჩადება, რომ პარტიებმა პროპორციული სისტემით ვერ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
3- შემუშავებული ახალი საარჩევნო კოდექსის ხალხმრავალ აქციაზე გამოტანა, და დამტკიცება.
4- ახალი ცესკოს დაკომპლექტება, და ელექტრონული არჩევნების მომზადება და ჩატარება.
5- არჩევნების შედეგებით უპარტიო მთავრობის დაკომპლექტება.
6- ლეგიტიმაციის მიღება ევროპისგან.
7- და შემდეგ უკვე აქციები, მასობრივი მრავალჯერადი აქციები,
სანამ ორხელისუფლებიანობა არ დამთავრდება, პროტესტის სასარგებლოდ.
ეს 7 პუნქტი უნდა შესრულდეს, და ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით.
ეს უნდა გაკეთდეს, თუ გვინდა რომ პარტიების მავნებლობა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ ქვეყანაში.
და რომ დამთავრდეს, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის წესი, – ” არჩევნებს იგებს ის, ვინც არჩევნებს ატარებს” – ჯერ არავის შეუცვლია.
და ხომ გინდათ, ამ ასი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც რომ მოიგოს ხალხმა?
თუ მართლა გინდათ, ხო,
თუ არადა, აგე, მომენტს ელოდება სასტავი.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)