სისტემამ ჩამოშლა დაიწყო.
93 ხელისმოწერაა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ამ განცხადებაზე,
ქართველი დიპლომატები აპროტესტებენ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას, ქვეყნის ევროპულ ინტერგაციისკენ სვლას რომ უკავშირდება, და რომ მოითხოვს ყველა სახელმწიფო მოხელისგან ამ პროცესისთვის ხელისშეწყობას.
მარტივად რო ვთქვა, კონსტიტუციაში ევროპასთან დაახლოება გვიწერია, წლებია მაგაზე ვმუშაობთ, და თქვენ შიგ ხო არ გაქვთო.
მოკლედ, სისტემამ ბზარი მიცა,
დიპლომატიური კორპუსს თავდაცვის სამინისტროს და იუსტიციის სახლის და განათლების სისტემის თანამშრომლები აყვნენ, .
ბზარი საბანკო სისტემამდეც მივა, და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებიც იგივე განცხადებას გააკეთებენ,
და თუ სალომე ზურაბიშვილი ბოლოს და ბოლოს გაბედავს და საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, და თვითგამოცხადებულ პარლამენტს უფლებებს შეუზღუდავს, მაშინ ახალ არჩევნებამდეც ორი ნაბიჯიღა იქნება დარჩენილი.
და არის შანსი ამ ახალი არჩევნებით ქოციც და ნაციც, ერთდროულად დავამთავროთ,
მაგრამ ახალი არჩევნებისკენ ახალი ცესკოთი, და ახალი საარჩევნო კანონით,- პარტიებისთვის დაფინანსების მოხსნით, დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნით, და გამოწვევის მექანიზმის დაკანონებით – უნდა წავიდეთ.
სხვანაირად ახალ არჩევნებს არანაირი აზრი არა აქვს.
აქამდე უნდა მივიდეთ, აუცილებლად უნდა მივიდეთ და ამისთვის პროტესტი არ უნდა შეჩერდეს,
და ამისთვის აქციებიდან პარტიები აუცილებლად უნდა ჩავხსნათ.
პარტიებს მიკროფონები არ უნდა მივცეთ, ტრიბუნებთან არ უნდა მივუშვათ, პროცესების მართვის საშუალება არ უნდა ქონდეთ.
ახალგაზრდებში უნდა მოინახოს ახალი ლიდერები,
დროა გამოჩდნენ!
ჩავხსნათ პარტიები პროცესებისგან, თუ მართლაც სისტემური ცვლილებების დაწყება გვინდა,
თუ მართლაც დამოუკიდებლობა გვინდა.
ჩავხსნათ პარტიები!
.