
ყვარყვარე რო ფრონტიდან წამოსულ ჯარს დაინახავს და თავში რო ჩაუდგება, ხომ გახსოვთ?
და მერე რო ქალაქში შემოდის ჯარი, და გზას რომ გადაუხვევს, ისიც ხო გახსოვთ რას აკეთებს ყვარყვარე?
ხო, ეუბნება მძღოლს, საით მიდიან ეს უპატრონოები, არიქა, მოაბრუნე მანქანა, ისევ სათავეში ჩაუდექიო.
რამ გამახსენა და,
სალომეს დღევანდელი, რიგით მეოთხე გამოცხადება რუსთაველზე არის პარტიების კიდევ ერთი მცდელობა დაიბრუნონ ქუჩა.
ეგ არის.
მადამის დღევანდელი ტანგო ტრიბუნასთან იყო პარტიების კიდევ ერთი მცდელობა სახალხო მოძრაობას წაართვან სახალხოობა.
ეს მცდელობა მათი შიშიდან მოდის, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში პარტიები რომ არ დარჩნენ თამაშგარეთ.
და ეს ასეც უნდა მოხდეს.
124 დღე თუ პარტიების და სალომეს გარეშე ახერხებდა ხალხი პროტესტს, ეს ნიშნავს, რომ მათ გარეშეც შეუძლიათ მიიყვანონ პროტესტი ბოლომდე.
პარტიები უნდა ჩაიხსნან პროცესებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ ქოცს და ნაცს მივართმევთ ლანგრით ხელისუფლებას.
პარტიები უნდა ჩაიხსნან პროცესებიდან, და ახალი პოლიტიკოსები უნდა გამოჩდნენ, – უპარტიო პოლიტიკოსები!
ამის აუცილებლობას რომ მივხვდეთ, ოდნავ მაინც უნდა ავიწიოთ საკუთარ თავზე მაღლა, და მოვლენებს ზემოდან უნდა დავხედოთ, – დროა უკვე, 30 წლის გამოცდილებამ რაღაც გვასწავლოს.
დროა, ხო,
მომინდომეს აქ პლატფორმა და რკინიგზის ვაგზალი კიდე.
ჩაიბით უკან ქოცებით სავსე ვაგონიც, და დავაი რა, ფოთისკენ,
და იქედან ზოგმა პარიჟისკენ, ზოგმაც მოსკოვისკენ დაახვიეთ,
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
