
“- ჩემს სტუდიაში იმყოფებით,”
-არა, თქვენ სტუდიაში კი არა, საზმაუში ვარ,,
– არა, ჩემს სტუდიაში ხართ..”
ეს ნაწყვეტია გუშინდელი, ასე ვთქვათ, “თავისუფალი ეთერიდან”
ხო, აღარც ვაპირებდი ამ თემებზე საუბარს, მაგრამ აჰა, ეს გესმის და..
თან იმის ფონზე, კერძო ტელევიზიას, “მთავარს არხს”, რომ ისაკუთრებს ქოცი.
ეს ფაქტი, უკვე ყველაზე მიამიტებსაც გაუქრობს ილუზიებს, რომ სისტემა იმას დათმობს, რაც უკვე აქვს.
არც თმობს, და საზმაუმაც უკვე მრავალჯერ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება გადაიდღაბნოს ზედაპირულობისგან საერთოდ ყველა აქტუალური თემა, იმით, რომ ეთერში უმეტესწილად ის ადამიანები კი არ არიან, რომლებსაც უშუალოდ ეხება პრობლემა, არამედ ვიღაც გაუგებარი სახეები, რაღაც ორგანიზაციებიდან, ექსპერტობაზე რომ აქვთ პრეტენზია.
ხო, ეტყობა ვასიკომ დაალაგა სიტუაცია.
ამაზე ვსაუბრობდი სწორედ, წინა წერილებში, როცა რომანიდან “დათა თუთაშხია” ის მომენტი გავიხსენე, ჟანდარმერია რომ შეიჭრა ორთაჭალის ციხის ” პარლამენტში”.
დიახ, სულ რაღაც რამდენიმე დღეში “თავისუფალი ეთერი” გადაიქცა მეტწილად “იმედის”, “პოსტივის” და “მთავარი არხის” კლასტერის და არასამთავრობოების საკეკლუცო ეთერად, და ამათ ფონზე ერთიორი გულწრფელი ადამიანი სიტუაციას ვერ ცვლის.
ნუ, კარგი, დესანტი ვინ გადმოსხა და მისი ამოცანა რაც არის გასაგებია,
დესანტია, აბა, რა დავარქვა, წილოსანს, სუბარს და ობგაიძეს , და კიდევ მათნაირებს რო დასვამ ეთერში.,
რა? ამათ სხვაგან ტრიბუნა არა აქვთ, თუ რა?
გასაგებია, რატომაც შემოტენეს აქაც.
მაგრამ ზოგადად, ისიც ფაქტია, რომ იმ პირამოკერილი ადამიანის მოთხოვნილება აქვს საზოგადოების უმრავლესობას, ლაპარაკის საშუალება რომ მისცეს, და რა თქმა უნდა პირველ რიგში თავის იმ “მაზოლზე” ლაპარაკობს, სისტემამ რომ გაუჩინა.
და წარმოიდგინეთ ახლა რამდენიმე ასეთი ერთ სივრცეში თავმოყრილი, და თან როცა წამზომი აქვთ ჩართული.
აბა, ვის ეცლება, ან ვის მოუნდება აიწიოს თავის პრობლემიდან ერთი საფეხურით მაღლა კიბეზე და ისე გადმოიხედოს?
აქილევსის ამ ქუსლის შესახებ ძალიან კარგად იცის სისტემამ.
მიტომაც იდგა ვასიკო მორჩილად, მაშინ, როცა აგინებდნენ აქციის მონაწილენი, რადგან უცებ მოწვა, როგორ შეეძლო ეს მომენტიც გამოეყენებინა.
ხოდა აუნთეს მწვანე, ლაპარაკს მონატრებულ უკმაყოფილოებს.
და დაიწყო იმანაც ლაპარაკი, მაგრამ ვიმეორებ, იმის მაგივრად ბატონს წაართვას მათრახი, ლაპარაკობს იმ მაზოლებზე იმ მათრახმა რომ დაუტოვა.
და არა პრობლემათა საერთო მიზეზზე, და მათ შორის სისტემის იმ ერთ-ერთ საშუალებაზე, – საზმაუზე- რომლის გამოუყენებლობით ექმნება საზოგადოებას პრობლემები.
რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისები ვინც ხვდება რაც ხდება, და ასეთებიც რომ არიან, გოლეთიანმაც დაადასტურა მაშინ, როცა ეთერამდე მიაღწია.
ალღო აქვს ამ ბიჭს, ლოგიკაც აქვს, და ხვდება, სად არის მახე დაგებული, და იმ დღესაც ნაღდად ცდილობდა მათრახის თემამდე – ანუ საინფორმაციო ეთერით თავის დაცვის გზებამდე – მისულიყო,
წამყვანმა არ დააცადა უბრალოდ, და საბოლოოდ ცაიტნოტში აღმოჩნდა გოლეთიანიც, ისევე როგორც უფრო ადრე ბალდის მცველი.
იგივე მცდელობა ქონდა გუშინ, უნივერსიტეტის ლექტორს, ფიფიას, ერთ-ერთ იმათგანს, ვინც აქციის მსვლელობის დროს დააკავეს, და ცემეს.
და ეს წერილიც, სწორედ ფიფიას და წამყვანს შორის დიალოგიდან ნაწყვეტით დავიწყე.
ფიფიაც ეცადა საზმაუს ფორმატის გამოყენებაზე დაეწყო საუბარი, მაგრამ ისევ ამაოდ.
და რაც არ უნდა დასკვნები გააკეთონ ასეთებმა, ვფიქრობ მათ ამ დასკვნების გაჟღერების შანსი მეტად აღარ მიეცემათ საზმაუს ეთერში,
რადგან იმ მოტივით, რომ “რიგია მიკროფონთან” მეორედ აღარ მიუშვებენ.
სწორედ ეს “რიგი” არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც მუდამ გააპრავებს საზმაუ თავისი ეთერის ზედაპირულობას.
ამიტომაც იყო მკვდრადშობილი თავიდანვე “თავისუფალი ეთერი” და ნელნელა უფრო დაემსგავსება კიდეც ფეისბუკს, სადაც მხოლოდ ორთქლის გამოშვებისთვის შეგვყარეს.
და უკვე ცხადია, თუკი მოხერხდა ქუჩის პროცესების განეიტრალება, გაიზრდება საზმაუში დესანტის შემადგენლობაც, და შემდეგ ვასიკოები გამოაცხადებენ, რომ “თავისუფალი ეთერი” აღარ არის აქტუალური.
და უკვე აღარც კი მაქვს იმედი, რომ მანამდე ვინმე ამ ეთერში დაიწყებს იმ გზაზე ლაპარაკს, რომლის საშუალებითაც საზოგადოებას შეეძლება საზმაუ მართლაც სახალხო გახადოს, და ამ ტელევიზიის ეთერიც გადააქციოს სისტემური ძალადობებისგან თავის დაცვის საშუალებად.
დიახ, საზმაუს სამეურნეო საბჭოს არჩევის წესის შეცვლა მაქვს მხედველობაში, და საზმაუს გარდაქმნა სააქციო საზოგადოებად, და აქციების მოსახლეობაზე განაწილება, უსასყიდლოდ, შემდგომი გადაყიდვის აკრძალვით.
ეს უნდა გაკეთდეს, ტელევიზია რომ მართლაც ხალხს დაუბრუნდეს, და მერე ხალხმა თავის დაცვის მექანიზმად გამოიყენოს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სწორედ ამის შესახებ გვქონდა ორი დღე ომი 2019 წლის ნოემბერში ვასიკოს მაშინდელ ბანდასთან, მაგრამ წავაგეთ ის ომი, რადგან სულ 50 კაცით მივადექით საზმაუს, – წავაგეთ მაშინ.
და დღეს, მართლაც ნერვები მეშლება, როცა ხედავ, რომ არსებობს ამოდენა დაზღვევა რუსთაველზე მდგარი ათასობით ადამიანის სახით, და ვერავინ იყენებს ამ შანსს.
არ იფიქროს ახლა ვინმემ, რომ მე პირადად არ ვეცადე მიმეღწია ეთერამდე, ან სხვისთვის მიმეწოდებინა თემები. დავუკავშირდი კიდეც რამდენიმე ადამიანს, მაგრამ ვხედავ, ” რიგია”, და კიდევ ერთი რაღაც არის აქ ..
რა და, აი, ის, ფენომენი, მზეჭაბუკი წყლის სათავესთან წამოწოლილ გველეშაპს რო ეომება, და იმიტომ, თვითონ რომ გაგველეშაპდეს.
რა გინდა ქნა, ეს წესი, რომ “ომს ერთი ეწირება, და მერე სხვას მიყავს პარადი” ჯერ არავის შეუცვლია,
და არც შეიცვლება, სანამ ისევ ილიასკენ არ მივბრუნდებით.
არ ვამბობ, ხალხო, პათეტიკურად, გარტყმაში არაა ბევრი, რა წერია ილიასთან, თორე 30 წელს არ დავკარგავდით.
ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს.
არ დავიწყებთ, და მუდამ გავიგონებთ ყველგან, და ყოველთვის ხმას,
ჩემს სტუდიაში იმყოფებით..
ჩემს სტუდიაში იმყოფებით,..
ჩემს სტუდიაში იმყოფებით..
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
