You are currently viewing ჩვენ ასეთი წესი გვაქვს

ჩვენ ასეთი წესი გვაქვს

ერთი ინფორმაციაც ქუთაისთან ახლოს ახალი დასახლების დაარსებასთან დაკავშირებით.

ბევრი მეხმიანებით და ეს ძალიან კარგია, ადამიანებს რომ აქვთ სურვილი შეიძინონ მიწა, ქონდეთ მეურნეობა, ააშენონ საცხოვრებელი.

და კიდევ უფრო კარგია, როცა ემიგრანტები აქტიურობენ.

ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთ ძაფს აბამენ საქართველოსთან, ეს ნიშნავს, რომ დაბრუნების მოტივაცია იზრდება,

ასეც უნდა იყოს, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ.

და რო დაბრუნდნენ სოფელი სოფელს უნდა გავდეს, ქალაქი ქალაქს, და ქვეყანა ქვეყანას.

კარგია, კარგი, როცა ბოლოსდაბოლოს დგება მიხვედრა, რომ ქალაქი და ქვეყანა სოფლიდან იწყება.

უკვე ასზე მეტი ადამიანი დამიკავშირდა, და რა თქმა უნდა ყველას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციებს, საკადასტრო კოდებს, და ტერიტორიაზეც გავიყვანთ აუცილებლად, და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

მაგრამ ერთ ინფორმაციას აქვე ვიტყვი, და გაითვალისწინოს ყველამ.

და იქნებ ვინმეს ეხამუშოს რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ უმრავლესობა გამიგებს.

რომ იმ მიზანს, რომლისკენაც მივდივართ, სჭირდება ეს ნაბიჯი.

მიწის შეძენის შემთხვევაში მიწას ვეღარ გაყიდით!,

მიწას ვერ გადაყიდით, ვერც ერთი წლის მერე, ვერც 5 წლის მერე,

ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, და ამ შემთხვევას მთელი დასახლება, (თემი, ამხანაგობა) განიხილავს, და იგივე დასახლება გამოისყიდის მიწას, და იმავე ფასში, რა ფასშიც იქნა მიწა თავიდან შესყიდული.

დიახ, ეს პირობა ჩაიდება ხელშეკრულებაში, რომელსაც დადებთ ჩვენს ორგანიზაციასთან, და იმიტომ, რომ დავიზღვიოთ თავი მიწის გადამყიდველებისგან.

კიდევ ერთხელ ვიტყვი ხაზგასმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ 4 ლარად ნაყიდი მიწა ფულის კარგი დაბანდებაა და რამდენიმე ხნის შემდეგ სამმაგად და ხუთმაგად გადაყიდის ცარიელ მიწას ამას ვერ შეძლებს,

ჩვენ აქ სამაკლერო კანტორა არა გვაქვს,

ჩვენ აქ ახალი ტიპის დასახლების აშენებას ვგეგმავთ, და თქვენი მონაწილეობით მრავალი პროექტის განხორცილებას, სხვადასხვა მეურნეობების და სააქციო საზოგადოების დაარსებას, კოპერატივების ჩამოყალიბებას, პროფესიული სასწავლებლის ამოქმედებას.

და ამ ყველაფერს, მეურნეობებს, ორგანიზაციებს, კოოპერატივებს, და პროფსასწავლებელსაც, და ბევრ სხვა რამეს უხელმძღვანელებთ და წარმართავთ თქვენ, სხვებთან ერთად, ვინც აქ დასახლდებით.

დიახ, ვინც აქ მიწას იყიდის, ამ პროექტებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა ყველამ, რა თქმა უნდა შეძლებისდაგვარად, და ცოდნის და გამოცდილების მიხედვით,

დიახ, ეს პროექტები ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებისთვის, და მის ახლომახლო არსებული სოფლებისთვის და ქალაქების მოსახლეობისთვის კეთდება, ანუ მთელი ქვეყნისთვის კეთდება,

და ამიტომაც ასეთ დასახლებაში არ უნდა იყოს ადგილი იყიდეგაყიდე მასტებისთვის, და მედღეხვალიებისთვის.

იგივე შინაარსის დასახლების მშენებლობა მიმდინარეობს თბილისთან ახლოს მარტყოფისველზე,

მარტყოფისველის ამხანაგობის წევრებმა უკვე ბევრი რამ გაიარეს ერთად, და კიდევ ერთხელ დაანახეს ერთმანეთსაც და ყველას, თუ რა შეუძლია ერთად დგომას.

მადლობა მათ, მაღალი გაგებისთვის და მაღალი ურთიერთობისთვის.

დიახ, ასეთი დასახლებები უნდა გაკეთდეს ქვეყნის ყველა რეგიონში,

დიახ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ასეთ ეროვნულ პროექტებში, რადგან სწორედ ასეთ პროექტებში მონაწილეობით, და ერთ საქმეში მყოფი ადამიანთა ურთიერთობებით შეიქმნება პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება,

საზოგადოება, რომელსაც სისტემური ძალადობებისგან თავის დაცვაც შეეძლება, და ქვეყნის პატრონობაც.

და სწორედ ასეთი შეგნების საზოგადოებას შეეძლება დაიბრუნოს სოფელიც, ქალაქიც, და ქვეყანაც.

ქვეყანა, რომელიც უკვე 30 წელია რაც პოლიტნაგვებმა წაგვართვეს.

აი, ამიტომ ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ,

და ვისაც იგივე გსურთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება..

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა